ავტორი:

ბათუმში ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა - "ყველაზე პატარა წლის და ორი თვისაა, COVID-19 დაუდგინდათ მის დედას, მამას და ბებიას"

ბათუმში ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა - "ყველაზე პატარა წლის და ორი თვისაა, COVID-19 დაუდგინდათ მის დედას, მამას და ბებიას"

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 16 მოზარდიდან ორს პნევმონია აქვს.

მათივე თქმით, კლინიკაში ყველაზე პატარა წლის და ორი თვის ბავშვია. მასთან ერთად ინფიცირებულია დედა-მამა და ბებია.

"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 16 არასრულწლოვანია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 2 მათგანს აქვს მსუბუქი ფორმის პნევმონია. საერთო ჯამში, კლინიკაში 40 კოვიდდადასტურებული შემთხვევა გვყავს, 12 პაციენტი კი კვლევის შედეგებს ელოდება“, - განაცხადეს კლინიკაში.

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადაკოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ - "მოდით, დავძლიოთ ემოციები..."