საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც თვენახევარი რჩება. უკანასკნელ დღეებში ხუთი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი. კვლევები შემდეგია:
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%-ია.
კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.
კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს. მონაცემების შეგროვების და კვლევის მეთოდია: პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტების სახლებში, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. კვლევის ცდომილება ავტორების თქმით 2%- დან 3 %-მდე მერყეობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და ითვლის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლის პასუხებს.
გამოკითხვა აგვისტოში, ალოკაციის პრინციპით ჩატარდა. გამოკითხვა ოთხ ენაზე - ქართულზე, რუსულზე, აზერბაიჯანულსა და სომხურზე მიმდინარეობდა.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად, აღნიშნულ კვლევებში გამოყენებული მეთოდოლოგია და კითხვები ერთმანეთის იდენტური არ არის, ისინი გარკვეულწილად მაინც იძლევა შედეგების ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, როგორც აღნიშნულია, კვლევებში ცდომილება 3%-ს არ აღემატება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, სადაც კითხვები ერთმანეთს ემთხვევა, შედეგები იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია, ცდომილების ეს წილი ყველგან სწორად იყოს შეფასებული.
ამასთანავე, მათში წარმოდგენილი ცალკეული მონაცემები საზოგადოებრივი განწყობების ასახვის პრობლემებზე უფრო ფართო სურათის დანახვის საშუალებას ქმნის.
რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?
ეს კითხვა ფაქტობრივად, საზოგადოებრივი აზრის ოთხივე კვლევის მთავარი ფოკუსია. Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
Edison Research- ის კვლევაში გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.
ამავე კითხვაზე, "რუსთავი 2"-ის მიერ დაკვეთით მომზადებულ Survation-ის კვლევაში, გამოკითხულთა 55.7%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
ორგანიზაცია Gorbi-ს წინასაარჩევნო კვლევაში "იმედის" დაკვეთით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხების პროცენტულობა ასე გამოიყურება:
რაც შეეხება IRI-ს, კითხვაზე: "ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულებმა ასე უპასუხეს:
რაც შეეხება NDI-ს კვლევის შედეგებს, აქ კონკრეტული პარტიები გამოყოფილი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. NDI-ს კვლევაში მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. ამასთანავე, 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.
როგორაა განწყობილი ელექტორატი არჩევნებში მონაწილეობის მიმართ? NDI-ს თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მოქალაქეების 88% მიიღებდა მონაწილეობას.
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94% აპირებს. რესპონდენტების 75%-მა ამ კითხვას უპასუხა, რომ მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს, 19%-ის თანახმად, "ალბათ მიიღებს", გამოკითხულთა 3% არჩევნებში მონაწილეობას "ალბათ არ მიიღებს", ასევე 3% - "ნამდვილად არ მიიღებს".
"რუსთავი 2"-ის მიერ დაკვეთილი Survation-ის კვლევის თანახმად, 68,9 % თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს; 12,5 % ფიქრობს, რომ ალბათ მიიიღებს მონაწილეობას; გამოკითხულთაგან არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 6,2% არ აპირებს.
IRI-ს კვლევის შედეგებით კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "დიდი ალბათობით" გამოკითხულთა 74% მიიღებს. 16%-მა აღნიშნა, რომ "ნაკლები ალბათობით მიიღებს მონაწილეობას", 4%-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, არჩევნებზე არ მივა; 5%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს.
რაც შეეხება კვლევების ფარგლებში ისეთ კითხვებს, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა, აქ რამდენიმე მათგანის გამოყოფა შეიძლება:
IRI:
კვლევებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტორი მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, კორონავირუსი - COVID-19 და ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებია.
IRI-ის კვლევის ერთ-ერთ შეკითხვაზე: "რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით?" აგვისტოსთან მიმართებაში პასუხები ასე გადანაწილდა:
NDI:
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა, 56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
რაც შეეხება საარჩევნო დაბრკოლებებს, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამომრჩეველთა მოსყიდვას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15%) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13%).
Edison Research:
Edison Research-მა კვლევის მონაწილეებს გამოჰკითხა, თუ რა მოსწონთ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად ამა თუ იმ პარტიაში, იმის მიუხედავად, თუ ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 22% ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტულ გეგმას ასახელებს. "ევროპული საქართველოს" შემთხვევაში პროდასავლურ ორიენტაციას გამოჰყოფენ (20%); "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი ყველაზე მეტად ძლიერი ლიდერები მოსწონთ (23%).
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას - 57%-ს სურს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტია ან პარტიები იხილოს; 43% კი ამბობს, რომ სურს, უმრავლესობაში "ქართული ოცნება" დარჩეს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, Edison Research-ის კვლევაში კითხვაზე, თუ ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასე პასუხობენ:
რაც შეეხება ზოგად შეკითხვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც Edison Research-ს გამოკითხულთა 57%-მა განუცხადა, მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 43% -ის აზრით კი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.