კორონავირუსის პანდემიის გამო პოლიტიკურ პარტიებს წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება არორდინალურ გარემოში მოუწევთ. დაწესებული შეზრუდვების გათვალისწინებით, საარჩევნო სიუბიექტებს აგიტაციის ჩატარება ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით უხდებათ.
როგორ შეცვალა პანდემიურმა გარემომ წინასაარჩევნო პერიოდი და რამდენად თანაბარ პირობებში მიმდინარეობს მარათონი პოლიტიკური ძალებისთვის - AMBEBI.GE ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიგნებებით დაინტერესდა.
ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიიას წლებია აკვირდებიან, თავიანთ შუალედურ ანგარიშებში ამომრჩევლის მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკობენ. "სამართლიანმა არჩევნებმა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოაქვეყნეს შუალედური ანგარიშები, რომლებშიც მოყვანილია მსგავსი არაერთი ფაქტი, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.
მაგალითისთვის გთავაზობთ ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე ფაქტს, რომლებზეც ლაპარაკია "სამართლიანი არჩევნების" ერთ-ერთ ანგარიშში:
ანგარიშებში მოყვანილია ასეთი ათეულობით ფაქტი.
"საერთაშორისო მაგჭირვალობა საქართველოს" წევრი ლევან ნატროშვილი AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ პანდემიურმა გარემომ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან მმართველი გუნდი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოსახეობისთვის გაწეულ დახმარებას, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე სოოციალური ფონითა და საჭიროებებით ხსნის.
"ამომრჩევლის მოსყიდვა მუდმივად იყო პრობლემა საქართველოში. ახლა საქმე იმაშია, რომ ზღავრის გავლება მოსყიდვასა და რეალურ დახმარებას შორის ცოტა რთულია. ფაქტია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა. თუმცა არჩევნებამდე მცირე დროით ადრე არ ითვლება მიზანშეწონილად ისეთი მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელება, რაც ჩვნ ვნახეთ. თუნდაც 200-ლარიანი დახმარება ბავშვებს და კიდევ სხვა სახის დახმარების გაცემა, აჩენს არაერთ კითხვის ნიშანს. ერთის მხრივ, ასეთი პროგრამები საჭიროა, მაგრამ მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად აზარალებს თანაბარ სააარჩევნო გარემოს. ბოლო კვირებს თუ ავიღებთ, შეინიშნება ამომრჩეველზე ზეწოლაც, რის შესახებაც აქტიურად ვრეცელდება ინფორმაცია მედიით. აღსანიშნავია ისიც, რომ აგიტაციის წესები სოციალური ქსელების მეშვეობით არაერთხელ დაირღვა, რაზეც ცეესკოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია", - გვეუბნება ლევან ნატროშვილი.
"სამართლიანი არჩვენების აღმასრულებებლი დირექტორი ელენე ნიჟარაძე კონკრეტულ ფაქტებზე გვესაუბრება, რომლებიც, მისი შეფასებით, იძლევა სრულ სურათს, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო გარემო საქართველოში.
"რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ, გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის უამრავი ფაქტი, რაც ძირითადად მმართველი პარტიის კანდიდატებს უკავშირდება. იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეთხვევებიც, რაც კანონით აკრძალული ქმედებაა. ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს მოსახლეობას, მაგრამ სიტუაცია არ უნდა იყოს გამოყენებული პარტიის მიერ მისი საარჩევნო მიზნებისთვის. თუ მათ რეალურად სურთ მოსახლეობის დახმარება, ამისთვის არსებობს ხვადასხვა ფონდები და არა ადმინისტრაციული რესურსი. მოსყიდვის კონკრეტული ფაქტების გარდა , აღსანიშნავია სოციალური პროექტებიც. ჩვენს ბოლო ანგარიშში შევიდა თავდაცის სამინისტროს ინიციატვა, რომლის მიხედვითაც, გორის ჰოსპიტალის დავალიანება ჩამოეწერა, 1 მილიონ ლარზე მეტ თანხაზეა ლაპარაკი. ასევე, ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს სხვადასვხა დავალიანების ჩამოწერას და ესეც მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება, 200-ლარიანი დახმარებას ბავშვებისთვის. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს იყო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, თანაც საარჩევნო მიზნებისთვის. რადგან ისეთ ბავშვებზეც გაიცა ეს თანხა, რომელთაც უბრალოდ არაფერში სჭირდებოდათ ეს და შეიძლებოდა ეს ფინანსები გაცილებით უფრო პრიორიტეტულ, კრიტიკული მნიშვნელობის საჭოროებაზე დახარჯულიყო", - გვეუბნება ელენე ნიჟარაძე.
ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობებს კატეგორიულად უარყოფენ როგორც მმართველ გუნდში ისე, ოპოზიციაში.
"ქართული ოცნების" წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს გაუმჭირვალობასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, "ბოღმის ნთხევაა" და მას სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პირობებში ხელისუფლების მიერ მოსახელობისთვის გაწეული დახმარებები, არჩვენებს დროში დაემთხვა, რაც ოპონენტებმა არასწორად აღიქვეს.
"covid-19 -ის გავრცელებამ ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში, მაგრამ ფაქტია, წინასაარჩვენო პერიოდი გამჭვირვალედ და თანაბრად მიმდინარეობს. ის მოსაზრებები, თითქოს ჩვენ ვცდილობთ ამომრჩევლის მოსყიდვას, არის დაბოღმილი ადამიანების აზრები. დამისახელეთ ერთი ოჯახი მაინც, რომელმაც უარი თქვა რომელიმე დახმარების მიღებაზე, რადგან ჩათვალა, რომ ეს იყო მოსყიდვა. მთელი მარტი იმას ამბობდნენ, მოსახლეობას არ ეხმარებიანო, როდესაც დაიწყო სახელმწიფომ დახმარებების გაცემა, ახლა არაფერი დარჩათ სათქმელი, და დაიბოღმნენ და ამბობენ , რომ ეს არის მოსყიდვა, ეგრე ყოველ წელიწადს არჩევნებია ქვეყნაში და სადღაც დაემთხვევა არჩევნებს დახმარებების გაცემა", - აცხადებს ambebi.ge -სთან გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს ამომრჩევლის გულის მოსაგებად და ამას სახელმწიფოს ბიუჯტის ხარჯზე აკეთებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ამომრჩევლის მოყიდვის მცდელობები ოპოზიციასაც აქვს, თუმცა ძალაუფლება და ფინანსები ხელისუფლების ხელშია და მათი მცდელობები, შესაბამისად, უფრო მასშტაბურია.
"პანდემიის პირობებში ძალიან შეზრუდული ვიყავით ოპოზიცია, ტეელვიზიებშიც კი ვერ გადავაადგილდებოდით სპეციალური საშვების გარეშე, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" კალათებით კი არა ტომრებითა და შაქრებით დადიოდა კარდაკარ, თანაც საბიუჯეტო ხარჯებით. გამოიყენეს ბიზნესმენების შავი ყულაბებიც. ერთადერთი შემთხვევა შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც საჯაროდ, ტელევიზიით მოხუცს გადასცეს სურსათი ჩვენმა აქტივისტებმა. ასეთი შემთხვევები ჩვენც ბევრი გვქონდა და არც ვმალავდით. როდსაც ადამიანს უჭირს, ჩავარდნილია ლოგინად და არ ჰყავს პატრონი, ჩვენი აქტივისტები ხშირად მიდიან და ეხმარებიან. ოპოზიცია რაღაც ერთ კალათ ვაშლს გადასცემს ვინმეს ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა როგორ ფლანგავს სახელმწიფო ბიუჯეტს ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებისთვის", - ამბობს რომან გოცირიძე.