პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს
"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს

დღეს პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გან­ცხა­და, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ის ტყე­ში თვით­მკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც მან მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მა­სა­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი და მო­სას­მე­ნია, რაც მისი შე­ფა­სე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს.

"საქ­მე­ში ნამ­დვი­ლად მო­ი­პო­ვე­ბა გარ­კვე­უ­ლი ვი­დეო, ისე­ვე რო­გორც აუ­დი­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად, საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი და მო­სას­მე­ნია. ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს ტყე­ში თვით­მკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბა­ზე. ამ­გვა­რი აუ­დი­ო­მა­სა­ლა საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა. ზო­გა­დად, ის ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რაც მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან და „იუ­თუბ“ არ­ხი­დან არის მო­პო­ვე­ბუ­ლი, რო­გორც ვთქვი, საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი და მო­სას­მე­ნია, რაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აჩ­ვე­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც. "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნა­არსზე ისა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ი­ამ.

ასევე დაგაინტერესებთ
12:00 / 18-09-2020

"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

12:21 / 18-09-2020

"სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა... ე.წ.სატელიტის ფოტოები არის ყალბი" - პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს

20:09 / 18-09-2020

"ფოტომასალა უცხოეთიდან გამომიგზავნეს..." - რას ამბობს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატის თქმით, მას სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა

11:55 / 21-09-2020

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აჩ­ვე­ნეს 5 ჩა­ნა­წე­რი, მათ­გან 2-ში ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ჩან­და და ეს იყო ე.წ. სელფ-ვი­დეო, სამ­ში კი მხო­ლოდ ხმა ის­მო­და. მისი თქმით, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო.

"ის ამ ვი­დე­ობ­ში ამ­ბობს, რომ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე, აქვს პრობ­ლე­მე­ბი, სამ­სა­ხურ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არ არის სა­კუ­თა­რი სწავ­ლით კმა­ყო­ფი­ლი და ში­შობს, რომ საფ­რან­გეთ­ში ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. მო­ვიყ­ვან ცი­ტა­ტას. ის ერ­თგან ამ­ბობს, თა­მარ, და­ემ­შვი­დო­ბე პა­რიზ­სო...

ლა­პა­რა­კობს სამ­სა­ხურ­ში, მის უფ­როს­ზე ნიკა გე­ჯა­ძე­ზე. ამ­ბობს, რომ მათ ჰქონ­დათ რა­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც არ გაგ­რძელ­და. ამ­ბობს, რომ აღარ უნდა მო­ვიქ­ცე ისე, რო­გორც ვიქ­ცე­ო­დი ნი­კას­თა­ნო...

ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­სა­სა­მე­ნი რაც იყო, ეს არის მისი ლა­პა­რა­კი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, ის ამ­ბობს ჩა­ნა­წერ­ში, რომ უნდა თა­ვის მოკ­ვლა და ყვე­ლა ხერ­ხი იცის თა­ვის მოკ­ვლის, თუმ­ცა ერი­დე­ბა და ეში­ნია დე­დის, მა­მის. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მის ძმა­ზე ამახ­ვი­ლებს ყურ­და­ღე­ბას და ამ­ბობს, რომ ეცო­დე­ბა ოჯა­ხი. ამ­ბობს იმა­საც, რომ არ უნდა თა­ვის მოკ­ვლა, მაგ­რამ თუ ამას მა­ინც გა­ა­კე­თებს, ბო­დიშს უხ­დის თა­ვის ოჯახს", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ი­ამ. მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი და­ახ­ლო­ე­ბით ა.წ. თე­ბერ­ვალ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
317

ვიზიარებ, ძალიან მძიმეა..... ასევე ვიზიარებ ნაცების იმედგაცრუებას, რომ სუსი ხალხს არ კლავს და ათასი მანიპულირების საშუალება რომ მოესპოთ. საცოდავები.

სამწუხაროა
215

სამწუხაროა რომ ამ ერთი სიფრიფანა გოგოს ტრაგედია მთელი ქვეყნის სამსჯავრო გახდა და პოლიტიკური ქულების წყაროდ მიაჩნია ზოგიერთ პრტიას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს

დღეს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს.

როგორც მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

"საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ამგვარი აუდიომასალა საქმეში მოიპოვება. ზოგადად, ის ვიდეომასალა, რაც მისი მობილური ტელეფონიდან და „იუთუბ“ არხიდან არის მოპოვებული, როგორც ვთქვი, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს“, - განაცხადა პროკურორმა.

როგორც ირკვევა, ეს ჩანაწერები პროკურატურაში აჩვენეს ჟურნალისტებსაც. "ტვ პირველის“ ეთერში ამ ჩანაწერების შინაარსზე ისაუბრა ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ.

როგორც მან განაცხადა, პროკურატურაში აჩვენეს 5 ჩანაწერი, მათგან 2-ში ბაჩალიაშვილი ჩანდა და ეს იყო ე.წ. სელფ-ვიდეო, სამში კი მხოლოდ ხმა ისმოდა. მისი თქმით, ეს ჩანაწერები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

"ის ამ ვიდეობში ამბობს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე, აქვს პრობლემები, სამსახურში, უნივერსიტეტში. არ არის საკუთარი სწავლით კმაყოფილი და შიშობს, რომ საფრანგეთში ვეღარ გააგრძელებს სწავლას. მოვიყვან ციტატას. ის ერთგან ამბობს, თამარ, დაემშვიდობე პარიზსო...

ლაპარაკობს სამსახურში, მის უფროსზე ნიკა გეჯაძეზე. ამბობს, რომ მათ ჰქონდათ რაღაც ურთიერთობა, რაც არ გაგრძელდა. ამბობს, რომ აღარ უნდა მოვიქცე ისე, როგორც ვიქცეოდი ნიკასთანო...

ყველაზე მძიმე მოსასამენი რაც იყო, ეს არის მისი ლაპარაკი თვითმკვლელობაზე, ის ამბობს ჩანაწერში, რომ უნდა თავის მოკვლა და ყველა ხერხი იცის თავის მოკვლის, თუმცა ერიდება და ეშინია დედის, მამის. განსაკუთრებით კი მის ძმაზე ამახვილებს ყურდაღებას და ამბობს, რომ ეცოდება ოჯახი. ამბობს იმასაც, რომ არ უნდა თავის მოკვლა, მაგრამ თუ ამას მაინც გააკეთებს, ბოდიშს უხდის თავის ოჯახს", - განაცხადა ნანუკა ქაჯაიამ. მისი თქმით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი დაახლოებით ა.წ. თებერვალშია გაკეთებული.

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ...ეგ პრობლემა არ არის“ - შს მინისტრი ბადრი ესებუას შესახებ

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა