სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში
"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო მას­ზე ძა­ლა­დო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ქ. და­ა­კა­ვეს. შსს-ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სამი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც მას ძა­ლა­დო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ ყუ­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

„პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა:

"მო­ძა­ლა­დის ოჯახს სო­ფე­ლი კარ­გად არც იც­ნობს, კა­ხე­თის სხვა სოფ­ლი­დან არი­ან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. ერთი უბი­რი ხალ­ხია, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტო­ბენ და მათ­ზე ბევ­რი არც არა­ფე­რი ვი­ცით. მო­ძა­ლა­დე 14 წლი­საა, სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მის გარ­და მშობ­ლებს კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავთ.

ეს ბიჭი თურ­მე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, რაც 9 წლის ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ბავ­შვს აში­ნებ­და თურ­მე, - ვინ­მეს თუ ეტყვი, მოგ­კლა­ვო. ამ პა­ტა­რა ბი­ჭის მე­გობ­რებს, 8-9 წლის ძმებს და­უ­ნა­ხავთ, რო­გორ უპი­რებ­და მო­რიგ ძა­ლა­დო­ბას მო­ზარდს და მიხ­მა­რე­ბი­ან, მისი ცემა და­უ­წყი­ათ. ის უფ­რო­სი იყო და რა თქმა უნდა, მო­ე­რია მათ. ამ ცემა-ტყე­პის მერე ეს ბავ­შვე­ბი, ძმე­ბი გაქ­ცე­უ­ლან და მა­მის­თვის მო­უ­ყო­ლი­ათ, ასე­თი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, უფ­როსკლა­სე­ლი ჩვენს მე­გო­ბარ­ზე ძა­ლა­დობს, და­ვეხ­მა­რეთ და ჩვენც გვცე­მაო.

ბავ­შვე­ბის მამა მი­სუ­ლა სკო­ლა­ში, გა­მო­უყ­ვა­ნია ეს 14 წლის ბიჭი, უცე­მია და ყური გა­უჭ­რია, ეტყო­ბა შე­ა­ში­ნა. როცა მო­ძა­ლა­დე ბიჭი სახ­ლში მი­სუ­ლა და მა­მას ჭრი­ლო­ბა უნა­ხავს, პირ­და­პირ გა­ვარ­დნი­ლა პო­ლი­ცი­ა­ში და უჩივ­ლია - ჩემი შვი­ლი სცე­მეს და ყურს აჭ­რიდ­ნე­ნო. მა­მამ არ იცო­და, რას სჩა­დი­ო­და მისი შვი­ლი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა არც წა­სუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ა­ში. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე და­ა­კა­ვა, მო­ძა­ლა­დეც და ბავ­შვე­ბის მა­მაც, რო­მე­ლიც მას გა­უს­წორ­და. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­ნა, სხვა გზა არ ჰქონ­და და ბიჭ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ახლა შსს-ს და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი. მთე­ლი სო­ფე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვი­თხოვთ, თავ­დე­ბად და­ვუდ­გე­ბით, ვი­ნა­ი­დან არ არის დამ­ნა­შა­ვე, მან გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა. ყვე­ლას დაგ­ვყავს შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში და ის რომ არა, ვინ იცის, რამ­დენ ბავ­შვს გა­ა­უ­ბე­დუ­რებ­და ის ავად­მყო­ფი, ეგ ოჯა­ხი კი უნდა წა­ვი­დეს ჩვე­ნი სოფ­ლი­დან".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
139

ყველაფერი დნაშაული სულ რატომ კახეთში ხდება 

ბესო
3

ყური რომ გაუჭრა და სხვა რამე არ მოაჭრა მადლობა თქვას. რა თქმა უნდა იმ კაცის პატიმრობაში გაჩერება ერთი დღეც არ შეიძლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი, 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სამი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

„პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ambebi.ge დაზარალებული ბავშვის მეზობელს ესაუბრა:

"მოძალადის ოჯახს სოფელი კარგად არც იცნობს, კახეთის სხვა სოფლიდან არიან ჩამოსახლებულები. ერთი უბირი ხალხია, არავისთან კონტაქტობენ და მათზე ბევრი არც არაფერი ვიცით. მოძალადე 14 წლისაა, სკოლის მოსწავლეა და მის გარდა მშობლებს კიდევ ორი შვილი ჰყავთ.

ეს ბიჭი თურმე დაახლოებით ერთი წელია, რაც 9 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა და ბავშვს აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო. ამ პატარა ბიჭის მეგობრებს, 8-9 წლის ძმებს დაუნახავთ, როგორ უპირებდა მორიგ ძალადობას მოზარდს და მიხმარებიან, მისი ცემა დაუწყიათ. ის უფროსი იყო და რა თქმა უნდა, მოერია მათ. ამ ცემა-ტყეპის მერე ეს ბავშვები, ძმები გაქცეულან და მამისთვის მოუყოლიათ, ასეთი ამბავი ხდება, უფროსკლასელი ჩვენს მეგობარზე ძალადობს, დავეხმარეთ და ჩვენც გვცემაო.

ბავშვების მამა მისულა სკოლაში, გამოუყვანია ეს 14 წლის ბიჭი, უცემია და ყური გაუჭრია, ეტყობა შეაშინა. როცა მოძალადე ბიჭი სახლში მისულა და მამას ჭრილობა უნახავს, პირდაპირ გავარდნილა პოლიციაში და უჩივლია - ჩემი შვილი სცემეს და ყურს აჭრიდნენო. მამამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი შვილი, თორემ შეიძლება არც წასულიყო პოლიციაში. პოლიციამ ორივე დააკავა, მოძალადეც და ბავშვების მამაც, რომელიც მას გაუსწორდა. ისეთი სიტუაცია შეიქნა, სხვა გზა არ ჰქონდა და ბიჭმა აღიარა დანაშაული. ახლა შსს-ს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩამოსულები. მთელი სოფელი დაკავებული მამის გათავისუფლებას ვითხოვთ, თავდებად დავუდგებით, ვინაიდან არ არის დამნაშავე, მან გამოააშკარავა ეს საშინელება. ყველას დაგვყავს შვილები სკოლაში და ის რომ არა, ვინ იცის, რამდენ ბავშვს გააუბედურებდა ის ავადმყოფი, ეგ ოჯახი კი უნდა წავიდეს ჩვენი სოფლიდან".

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დეკანოზ შიო მენაბდის შვილი დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

რუსთავში 13 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა, 3 თვის წინ იგივე შეემთხვა მის მეგობარსაც - უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები სასიკვდილო ინტერნეტთამაშებს?