მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"
უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"

"მე­გობ­რე­ბო, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი, ითუმ-კა­ლის რა­ი­ონ­ში, ბა­უ­ლო­ის და­სახ­ლე­ბა­ში, მე­ჩე­თის ნან­გრე­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ნა­პოვ­ნია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დამ­წერ­ლო­ბის იშ­ვი­ა­თი ძეგლი. ეს არის ქვის ბლო­კი, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლია ასომ­თავ­რუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, 24 ასოს­გან შემ­დგა­რი ტექ­სტი", - წერს ჩეჩ­ნე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი აზა­მატ ახ­მა­რო­ვი, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, არ­ტე­ფაქ­ტი გროზ­ნოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრშია გა­და­ტა­ნი­ლი და ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა ტექ­სტის გა­შიფვ­რა­ზე.

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ტასს"-მა გა­ავ­რცე­ლა.

"არ­ტე­ფაქ­ტი უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია გროზ­ნოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­ჩე­ნა სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რია ჩეჩ­ნე­თის ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მთე­ბის­თვის, ასე­ვე მდი­ნა­რე არ­ღუ­ნის გარ­შე­მო და­სახ­ლე­ბის­თვის, ეს მდი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში იღებს სა­თა­ვეს. მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტექ­სტი მთლი­ა­ნია, ანუ მის­გან აზ­რის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. მსგავ­სი წარ­წე­რე­ბი ად­რეც გვი­პო­ვია, თუმ­ცა აქამ­დე არც ერთი მათ­გა­ნი მთლი­ა­ნი ტექ­სტი არ ყო­ფი­ლა, ყვე­ლა მათ­გა­ნი მოკ­ლე ფრა­ზე­ბი ან მცი­რე ნიშ­ნე­ბი იყო", - წერს ჩე­ჩე­ნი ის­ტო­რი­კო­სი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლი ბა­უ­ლოი, სა­დაც 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მთებ­ში, ითუმ-კა­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 17 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს.

"ბა­უ­ლო­ის მე­ჩე­თის ად­გი­ლას ადრე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­სუ­ლი მქა­და­გებ­ლე­ბის მიერ იყო აგე­ბუ­ლი. შუა სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი კვა­ლი ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში ად­რეც აღ­მო­ჩე­ნი­ლა, მა­გა­ლი­თად, ინ­გუ­შე­თი­სა და და­ღეს­ტა­ნის მთებ­ში, თხა­ბა-ერ­დი­სა და და­თუ­ნას სა­ლო­ცა­ვებ­ში. ახლა ეს უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბი ფე­დე­რა­ლუ­რი მნიშნ­ვე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბია", - აღ­ნიშ­ნავს აზა­მატ ახ­მა­რო­ვი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის გვერ­დზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის თქმით, პირ­ვე­ლი სი­ტყვა არის "ქრის­ტე!", და­ნარ­ჩე­ნი არ იკი­თხე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დას­კვნის გა­მო­ტა­ნას არ ჩქა­რო­ბენ ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

"ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვი - ჩეჩ­ნეთ­ში ქარ­თულ წარ­წე­რი­ა­ნი ქვა იპო­ვეს, რო­მე­ლიც მე-12 - მე-13 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი კა­ლან­დია.

ცნო­ბის­თვის, 2014 წელს, ინ­გუშ მკვლე­ვა­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ინ­გუ­შეთ­ში თა­მარ მე­ფის სა­ვა­რა­უ­დო საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­უ­ბა­რი იყო ინ­გუ­შე­თის მთი­ა­ნეთ­ში, ჯე­ი­რა­ჰის რა­ი­ონ­ში, მდი­ნა­რე ასას ხე­ო­ბა­ში, მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, უძ­ვე­ლეს გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ალა­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქის მა­გა­სის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა იყო და­მა­ლუ­ლი, ან თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვის კვალს მი­აგ­ნეს.

მა­შინ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კის, კრუპ­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე უმა­ლატ გა­დი­ე­ვი ამ­ბობ­და, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ან­თრო­პო­ლო­გი­ურ კვლე­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე, რა­ი­მე­ზე გა­დაჭ­რით და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად სა­უ­ბა­რი ძნე­ლი იყო:

"თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი ვერ­სია, - უძ­ვე­ლე­სი ინ­გუ­შუ­რი გად­მო­ცე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თა­მა­რი მდი­ნა­რე ასას ხე­ო­ბა­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. ამ ვერ­სი­ა­საც აქვს თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­სნა, - ალა­ნია შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო იყო, რო­მელ­მაც თვითმყო­ფა­დო­ბა მონ­ღოლ-თათ­რე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის შემ­დეგ, 1238-1239 წლებ­ში და­კარ­გა... ოდ­ნავ უფრო ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ფობ­და "ოქ­როს ხა­ნის" ხე­ლი­სუ­ფა­ლი, დიდი თა­მა­რი, რო­მე­ლიც რო­გორც სა­ში­ნაო, ისე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და და იმი­ერ­კავ­კა­სი­აც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში მო­აქ­ცია.

თა­მარ მეფე თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის გარ­და, ახ­ლად­შე­ძე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და რე­ლი­გი­ურ გან­მტკი­ცე­ბა­ზეც ზრუ­ნავ­და და მუდ­მი­ვად აგებ­და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ინ­გუ­შეთ­ში, თხა­ბა-იერ­დის (ტყო­ბა-ერ­დის) ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი, რომ­ლის მი­და­მო­ებ­შიც არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი ეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი".

