ავტორი:

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში

ambebi.ge - ს ინფორმაციით, პოლიციამ, კახეთში, დაჭრის მუხლით შუახნის მამაკაცი და გარყვნილი ქმედების გამო ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა.

საქმე შეეხება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით დაზიანება ყურის არეში მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების თქმით, 15 წლამდე მოზარდმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში საგარეჯოში, პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს. გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილი მოზარდების მამის გათავისუფლებას ითხოვს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ის დამნაშავე არ არის, რადგან ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა გაიგო, რომ მის შვილებზე გარყვნილ ქმედებას მისივე თანასოფლელი არასრულწლოვანი ცდილობდა.

განცხადება მომხდარის თაობაზე გააკეთა შსს-მაც:"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს".

მკვლელობა ხაშურში - მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა