ავტორი:

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

სწორედ ეს ვიდეოები აჩვენეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს.

დახურულ ჩვენებას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი ნინი თვარაძეც ესწრებოდა, რომელმაც დეტალებზე გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

როგორც ის ჰყვება, ერთ-ერთი ემოციური იყო ვიდეო, სადაც 23 წლის პროგრამისტი საკუთარი უფროსის მიმართ გრძნობებზე საუბრობდა.

"ერთ-ერთ ვიდეოში თამარი 2012 წელს დაგეგმილ თვითმკვლელობაზე საუბრობს... ის ამბობს, რომ ამ წელს თავის მოკვლა განიზრახა, თუმცა გეგმა ვერ შეასრულა და ამის გამოც საყვედურობს თავის თავს. ეუბნება, რომ "შენ ხარ, თამარ, ლაჩარი!"

ამის შემდეგ მოდის ვიდეო, სადაც თამარი ძალიან ემოციურია. ის ზის მანქანაში და ვიდეოს იღებს სელფ-კამერით. იხსენებს წვეულებას, სადაც იმყოფებოდა მის უფროსთან, ნიკა გეჯაძესთან ერთად, ხოლო ნიკა მის შეყვარებულ ნინისთან ერთად.

ამბობს, რომ ისინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს და საყვედურობს მათ. ემოციურად მიმართავს ნიკას და ნინის. ყველა სიტყვის ციტირებას ახლა ვერ მოვახდენ, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ემოციური მოსასმენია. ის ძალიან გაბრაზებული იყო მის უფროსზე ნიკა გეჯაძეზე. ამბობს, რომ სიკვდილი უნდა ყველაზე მეტად. ერთადერთი მშობლები და მის ძმაზე დარდობს, რომლებსაც არ იცის რა რეაქცია ექნებათ" - ჰყვება ჟურნალისტი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხვალ იწყება

დიდუბეში კაცის ცხედარი იპოვეს

შსს განცხადებას ავრცელებს