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­დან­ვე სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა. მათი მტკი­ცე­ბით, თა­მარ მეფე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს "ოქ­როს ხა­ნი­სა" და მა­შინ­დე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლი, ყვე­ლა ღირ­სე­ბი­თა და პა­ტი­ვით, ქარ­თველ მე­ფე­თა საძ­ვა­ლე­ში - გე­ლათ­ში დაკ­რძა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშო
3

საინტერესოა

www.
33

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, მთელი ჩრდილო კავკასია იყო ქრისტიანი და წერდა ქართული ანბანით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"

უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"

"მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სიხარული, ითუმ-კალის რაიონში, ბაულოის დასახლებაში, მეჩეთის ნანგრევების დათვალიერებისას, ნაპოვნია შუა საუკუნეების დამწერლობის იშვიათი ძეგლი. ეს არის ქვის ბლოკი, რომელზეც დატანილია ასომთავრულით შესრულებული, 24 ასოსგან შემდგარი ტექსტი", - წერს ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი აზამატ ახმაროვი, რომლის ცნობითაც, არტეფაქტი გროზნოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრშია გადატანილი და ქართველ კოლეგებთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ტექსტის გაშიფვრაზე.

აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს"-მა გაავრცელა.

"არტეფაქტი უკვე გადაგზავნილია გროზნოს არქეოლოგიურ ცენტრში. პირველადი ინფორმაციით, აღმოჩენა სრულიად უნიკალურია ჩეჩნეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მთებისთვის, ასევე მდინარე არღუნის გარშემო დასახლებისთვის, ეს მდინარე საქართველოში იღებს სათავეს. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ შემთხვევაში, ტექსტი მთლიანია, ანუ მისგან აზრის გამოტანა შეიძლება. მსგავსი წარწერები ადრეც გვიპოვია, თუმცა აქამდე არც ერთი მათგანი მთლიანი ტექსტი არ ყოფილა, ყველა მათგანი მოკლე ფრაზები ან მცირე ნიშნები იყო", - წერს ჩეჩენი ისტორიკოსი.

მისივე ცნობით, უძველესი სოფელი ბაულოი, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მთებში, ითუმ-კალიდან დაახლოებით 17 კმ-ში მდებარეობს.

"ბაულოის მეჩეთის ადგილას ადრე ქრისტიანული ტაძარი მდებარეობდა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოდან ჩამოსული მქადაგებლების მიერ იყო აგებული. შუა საუკუნის ქართული კვალი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ადრეც აღმოჩენილა, მაგალითად, ინგუშეთისა და დაღესტანის მთებში, თხაბა-ერდისა და დათუნას სალოცავებში. ახლა ეს უნიკალური ძეგლები ფედერალური მნიშნველობის ობიექტებია", - აღნიშნავს აზამატ ახმაროვი.

სოციალურ ქსელში მის გვერდზე მთელი დღის განმავლობაში აქტიურობდნენ ქართველები. რამდენიმე მათგანის თქმით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!", დანარჩენი არ იკითხება.

აღნიშნული ინფორმაციასთან დაკავშირებით, დასკვნის გამოტანას არ ჩქარობენ ქართველი ისტორიკოსები.

"ძალიან მაგარი ამბავი - ჩეჩნეთში ქართულ წარწერიანი ქვა იპოვეს, რომელიც მე-12 - მე-13 საუკუნით თარიღდება", - წერს საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.

ცნობისთვის, 2014 წელს, ინგუშ მკვლევარებზე დაყრდნობით, რუსული მედია წერდა, რომ ინგუშეთში თამარ მეფის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს. საუბარი იყო ინგუშეთის მთიანეთში, ჯეირაჰის რაიონში, მდინარე ასას ხეობაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველეს გამოქვაბულში აღმოჩენილ ძვირფასეულობაზე. მათი ინფორმაციით, იქ, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის მაგასის ძვირფასეულობა იყო დამალული, ან თამარ მეფის საფლავის კვალს მიაგნეს.

მაშინ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ინგუშეთის რესპუბლიკის, კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე უმალატ გადიევი ამბობდა, რომ არქეოლოგიური და ანთროპოლოგიურ კვლევების დაწყებამდე, რაიმეზე გადაჭრით და დადასტურებულად საუბარი ძნელი იყო:

"თუმცა, არსებობს ერთი ვერსია, - უძველესი ინგუშური გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, თამარი მდინარე ასას ხეობაშია დაკრძალული. ამ ვერსიასაც აქვს თავისებური ახსნა, - ალანია შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო იყო, რომელმაც თვითმყოფადობა მონღოლ-თათრების შემოსევების შემდეგ, 1238-1239 წლებში დაკარგა... ოდნავ უფრო ადრე საქართველოში მეფობდა "ოქროს ხანის" ხელისუფალი, დიდი თამარი, რომელიც როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და იმიერკავკასიაც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში მოაქცია.

თამარ მეფე თავისი საზღვრების გაფართოების გარდა, ახლადშეძენილი მოსახლეობის სულიერებასა და რელიგიურ განმტკიცებაზეც ზრუნავდა და მუდმივად აგებდა ეკლესია-მონასტრებს. ამის გამოხატულებაა ინგუშეთში, თხაბა-იერდის (ტყობა-ერდის) ქართული მონასტერი, რომლის მიდამოებშიც არის აღმოჩენილი ეს გამოქვაბული".

ქართველი ისტორიკოსებისა და მეცნიერების უმრავლესობა ამ ინფორმაციას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა. მათი მტკიცებით, თამარ მეფე, როგორც საქართველოს "ოქროს ხანისა" და მაშინდელი ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფოს მმართველი, ყველა ღირსებითა და პატივით, ქართველ მეფეთა საძვალეში - გელათში დაკრძალეს.

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე