პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შსს თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ თვით­მკვლე­ლო­ბის ცდამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 1997 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ხ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 სექ­ტემ­ბერს თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

"გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და გ.ხ.-ს დე­დი­სა და სხვა მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი. პო­ლი­ცია გა­ნაგ­რძობს ყვე­ლა იმ პი­რის გა­მო­კი­თხვას, ვინც შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დეს. და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა. გ.ხ. გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, თი­ა­ნე­თის მე­რის, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის მძღოლ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. 22 წლის გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვი­ლი სახ­ლში დე­დამ იპო­ვა და სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ახლგაზ­რდა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, და­პი­რის­პი­რე­ბაა. რო­გორც ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ზუ­რაბ ბე­ქა­უ­რი გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვილს, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის შე­სა­ხებ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას სთხოვ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კი, ბე­ქა­ურს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­დატ­თან, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძეს­თან მიჰ­ქონ­და.

რო­გორც "ტვ პირ­ველ­თან" გი­ორ­გი ხუ­მა­რაშ­ვი­ლის დედა ამ­ბობს, ახალ­გაზ­რდა­ზე ზუ­რაბ ბე­ქა­უ­რის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მუდ­მი­ვად იყო და ბიჭ­მა ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/SS
1

რა ხდება საქარტველოში???? რატომ გახდა ადამიანების ცხოვრება გაუსაძლისი??? დაჩემება მუქარა მკვლელობა როდემდე????? დასასრული იქნება ნეტავი????

ნათია
1

ხალხო თუ ზეწოლას ახორციელებდა რატომ დაურეკა დედამისმა და რატომ სთხოვა წაყვანა გამარკვიეთ რა?გთხოვთ,ხუთჯერ დაურეკაო რომ ბობს რატოღა ჰქონდა ასე ახლო ურთიერთობა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

შსს თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს. დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი სახლში დედამ იპოვა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, ახლგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, დაპირისპირებაა. როგორც ბიჭის ოჯახის წევრები ამბობენ, თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა, აღნიშნული ინფორმაცია კი, ბექაურს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატთან, შალვა კერესელიძესთან მიჰქონდა.

როგორც "ტვ პირველთან" გიორგი ხუმარაშვილის დედა ამბობს, ახალგაზრდაზე ზურაბ ბექაურის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მუდმივად იყო და ბიჭმა ზეწოლას ვერ გაუძლო.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც რუისპირში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

თბილისში, რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს