ავტორი:

30%-იანი ფასდაკლება Fisher price და Baby clementoni-ის სათამაშოებზე ჯი პი სი - ში არ გამოგრჩეთ, მშობლებო!

30%-იანი ფასდაკლება Fisher price და Baby clementoni-ის სათამაშოებზე ჯი პი სი - ში არ გამოგრჩეთ, მშობლებო!

ბავშვს რომ ყველა სახის საჩუქარს შორის ყველაზე მეტად სათამაშო უხარია და რომ კარგი სათამაშოები ყველაზე უკეთ ანვითარებენ პატარებს, ყველა მშობელმა თუ არამშობელმა იცის. თუმცა ისიც ყველამ ვიცით, რომ არაა ადვილი, მოძებნო ხარისხიანი და სანდოც და პატარის განვითარებას რომ შეუწყოს ხელი ამავდროულად, თანაც - ხელსაყრელ ფასად.

ჰოდა, ამიტომაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება მშობლებისთვის სიახლე, რომელსაც ყველასთვის საყვარელი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" და სააფთიაქო ქსელი ჯი-პი-სი გვთავაზობენ. სწორედ ჯი-პი-სი-შია წარმოდგენილი 20%-იანი ფასდაკლებით ისეთი ცნობილი და ხარისხიანი ბრენდების სათამაშოები, როგორებიცაა fisher price და baby clementoni. აქცია თვის ბოლომდე გრძელდება, ჯი-პი-სი-ს 20-ზე მეტ ფილიალში.

ვინც ჯერ არ იცის, მათ ვეტყვით ორიოდე სიტყვას ამ ორ ბრენდზე, რომელიც მსოფლიოს პატარებისა და მათი მშობლების რჩეულია:

Fisher price ამერიკული ბრენდია, რომელიც 90 წელია არსებობს და მისი ძირითადი ხაზი ჩვილის სათამაშოებია, რომლებიც ბავშვს განვითარებაში ეხმარება.

თითოეული სათამაშო შექმინილია პედიატრებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციით და ხელს უწყობს ბავშვის მოტორიკის, სმენის, ფერების აღქმისა და დაკვირვების უნარების განვითარებას.

Baby Clementoni კი ცნობილი იტალიური ბრენდია, რომლის სათამაშოებს უფრო მოზრდილი ბავშვებიციცნობენ. "კლემენტონის" ჩვილების პროდუქცია შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ მათ ზრდის პროცესსა და განვითარებაში. განვითარდი თამაშით - ეს ამ იტალიური ბრენდის მთავარი სლოგანია, რომელსაც ნამდვილად ამართლებს.

ასე რომ, იჩქარეთ, არ გამოგრჩეთ ეს აქცია და განავითარეთ თქვენი პატარები თამაშ-თამაშით.

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია