საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი
მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ბრი­ტა­ნეთ­ში შექ­მნეს მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის სწრა­ფად გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ის არის ერ­თგვა­რი პა­ტა­რა ზო­მის ყუთი, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია COVID-19-ის გა­მო­სავ­ლე­ნად სა­ჭი­რო ქი­მი­კა­ტე­ბი და ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე 90 წუთ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით ად­გენს ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია თუ არა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მო­წყო­ბი­ლო­ბას უკვე იყე­ნე­ბენ ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სერ­ვი­სის რვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რათა სწრა­ფად გა­არ­კვი­ონ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია თუ არა ადა­მი­ა­ნი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მინი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ყუთი კომ­პა­ნია DnaNudge-მა შე­ი­მუ­შა­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერს, რო­მელ­საც აქვს უნა­რი ცხვი­რი­დან, ან ყე­ლი­დან ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა აი­ღოს.

პრო­ფე­სო­რი კრის ტო­მა­ჟო მო­წყო­ბი­ლო­ბას პა­ტა­რა და ეფექ­ტურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას უწო­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა მისი მუ­შა­ო­ბის პრინ­ციპს, პრო­ფე­სო­რი გან­მარ­ტავს - უნდა აი­ღოთ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ცხვი­რი­დან, ან ყე­ლი­დან ტრა­დი­ცი­უ­ლი ხელ­სა­წყო­თი და ის მო­ა­თავ­სოთ აღ­ნიშ­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში, ყუთი და­ხუ­როთ, შე­დე­გი კი და­ახ­ლო­ე­ბით, 90 წუთ­ში გექ­ნე­ბათ.

BBC-ის ცნო­ბით, კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ the Lancet Microbe-ში და მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა პა­სუხს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით აჩ­ვე­ნებს. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა უკვე შე­უკ­ვე­თა 5 000 "მინი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ყუ­თის“ დამ­ზა­დე­ბა და 5.8 მი­ლი­ო­ნი კარ­ტრი­ჯი.

მისი ნაკ­ლი ის არის, რომ ერ­თდრო­უ­ლად მხო­ლოდ ერთი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ასე­თი ყუ­თით მხო­ლოდ 16 ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ვირუ­სით 30.3 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტი და­ინ­ფი­ცირ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 950 635 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 22 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი 10 ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ინ­დო­ე­თი, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, პერუ, კო­ლუმ­ბია, მექ­სი­კა, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, ეს­პა­ნე­თი და არ­გენ­ტი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ბრიტანეთში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსზე ტესტის სწრაფად გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ის არის ერთგვარი პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო ქიმიკატები და ყოველგვარი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების გარეშე 90 წუთში მაქსიმალური სიზუსტით ადგენს ადამიანი ინფიცირებულია თუ არა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მოწყობილობას უკვე იყენებენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის რვა საავადმყოფოში, რათა სწრაფად გაარკვიონ ინფიცირებულია თუ არა ადამიანი.

აღნიშნული მინი ლაბორატორიული ყუთი კომპანია DnaNudge-მა შეიმუშავა და გამოყენება შეუძლია ნებისმიერს, რომელსაც აქვს უნარი ცხვირიდან, ან ყელიდან ბიოლოგიური მასალა აიღოს.

პროფესორი კრის ტომაჟო მოწყობილობას პატარა და ეფექტურ ლაბორატორიას უწოდებს. რაც შეეხება მისი მუშაობის პრინციპს, პროფესორი განმარტავს - უნდა აიღოთ ბიოლოგიური მასალა ცხვირიდან, ან ყელიდან ტრადიციული ხელსაწყოთი და ის მოათავსოთ აღნიშნულ მოწყობილობაში, ყუთი დახუროთ, შედეგი კი დაახლოებით, 90 წუთში გექნებათ.

BBC-ის ცნობით, კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ the Lancet Microbe-ში და მასში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოწყობილობა პასუხს მაქსიმალური სიზუსტით აჩვენებს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 5 000 "მინი ლაბორატორიული ყუთის“ დამზადება და 5.8 მილიონი კარტრიჯი.

მისი ნაკლი ის არის, რომ ერთდროულად მხოლოდ ერთი ტესტის ჩატარება შეუძლია და დღის განმავლობაში ერთი ასეთი ყუთით მხოლოდ 16 ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის. გლობალური მასშტაბით ვირუსით 30.3 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 950 635 პაციენტი, ხოლო 22 მილიონი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი 10 ქვეყანა ასეთია: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, პერუ, კოლუმბია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და არგენტინა.

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს