პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს
არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ (ცეს­კო) არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­მუ­შა­ვა და კენ­ჭისყ­რის დღის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ტო­კო­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით მი­ი­ღო.

ცეს­კო-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ დო­კუ­მენ­ტი იმ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნურ წე­სებს გან­სა­ზღვრავს, რომ­ლის დაც­ვი­თაც უნდა მი­ი­ღონ ამომ­რჩევ­ლებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა იმოქ­მე­დონ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებ­მა და ჩარ­თულ­მა მხა­რე­ებ­მა.

"ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის­თვის ამომ­რჩევ­ლე­ბის და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, ცეს­კოს ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ან რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მად­ლო­ბას უხ­დის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რებს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. ამას­თან, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კჯ­გუ­ფე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, რე­გუ­ლირ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბებ­ში შეს­ვლის, გა­მოს­ვლის, ყოფ­ნის, გა­და­ად­გი­ლე­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გის, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის სხვა პი­რით ჩა­ნაც­ვლე­ბის წე­სე­ბი.

კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე თერ­მოსკრი­ნინგს გა­ივ­ლი­ან რო­გორც სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბი, ისე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ხე­ლებს დად­გე­ნი­ლი წე­სით და­ი­მუ­შა­ვე­ბენ და გა­ი­კე­თე­ბენ პირ­ბა­დეს. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და­მა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან დამ­ცა­ვი ფა­რი­თა და ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლებ­თან იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი დე­ზო­ბა­რი­ე­რი, ხე­ლის დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ხსნა­რი და ინ­ფორ­მა­ცია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს ხში­რად შე­ხე­ბა­დი ზე­და­პი­რე­ბის სა­თა­ნა­დო წე­სით დე­ზინ­ფექ­ცი­ას და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ბუ­ნებ­რივ ვენ­ტი­ლა­ცი­ას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნე­ბი ისე იქ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი და ამას­თან, არ და­ირ­ღვეს კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი“,-აცხა­დე­ბენ ცეს­კო-ში.

მათ ამომ­რჩევ­ლის მიერ კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის წე­სე­ბიც გან­სა­ზღვრეს.

„ამომ­რჩე­ვე­ლი არ გა­ივ­ლის თერ­მოსკრი­ნინგს, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლია, ეკე­თოს პირ­ბა­დე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას არ ექ­ნე­ბა პირ­ბა­დე, ად­მი­ნის­ტრა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს აღ­ნიშ­ნუ­ლით. ამომ­რჩე­ველს უბან­ზე მის­ვლი­სას ორ­ჯერ, მცი­რე დრო­ით, უწევს პირ­ბა­დის მოხ­სნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. თუ ამომ­რჩე­ვე­ლი არ იხ­სნის პირ­ბა­დეს, მას­ზე არ გა­ი­ცე­მა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი/ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი.

ამომ­რჩე­ვე­ლი კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კალ­მის­ტრით. ამომ­რჩე­ვე­ლი ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ კალ­მის­ტარს გა­ნა­თავ­სებს კალ­მის­ტრე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტე­ი­ნერ­ში და დრო­უ­ლად და­ტო­ვებს სა­არ­ჩევ­ნო უბანს.

დად­გე­ნი­ლე­ბა კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბებ­ში სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ცეს­კოს ვებგ­ვერ­დზე.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია კი იმი­სათ­ვის, რომ ამომ­რჩევ­ლებს და არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ ყვე­ლა მხა­რეს დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას გეგ­მავს.

ცეს­კო აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და კენ­ჭისყ­რის დღეს ყვე­ლა­სათ­ვის უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სუ­ფალ და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ცეს­კო-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
1

ძალიან მაინტერესებს 200 კაცი რომ ერთად მოვა ვინ და როგორ გააკონტროლებს ვინ როდის მოიხსნა პირბადე მცირე ხნით და ვის დიდი ხანია მოხსნილი აქვს? გული მერევა ამ იდიოტიზმზე უკვე!!!

ალექს
0

ფსიხოზე გასინჯეთთქო და ეგრევე წინწკილაზე, კარანტინში ! არა? აბა გურიაში დაამატეთ ერთი ოლქი კიდო ! არც ესა ? აბა გოუმარჯვია სისევ ნაცქოცმოქკავშირს და არ გოუმარჯოს ახლა კომპარტიას ამათი აქ მოთესვლისათვის ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო.

ცესკო-ში განმარტავენ, რომ დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“,-აცხადებენ ცესკო-ში.

მათ ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებიც განსაზღვრეს.

„ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“,-აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე" - გიგა ბოკერია მიხეილ ყაველაშვილს