მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს
"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

ამ სა­ო­ცა­რი ბი­ჭუ­ნას ვი­დე­ომ ცოტა ხნის წინ „ფე­ის­ბუქ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ აღაფრ­თო­ვა­ნა და აა­ფო­რი­ა­ქა. ეს არის ვი­დეო, სა­დაც 5 წლის ნი­კო­ლო­ზი უკ­რავს და დე­დას­თან ერ­თად მღე­რის... ბი­ჭუ­ნამ დაკ­ვრა ძა­ლი­ან პა­ტა­რამ და თა­ვი­სით და­ი­წყო, პირ­ვე­ლად სრულ­ყო­ფი­ლად, 2 წლი­სა და 2 თვის ასაკ­ში შეძ­ლო ეს და გა­ა­ო­ცა კი­დეც ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ნი­კო­ლო­ზი მშობ­ლე­ბის მე­სა­მე შვი­ლია და მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი უნა­რის მქო­ნე ბავ­შვია. ნი­ჭი­ე­რი ნი­კო­ლოზ თო­ხა­ძის ახ­ლოს გა­საც­ნო­ბად AMBEBI.GE მის დე­დი­კოს, ეკა უდე­სი­ანს ესა­უბ­რა: „ვი­დე­ომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გა­ო­ცე­ბა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, ცოტა კი გვიკ­ვირს, მაგ­რამ ყვე­ლას მად­ლო­ბა ამ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის­თვის... ნი­კო­ლო­ზის ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვას უფრო იმი­ტომ ვბე­დავ ხოლ­მე, რომ რამე არ გა­მომ­რჩეს ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით და იქ­ნებ ვინ­მემ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მირ­ჩი­ოს, შე­მომ­თა­ვა­ზოს, რომ მისი მო­ნა­ცე­მე­ბი არ და­ი­კარ­გოს... ნი­კომ ნო­ტე­ბი არა თუ არ იცის, მას მხედ­ვე­ლო­ბის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, რომ თუ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ჩა­ვე­რი­ეთ, ვერც ის­წავ­ლის... ბავ­შვი რე­ზუს­კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ი­ბა­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ამან კი მხედ­ვე­ლო­ბის დიდი პრობ­ლე­მა და­უ­ტო­ვა, რად­გან თავ­ში ჩაქ­ცე­ვა ჰქონ­და და მხედ­ვე­ლო­ბა და­უ­ზი­ა­ნა. ბავ­შვი შორს ვერ ხე­დავს, ახ­ლო­და­ნაც საგ­ნებს ცუ­დად არ­ჩევს, თუმ­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას ახერ­ხებს, ფე­რებ­საც არ­ჩევს, რა­ღაც პო­ზი­ტი­ვე­ბი გვაქვს... გერ­მა­ნი­ა­ში, ჰა­ნო­ვე­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შიც გვყავ­და, სა­დაც ისევ და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, 7 ოქ­ტომ­ბერს იქ უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ ამ შე­ზღუდ­ვე­ბის და შე­ფერ­ხე­ბის გამო რა იქ­ნე­ბა, არ ვი­ცით. არა­და, თუ მხედ­ვე­ლო­ბა არ გა­უ­უმ­ჯო­ბეს­და, ნიკო ვერც ნო­ტებს და­ი­ნა­ხავს და შემ­დეგ წელს სკო­ლა­ში უნდა წა­ვი­დეს და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერც კი­თხვას შეძ­ლებს. ამი­ტომ ჩვე­ნი გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა ახლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 100%-იან გა­რან­ტი­ას ვერ იძ­ლე­ვი­ან, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი წინსვლა ექ­ნე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ეკა.

- რო­გორ და რო­დის გა­არ­კვი­ეთ, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა ჰქონ­და და პირ­ვე­ლად რო­დის და­უკ­რა?

- ვი­დე­ოც მაქვს, ერთი წლის ასაკ­ში გა­და­ვუ­ღე, როცა პი­ა­ნი­ნი­ოს უც­ნა­უ­რად უბ­რა­ხუ­ნებს, უს­მენს და მივ­ხვდით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აინ­ტე­რე­სებს მუ­სი­კა. იმ პე­რი­ოდ­ში მო­ცარტს აქ­ტი­უ­რად ვუს­მენ­დით და სა­ერ­თოდ, რე­პერ­ტუ­არს ვურ­ჩევ­დით, რის­თვის მო­ეს­მი­ნა... 2 წლის და 2 თვის იყო, რომ ვუ­თხა­რი, - დე­დი­კო, „ფიფ­ქე­ბი“ და­უ­კა­რი-მეთ­ქი და ბავ­შვმა მა­შინ­ვე და­ი­წყო იმის სრულ­ყო­ფი­ლად გად­მო­ცე­მა, რაც მინ­დო­და. ექ­სპრომ­ტად ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე. ეს არ არის რა­საკ­ვირ­ვე­ლია სწავ­ლის შე­დე­გი, ეს არის სმე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ხან­და­ხან ვამ­ბობ, ნი­კოს 100%-იანი მხედ­ვე­ლო­ბა რომ ჰქო­ნო­და, შე­საძ­ლოა, ინ­სტრუ­მენ­ტით არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო. იმის გამო, რომ ცუ­დად ხე­დავს, ამი­ტომ ხმე­ბით ერ­თო­ბა და ძა­ლი­ან უყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი ჟღე­რა­დი, მათ შო­რის, ინ­სტრუ­მენ­ტი... რო­გორც წესი, ამ ასაკ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვს, ინ­სტრუ­მენ­ტით ასე ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბა. ასე რომ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მაა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ნი­კოს ფორ­ტე­პი­ა­ნო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბის ამ­ბავ­ში.

- სხვა რა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა?

- ბურ­თი­თაც თა­მა­შობს, მან­ქა­ნი­თაც და მა­ში­ნაც კი, რა­ღაც მუ­სი­კას ღი­ღი­ნებს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა - ზღვა­ზე ტალ­ღებს უს­მენ­და და ტალ­ღე­ბის ხმა­ზე რა­ღაც მუ­სი­კა წა­ი­ღი­ნაო... ასე რომ, რა­საც უნდა აკე­თებ­დეს, მუ­სი­კას არ შორ­დე­ბა. მუ­სი­კის მიღ­მა ძა­ლან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია, ცოტა უც­ნა­უ­რი. გუ­რუ­ლია და აქვს სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბაც... ბევრ რა­მე­ში ვა­ვარ­ჯი­შებთ, გვინ­და, თა­ვის ასაკს და­ვა­წი­ოთ. მოკ­ლედ, ბევრ რა­მეს ახერ­ხებს, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ ამ რე­ზუს­კონ­ფლიქ­ტით მი­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ტრავ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვა­მარ­ცხოთ და გა­ვი­მარ­ჯვოთ.

- მუ­სი­კოსს თუ მო­უს­მე­ნია მის­თვის?

- ათწლე­დის ხელ­მძრვა­ნე­ლი - თა­მუ­ნა მი­ქა­ძე დაგ­ვი­კავ­შირ­და, აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ მუ­სი­კო­სე­ბი თვალს. ათწლედ­ში სი­ა­რუ­ლი ჯერ მის­თვის ად­რეა, მაგ­რამ გა­მოგ­ვიყ­ვეს ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი, თუმ­ცა მას­თან სი­ა­რულ­ში კო­რო­ნას ამ­ბებ­მა ხელი შეგ­ვი­შა­ლა. სი­ტუ­ა­ცია რომ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვივ­ლით. ასე­ვე გვე­ლო­დე­ბა მაია მი­ქა­ბე­რი­ძე, ნი­კომ სიმ­ღე­რა­ზე უნდა ია­როს, პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია და პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბის გუნდში ივ­ლის. ბაღ­შიც და­დის... ხომ გე­უბ­ნე­ბით, ასე ვცდი­ლობთ, რომ ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სი გა­მოვ­ძებ­ნოთ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს. გან­ვი­თა­რე­ბის თე­რა­პევ­ტიც სჭირ­დე­ბა, რა­საც მხედ­ვე­ლო­ბით ვერ ით­ვი­სებს, არა­და, მისი შეს­წავ­ლა სა­ჭი­როა, რომ ამის ათ­ვი­სე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად ვზრუ­ნავთ და ვნა­ხოთ, რა გა­მოგ­ვი­ვა. თუმ­ცა აქამ­დე და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი შეძ­ლო იმ ის­ტო­რი­ის შემ­დეგ, რაც გა­მო­ი­ა­რა.

