ავტორი:

"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

როგორც ვიცი, აჭარაში გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი სტაციონარში განთავსდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

ინფექციონისტის თქმით, მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში.

„საბედნიეროდ, შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა, ან მსუბუქი. დღეს სტაციონარში წვება ყველა, ვისაც არ აქვს სიმპტომები. აჭარაში, როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, როგორც არის ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. ამის პროტოკოლი არსებობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. მთავარია, დროულად შევიდეს ძალაში. ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი თუ ისევ მოთავსდება სტაციონარში, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამის საჭიროებაც არ არის.

სხვა რესპირაციული დაავადებების დროსაც შეიძლება ბინაზე დარჩეს პაციენტი, განსაკუთრებით ის, ვისაც აქვს საშუალება იზოლირებული იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი უნდა მივატოვოთ ბინაზე, იმიტომ რომ კორონავირუსის თავისებურება არის ის, რომ თავიდან, შესაძლოა, მსუბუქად ან უსიმპტომოდ იწყებოდეს, შემდეგ კი უცებ გართულდეს. ამის რისკი არსებობს. ოჯახის ექიმები გადამზადებულები არიან იმისთვის, რომ პერიოდულად დისტანციურად შეაფასონ მდგომარეობა, ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა. ამ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც შეიძლება, სწრაფად.

მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში. ასეთების პროცენტული წილი 20%-ს არ აღემატება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

ლაგოდეხში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მათი პირველადი წყარო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია

რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა - მარინა ეზუგბაია ახალი მონაცემებით