ავტორი:

"სახელმწიფო რკინიგზას "აკიდეთ" 500 მილიონი დოლარის ვალი" - ვის მიმართა ნათია თურნავამ და რა მოხდა პარლამენტში

"სახელმწიფო რკინიგზას "აკიდეთ" 500 მილიონი დოლარის ვალი" - ვის მიმართა ნათია თურნავამ და რა მოხდა პარლამენტში

"ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მინისტრის თქმით, მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა.

"დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისთვის და თანაცხოვრებისთვის. ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, რითაც მან მკაფიო მოლოდინი შექმნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ივლის ერთი მხრივ, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გზით, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური გახსნილობა და მზარდი აქტივობა. ეს ნიშნავს, რომ მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებვლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას, რაც ასევე იყო იმის შედეგი, რომ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ წყნარად გვემართა ინფექცია და ჩაგვეტარებინა საზაფხულო სეზონი შიდა ტურიზმისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ფრენების აღდგენაზეც ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც შეკითხვა "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დასვეს.

თურნავას თქმით, "ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

"ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ", - განაცხადა თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

"საქართველოს მართავს პასუხისმგებლიანი "ქართული ოცნების“ გუნდი და როგორც აქამდე წარმატებულად ვუმკლავდებოდით ამ გამოწვევებს, ასევე წარმატებულად გავაგრძელებთ უკვე ახლა, ეკონომიკის გახსნის პირობებში. ის პირველი ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები, რაც გამოვლინდა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და სირთულისა, ჩვენი მხრიდან გაძლიერდება და მომავალ წელს უკვე სულ სხვა პოზიტიური დინამიკით შევხვდებით“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება ახლანდელი ოპოზიციის შეფასებაში ეხმარება. აღნიშნულის შესახებ თურნავამ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მიწვეული. მინისტრის აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან მცირე ხმაური მოჰყვა.

"წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს. ეს სხვათა შორის, ძალიან მეხმარება თქვენს შეფასებაში, სხვაზე უკეთესად, შეიძლება. 2006 წლის ნოემბრამდე იქ ვიყავი და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თქვენ თავი რეფორმებს და როდის გადახვედით ბიზნესის ტერორზე, ამიტომ სრულიად თამამად შემიძლია შეფასება გავაკეთო,“- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ოპოზიცია არაეფექტურ პროგრამებზე საუბრობს, თუმცა, ამის კარგი მაგალითია მათი ხელისუფლების დროს, სახელმწიფო რკინიგზის სესხი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროექტის განსახორციელებლად.

"არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას "აკიდეთ“- უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, 500 მილიონი დოლარის ვალი, სესხი ორი ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად, ერთი მხრივ, მოდერნიზაცია, ანუ გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელსაც ჩვენ ვამთავრებთ დღეს და მეორე მხრივ, შემოვლითი რკინიგზა, რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას. ამას ერთდროულად აფინანსებდით. ასევე არაეფექტური პროგრამების მაგალითი არის პომპეზური შენობები, რომელიც საპრივატიზაციოდ გვაქვს დღეს და რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი რითი დავტვირთოთ, თავის დროზე კი ძალიან ძვირი დაჯდა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას უსმენენ. ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ჭირვეულის მორჯულება" ხდება" - რას ამბობს გიგი უგულავა ხელისუფლებაზე