- ერთხელ რომ აა­წყობს მე­ლო­დი­ას, ხომ არ ავი­წყდე­ბა?

- არა­სო­დეს... მერე თუ თვი­თონ არ უნდა, არ და­უკ­რავს. ცნო­ბილ მედ­ლო­დი­ებს ხომ უკ­რავს და თვი­თო­ნაც იგო­ნებს რა­ღა­ცებს... მარ­ტი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე აგა­რაკ­ზე, სუ­რამ­ში ვი­ყა­ვით და იქ ინ­სტრუ­მენ­ტი არ ჰქონ­და. რომ დაბ­რუნ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­უკ­რა, თუმ­ცა შეს­რუ­ლე­ბა­ში შეც­დო­მე­ბიც აქვს, მაგ­რამ ამას გრძნობს და იქვე გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლობს.

- ამ ყვე­ლა­ფერს, რა­საც აკე­თებს, თვი­თონ რა­მეს ხომ არ არ­ქმევს?

- ცხა­დია, ჯერ არ იცის, პი­ა­ნის­ტო­ბა რას ნიშ­ნავს... დი­ლით იღ­ვი­ძებს თუ არა, ჩემს ოთახ­ში შე­მო­დის და მე­უბ­ნე­ბა - „პი­ა­ნი­ნო და­უკ­ლათ, ლა“? - ასე ეძა­ხის. ეს დი­ლის 8 სა­ათ­ზე ხდე­ბა. ვე­უბ­ნე­ბი, - მე­ზობ­ლებს სძი­ნავს, უხერ­ხუ­ლია, ვთხოვ, ცოტა ხანს კი­დევ მო­ი­ცა­დოს და ვცდი­ლობ, ასე 10-ის ნა­ხევ­რამ­დე მა­ინც მო­ვიყ­ვა­ნო. მოკ­ლედ, დღე ინ­სტრუ­მენ­ტის გა­რე­შე რომ არ და­ი­წყოს, არ არ­სე­ბობს...

- წი­ნაპ­რებ­ში ვინ­მე ხომ არ გყავ­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი?

- ალ­ბათ მუ­სი­კა­ლურ ოჯა­ხად ვით­ვლე­ბით, შორს არ ვართ მუ­სი­კას­თან, ყვე­ლა მღე­რის და ღი­ღი­ნებს, მეც რაც თავი მახ­სოვს, ჩემ­თვის სულ ვუკ­რავ და ვმღე­რი, რო­გორც ყვე­ლას, შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ... მოკ­ლედ, მუ­სი­კა ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­საც უყ­ვართ, მაგ­რამ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი არც ერთს გვაქვს და არც წარ­სულ­ში ჰქო­ნი­ათ... ხომ ვამ­ბობ, ახლა მიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნიკო მუ­სი­კა­ში გან­ვი­თარ­დეს, მხედ­ვე­ლო­ბა უნდა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დეს. აქამ­დე მის­მა ტვინ­მა თით­ქმის სრუ­ლი­ად და­უ­ნა­ხა­ვად და დაკ­ვირ­ვე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო. ამი­ტომ, 7 ოტომ­ბერს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ყოთ გერ­მა­ნი­ა­ში!

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ. თორელი
0

შენ შემოგევლე მაგ პატარა ხელებში პატარა გენიოსო, მომავალო ვარსკვლავო. თავის ასაკს დააწიოთ კი არა, უსწრებს. რა საყვარელი და საოცარი ბავშვია. მხედველობაც გაუუმჯობესდება და დიდ წარმატებასაც მიაღწევს.

giusha3232
8

ღმერთმა დიდი დღე მოგცეს ქართველო მოცარტო!

ავტორი:

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

ამ საოცარი ბიჭუნას ვიდეომ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქსაზოგადოება“ აღაფრთოვანა და ააფორიაქა. ეს არის ვიდეო, სადაც 5 წლის ნიკოლოზი უკრავს და დედასთან ერთად მღერის... ბიჭუნამ დაკვრა ძალიან პატარამ და თავისით დაიწყო, პირველად სრულყოფილად, 2 წლისა და 2 თვის ასაკში შეძლო ეს და გააოცა კიდეც ოჯახის წევრები. ნიკოლოზი მშობლების მესამე შვილია და მართლაც გასაოცარი უნარის მქონე ბავშვია. ნიჭიერი ნიკოლოზ თოხაძის ახლოს გასაცნობად AMBEBI.GE მის დედიკოს, ეკა უდესიანს ესაუბრა: „ვიდეომ ბევრი ადამიანის გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია, ცოტა კი გვიკვირს, მაგრამ ყველას მადლობა ამ დადებითი ემოციებისთვის... ნიკოლოზის ვიდეოს ატვირთვას უფრო იმიტომ ვბედავ ხოლმე, რომ რამე არ გამომრჩეს ბავშვთან დაკავშირებით და იქნებ ვინმემ რაღაც განსხვავებული მირჩიოს, შემომთავაზოს, რომ მისი მონაცემები არ დაიკარგოს... ნიკომ ნოტები არა თუ არ იცის, მას მხედველობის ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ თუ სერიოზულად არ ჩავერიეთ, ვერც ისწავლის... ბავშვი რეზუსკონფლიქტის შედეგად დაიბადა და ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა. ამან კი მხედველობის დიდი პრობლემა დაუტოვა, რადგან თავში ჩაქცევა ჰქონდა და მხედველობა დაუზიანა. ბავშვი შორს ვერ ხედავს, ახლოდანაც საგნებს ცუდად არჩევს, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს, ფერებსაც არჩევს, რაღაც პოზიტივები გვაქვს... გერმანიაში, ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც გვყავდა, სადაც ისევ დაბარებულები ვართ, 7 ოქტომბერს იქ უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ შეზღუდვების და შეფერხების გამო რა იქნება, არ ვიცით. არადა, თუ მხედველობა არ გაუუმჯობესდა, ნიკო ვერც ნოტებს დაინახავს და შემდეგ წელს სკოლაში უნდა წავიდეს და დამოუკიდებლად ვერც კითხვას შეძლებს. ამიტომ ჩვენი გერმანიაში გამგზავრება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 100%-იან გარანტიას ვერ იძლევიან, მაგრამ გარკვეული წინსვლა ექნება. მხედველობა გაუუმჯობესდება,“ - აღნიშნავს ქალბატონი ეკა.

- როგორ და როდის გაარკვიეთ, რომ მუსიკალური სმენა ჰქონდა და პირველად როდის დაუკრა?

- ვიდეოც მაქვს, ერთი წლის ასაკში გადავუღე, როცა პიანინიოს უცნაურად უბრახუნებს, უსმენს და მივხვდით, რომ განსაკუთრებულად აინტერესებს მუსიკა. იმ პერიოდში მოცარტს აქტიურად ვუსმენდით და საერთოდ, რეპერტუარს ვურჩევდით, რისთვის მოესმინა... 2 წლის და 2 თვის იყო, რომ ვუთხარი, - დედიკო, „ფიფქები“ დაუკარი-მეთქი და ბავშვმა მაშინვე დაიწყო იმის სრულყოფილად გადმოცემა, რაც მინდოდა. ექსპრომტად ვიდეოც ჩავწერე. ეს არ არის რასაკვირველია სწავლის შედეგი, ეს არის სმენის დამსახურება. ხანდახან ვამბობ, ნიკოს 100%-იანი მხედველობა რომ ჰქონოდა, შესაძლოა, ინსტრუმენტით არც დაინტერესებულიყო. იმის გამო, რომ ცუდად ხედავს, ამიტომ ხმებით ერთობა და ძალიან უყვარს ყველაფერი ჟღერადი, მათ შორის, ინსტრუმენტი... როგორც წესი, ამ ასაკში ჩვეულებრივი ბავშვი, თუ განსაკუთრებული მონაცემები არ აქვს, ინსტრუმენტით ასე ნაკლებად ინტერესდება. ასე რომ, მხედველობის პრობლემაა მაპროვოცირებელი ნიკოს ფორტეპიანოთი დაინტერესების ამბავში.

- სხვა რა ინტერესები გამოავლინა?

- ბურთითაც თამაშობს, მანქანითაც და მაშინაც კი, რაღაც მუსიკას ღიღინებს. ჩემმა მეგობარმა მიაქცია ყურადღება - ზღვაზე ტალღებს უსმენდა და ტალღების ხმაზე რაღაც მუსიკა წაიღინაო... ასე რომ, რასაც უნდა აკეთებდეს, მუსიკას არ შორდება. მუსიკის მიღმა ძალან საყვარელი ბიჭია, ცოტა უცნაური. გურულია და აქვს საოცარი იუმორის გრძნობაც... ბევრ რამეში ვავარჯიშებთ, გვინდა, თავის ასაკს დავაწიოთ. მოკლედ, ბევრ რამეს ახერხებს, მაგრამ კიდევ ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება, რომ ამ რეზუსკონფლიქტით მიღებული არაერთი ტრავმა რაღაცნაირად დავამარცხოთ და გავიმარჯვოთ.

- მუსიკოსს თუ მოუსმენია მისთვის?

- ათწლედის ხელმძრვანელი - თამუნა მიქაძე დაგვიკავშირდა, აქტიურად ადევნებენ მუსიკოსები თვალს. ათწლედში სიარული ჯერ მისთვის ადრეა, მაგრამ გამოგვიყვეს ძალიან კარგი პედაგოგი, თუმცა მასთან სიარულში კორონას ამბებმა ხელი შეგვიშალა. სიტუაცია რომ დასტაბილურდება, აუცილებლად ვივლით. ასევე გველოდება მაია მიქაბერიძე, ნიკომ სიმღერაზე უნდა იაროს, პატრიარქის ნათლულია და პატრიარქის ნათლულების გუნდში ივლის. ბაღშიც დადის... ხომ გეუბნებით, ასე ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო რესურსი გამოვძებნოთ, რომ საშუალება მივცეთ, რეალიზებული იყოს. განვითარების თერაპევტიც სჭირდება, რასაც მხედველობით ვერ ითვისებს, არადა, მისი შესწავლა საჭიროა, რომ ამის ათვისებაში დაეხმაროს. ბავშვის განვითარებაზე აქტიურად ვზრუნავთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. თუმცა აქამდე დაუჯერებლად ბევრი შეძლო იმ ისტორიის შემდეგ, რაც გამოიარა.

- ერთხელ რომ ააწყობს მელოდიას, ხომ არ ავიწყდება?

- არასოდეს... მერე თუ თვითონ არ უნდა, არ დაუკრავს. ცნობილ მედლოდიებს ხომ უკრავს და თვითონაც იგონებს რაღაცებს... მარტიდან სექტემბრამდე აგარაკზე, სურამში ვიყავით და იქ ინსტრუმენტი არ ჰქონდა. რომ დაბრუნდა, ჩვეულებრივად დაუკრა, თუმცა შესრულებაში შეცდომებიც აქვს, მაგრამ ამას გრძნობს და იქვე გამოსწორებას ცდილობს.

- ამ ყველაფერს, რასაც აკეთებს, თვითონ რამეს ხომ არ არქმევს?

- ცხადია, ჯერ არ იცის, პიანისტობა რას ნიშნავს... დილით იღვიძებს თუ არა, ჩემს ოთახში შემოდის და მეუბნება - „პიანინო დაუკლათ, ლა“? - ასე ეძახის. ეს დილის 8 საათზე ხდება. ვეუბნები, - მეზობლებს სძინავს, უხერხულია, ვთხოვ, ცოტა ხანს კიდევ მოიცადოს და ვცდილობ, ასე 10-ის ნახევრამდე მაინც მოვიყვანო. მოკლედ, დღე ინსტრუმენტის გარეშე რომ არ დაიწყოს, არ არსებობს...

- წინაპრებში ვინმე ხომ არ გყავდათ გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული?

- ალბათ მუსიკალურ ოჯახად ვითვლებით, შორს არ ვართ მუსიკასთან, ყველა მღერის და ღიღინებს, მეც რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ვუკრავ და ვმღერი, როგორც ყველას, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, პროფესიით ეკონომისტი ვარ... მოკლედ, მუსიკა ოჯახის სხვა წევრებსაც უყვართ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული უნარი არც ერთს გვაქვს და არც წარსულში ჰქონიათ... ხომ ვამბობ, ახლა მიშვნელოვანია, რომ ნიკო მუსიკაში განვითარდეს, მხედველობა უნდა გაუუმჯობესდეს. აქამდე მისმა ტვინმა თითქმის სრულიად დაუნახავად და დაკვირვების გარეშე შეუძლებელი შეძლო. ამიტომ, 7 ოტომბერს აუცილებლად უნდა ვიყოთ გერმანიაში!

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე