ავტორი:

სოფელ ტირძნისში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ ტირძნისში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევიდან 3 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული არასრულწლოვანია.

6, 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 9 ნიმუშიდან 3 დადასტურდა. დამატებით, ლაბორატორიაში გაიგზავნა 175 ნიმუში.

"ეპიდკვლევები გრძელდება, გუშინ დამატებით გაიგზავნა ლუგარის ცენტრში 175 ნიმუში და ველოდებით პასუხებს", - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

Stopcov.ge - საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჭიათურაში, "ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკაში მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვარკეთილში, ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა