პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში
"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტის, ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ძმის ოფის­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გვი­ან ღა­მით პარ­ლა­მენ­ტა­რის ძმის იმ კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ, რო­მე­ლიც ნი­ნოწ­მინ­დის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ვე­რა­ნა­ირ დე­მოკ­რა­ტი­ას ვერ ვხე­დავთ, უკვე ერთი თვეა მი­დის ძლი­ე­რი ზე­წო­ლა ჩემ­ზე, რომ კან­დი­და­ტუ­რა მოვხსნა. ღა­მით მო­ვი­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის 10 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, გა­აღ­ვი­ძეს ბუ­ღალ­ტე­რი, მთე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია შეკ­რი­ბეს. გა­ტა­ნი­ლია სა­ბუ­თე­ბის 30-40 ტო­მა­რა. ჩემ­მა ძმამ უთხრა, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა - არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლა. ჩემს ოჯახ­ზე ზე­წო­ლა ხდე­ბა იმის გამო, რომ მე მოვხსნა კან­დი­და­ტუ­რა". - გა­ნა­ცხა­და "ტვ პირ­ველ­თან" დე­პუ­ტატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მკო­ი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­ქა­ლა­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ, თუმ­ცა 2020 წლის არჩვე­ნებ­ზე მმარ­თველ­მა ძა­ლამ ის აღარ წა­რად­გი­ნა, რის მე­რეც, მკო­ი­ან­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა კენ­ჭისყრა.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მკო­ი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა, ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვილ­მა გან­ცხა­და, რომ მკო­ი­ა­ნი ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ქა­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია.

რო­გორც მურ­მა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს სა­ტე­ლე­ფო­ნი ზა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ემუქ­რე­ბი­ან და 5 მი­ლი­ონ დო­ლარს სთხო­ვენ.

"21 აგ­ვის­ტოს ენ­ზელ მკო­ი­ა­ნის ძმა აა­ფეთ­ქეს მან­ქა­ნა­ში, რად­გან ეგო­ნათ, რომ მას­ში ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი იჯდა. ეს იმით დას­ტურ­დე­ბა, რომ წინა დღეს ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი და მისი ძმა იმა­ვე მან­ქა­ნით, იმა­ვე მარ­შრუ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. ეგო­ნათ, რომ აფეთ­ქე­ბის დღეს ენ­ზელ მკო­ი­ა­ნიც იმ მან­ქა­ნა­ში იჯდა. ამ ყვე­ლა­ფერს წინ უს­წრებ­და მუ­ქა­რე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი, რომ თუ თან­ხას არ გა­და­იხ­დი­და, ახ­ლო­ბელს წა­არ­თმევ­დნენ. რო­გორც ჩანს, ეს მუ­ქა­რე­ბი რე­ა­ლუ­რი იყო. 30 აგ­ვის­ტოს ღა­მით, ენ­ზელ მკო­ი­ანს იმა­ვე ნომ­რით, რა ნომ­რი­და­ნაც ურე­კავ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ისევ და­უ­რე­კეს და ფული მოს­თხო­ვეს. რუ­სუ­ლად ჰკი­თხეს „იხდი თუ არა ჩვენ მიერ მო­თხოვ­ნილ თან­ხას? თუ არ გა­და­იხ­დი შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს წა­გარ­თმევთ და ვე­ღა­რას­დროს ვე­ღარ ნა­ხავ“. სა­უ­ბა­რია 5 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლარ­ზე. მის­ცეს ერთი კვი­რის ვადა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ამ საქ­მის უკან დგას ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ენ­ზელ მკო­ი­ა­ნით. შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, აღარ ვი­ცით, რა ვქნათ. გა­მო­ძი­ე­ბას მივ­მარ­თეთ, ვაც­ნო­ბეთ ეს ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბა არის ინერ­ტუ­ლი, არა­ფერს აკე­თებს. გა­მო­ძი­ე­ბას დღემ­დე არ ჰყავს ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი და­კი­თხუ­ლი. არ ვი­ცით, რა ხდე­ბა საქ­მის მა­სა­ლებ­ში, წვდო­მა არ გვაქვს. ის არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არ არის ცნო­ბი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს სთხოვს ადა­მი­ა­ნი, რომ ამო­ი­ღოს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ი­დან ეს საქ­მე და აიყ­ვა­ნოს პი­რად კონ­ტროლ­ზე, რად­გან მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა თავ­დას­ხმე­ბი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს. საქ­მე არის თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეთია ქურდი კაცის ბედი.....
0

მორჩა, აღარ სჭირდება ოცნებას და ეხლა საფლავამდე ჩაყვებიან, რო მაგის ხსენებაც გააქრონ.

მითრიდატე
0

ეგ ის მკოიანები არ არიან რაც მოგივა დავითაო რო უნდა უთხრათ? )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

მოქმედი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცავები გვიან ღამით პარლამენტარის ძმის იმ კომპანიაში შევიდნენ, რომელიც ნინოწმინდის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

"ვერანაირ დემოკრატიას ვერ ვხედავთ, უკვე ერთი თვეა მიდის ძლიერი ზეწოლა ჩემზე, რომ კანდიდატურა მოვხსნა. ღამით მოვიდა ფინანსური პოლიციის 10 გამომძიებელი, გააღვიძეს ბუღალტერი, მთელი დოკუმენტაცია შეკრიბეს. გატანილია საბუთების 30-40 ტომარა. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ასე არ შეიძლება - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიზნესზე ზეწოლა. ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა". - განაცხადა "ტვ პირველთან" დეპუტატმა.

შეგახსენებთ, მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, თუმცა 2020 წლის არჩვენებზე მმართველმა ძალამ ის აღარ წარადგინა, რის მერეც, მკოიანმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა კენჭისყრა.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მკოიანის ინტერესების დამცველმა, ტარიელ მურმანიშვილმა განცხადა, რომ მკოიანი ბოლო 6 თვის განმავლობაში მუქარისა და ძალადობის მსხვერპლია.

როგორც მურმანიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრს სატელეფონი ზარების მეშვეობით ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

"21 აგვისტოს ენზელ მკოიანის ძმა ააფეთქეს მანქანაში, რადგან ეგონათ, რომ მასში ენზელ მკოიანი იჯდა. ეს იმით დასტურდება, რომ წინა დღეს ენზელ მკოიანი და მისი ძმა იმავე მანქანით, იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ეგონათ, რომ აფეთქების დღეს ენზელ მკოიანიც იმ მანქანაში იჯდა. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მუქარები და მოთხოვნები, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდა, ახლობელს წაართმევდნენ. როგორც ჩანს, ეს მუქარები რეალური იყო. 30 აგვისტოს ღამით, ენზელ მკოიანს იმავე ნომრით, რა ნომრიდანაც ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, ისევ დაურეკეს და ფული მოსთხოვეს. რუსულად ჰკითხეს „იხდი თუ არა ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას? თუ არ გადაიხდი შენს საყვარელ ადამიანს წაგართმევთ და ვეღარასდროს ვეღარ ნახავ“. საუბარია 5 მილიონ ამერიკულ დოლარზე. მისცეს ერთი კვირის ვადა. ეს ადამიანები ასევე ამბობენ, რომ ამ საქმის უკან დგას ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ენზელ მკოიანით. შეშფოთებულები ვართ, აღარ ვიცით, რა ვქნათ. გამოძიებას მივმართეთ, ვაცნობეთ ეს ფაქტები, მაგრამ გამოძიება ინტენსიურად არ მიმდინარეობს. გამოძიება არის ინერტული, არაფერს აკეთებს. გამოძიებას დღემდე არ ჰყავს ენზელ მკოიანი დაკითხული. არ ვიცით, რა ხდება საქმის მასალებში, წვდომა არ გვაქვს. ის არც დაზარალებულად არ არის ცნობილი. წარმოიდგინეთ, გენერალურ პროკურორს სთხოვს ადამიანი, რომ ამოიღოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციიდან ეს საქმე და აიყვანოს პირად კონტროლზე, რადგან მასზე ხორციელდება თავდასხმები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საქმე არის თაროზე შემოდებული", - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს