ავტორი:

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით "ვიზეარის" პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით "ვიზეარის" პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

„წინასწარი განხილვებით შეთანხმება შემდგარია, რომ ჩვენ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. მოგეხსენებათ პირდაპირი ფრენები თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ 1-ელი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება „ვიზეარი“.

ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ არის ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და უპირობოდ მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა გახარიამ.

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან დავით ჭიჭინაძე და ანა ნაცვლიშვილი

IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა 36% მხარს "ქართულ ოცნებას", 15 % კი - "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს