პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია
ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

ქეთი მე­ლუ­ას ბა­თუმ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოკ­ლი­პის „Your Longing is Gone” ნახ­ვა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ youtube არხზე გუ­შინ გა­ნა­თავ­სა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პოს­ტით მომ­ღე­რალ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კლი­პის გა­და­ღე­ბა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ადა­მი­ანს, მათ შო­რის აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის გუნდს.

“ ვი­დეო სიმ­ღე­რის­თვის „Your Longing is Gone” უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია ჩემს Youtube არხზე. ამ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად ჯა­დოს­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. საკ­მა­რი­სად იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოვ­ჩნდი იმი­სათ­ვის, რომ გა­სულ თვეს დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემს სახ­ლში ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე­მუ­შა­ვა შე­უ­და­რე­ბელ, შე­მოქ­მე­დე­ბით ხალ­ხთან. ვი­დე­ოს რე­ჟი­სო­რია ფო­ტოგ­რა­ფი მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვა, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი მის ინ­სტაგ­რამ გვერ­დზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა მან მი­ი­ღო ჩემი მოწ­ვე­ვა, ეს ვი­დეო ჩემ­თან ერ­თად შე­ექ­მნა. ყვე­ლა ეს ულა­მა­ზე­სი კოს­ტი­უ­მი/სა­მო­სი შექ­მნი­ლია დი­ზა­ი­ნერ თაკო მექ­ვა­ბი­ძის მიერ, რო­მე­ლიც (და­ი­ჯე­რებთ თუ არა!) და­დი­ო­და ჩემ­თან ერ­თად ბაღ­ში, ბა­თუმ­ში. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბა­ში ხე­ლახ­ლა ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და ერ­თად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­მეა. მონ­ტა­ჟის სა­მუ­შა­ო­ე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია შე­უ­და­რე­ბე­ლი ჩარ­ლი ლა­ი­თე­ნინ­გის მიერ, რო­მელ­მაც გა­და­ი­ღო პირ­ვე­ლი ორი ვი­დეო მერ­ვე ალ­ბო­მი­დან. ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მშვე­ნი­ერ თა­ნა­მო­ნა­წი­ლეს თაკო მა­კკა­განს, და ყვე­ლას Visit Batumi - დან , ვინც პრაქ­ტი­კუ­ლად, ‘შეძ­რა მთე­ბი’ , რომ ეს გა­და­ღე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბია, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ბულ­ვა­რი, ქედა აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში... მად­ლო­ბა“ ნათ­ქვა­მია ქეთი მე­ლუ­ას პოს­ტში.

ულა­მა­ზე­სი ვი­დე­ოკ­ლი­პის გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ბა­თუ­მის ბულ­ვა­რი, სარ­ფის, ცი­ხის­ძი­რის სა­ნა­პი­რო ზოლი და სო­ფე­ლი მე­რი­სი მოხ­ვდა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა აჭა­რის ბუ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, მთი­სა და ზღვის ერ­თობ­ლი­ო­ბას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მომ­ღერ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლით ეც­ნო­ბა.

გა­და­ღე­ბე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი. ვი­დე­ორ­გო­ლის რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვა, ოპე­რა­ტო­რი კი ალექს ომი­ა­ძეა. მომ­ღერ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ბა­თუ­მე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თაკო მექ­ვა­ბი­ძე ზრუ­ნავ­და, რო­მელ­მაც თი­თო­ე­უ­ლი სა­მო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის შექ­მნა.

ვი­დე­ორ­გო­ლი - shorturl.at/rBHW1.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის „Your Longing is Gone” ნახვა უკვე შესაძლებელია. პოპულარულმა მომღერალმა ახალი ვიდეორგოლი თავის ოფიციალურ youtube არხზე გუშინ განათავსა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სპეციალური პოსტით მომღერალმა მადლობა გადაუხადა კლიპის გადაღებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდს.

“ ვიდეო სიმღერისთვის „Your Longing is Gone” უკვე განთავსებულია ჩემს Youtube არხზე. ამ ვიდეოს გადაღება ჩემთვის ნამდვილად ჯადოსნური გამოცდილება იყო. საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი იმისათვის, რომ გასულ თვეს დავბრუნებულიყავი ჩემს სახლში ბათუმში, საქართველოში და მემუშავა შეუდარებელ, შემოქმედებით ხალხთან. ვიდეოს რეჟისორია ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, რომლის ნამუშევრები მის ინსტაგრამ გვერდზე აღმოვაჩინე. ძალიან გამიხარდა, როცა მან მიიღო ჩემი მოწვევა, ეს ვიდეო ჩემთან ერთად შეექმნა. ყველა ეს ულამაზესი კოსტიუმი/სამოსი შექმნილია დიზაინერ თაკო მექვაბიძის მიერ, რომელიც (დაიჯერებთ თუ არა!) დადიოდა ჩემთან ერთად ბაღში, ბათუმში. ამდენი წლის შემდეგ, ცხოვრებაში ხელახლა ერთმანეთთან დაკავშირება და ერთად მუშაობის შესაძლებლონა განსაკუთრებული რამეა. მონტაჟის სამუშაოები შესრულებულია შეუდარებელი ჩარლი ლაითენინგის მიერ, რომელმაც გადაიღო პირველი ორი ვიდეო მერვე ალბომიდან. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშვენიერ თანამონაწილეს თაკო მაკკაგანს, და ყველას Visit Batumi - დან , ვინც პრაქტიკულად, ‘შეძრა მთები’ , რომ ეს გადაღება მომხდარიყო. ეს განსაკუთრებული ადგილებია, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ქედა აჭარის მაღალმთიანეთში... მადლობა“ ნათქვამია ქეთი მელუას პოსტში.

ულამაზესი ვიდეოკლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარე წლის აგვისტოში მიმდინარეობდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლი და სოფელი მერისი მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით ეცნობა.

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავდა, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა.

ვიდეორგოლი - shorturl.at/rBHW1.

NS

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადაკოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ - "მოდით, დავძლიოთ ემოციები..."

"ახლა ჩამიგდეს უზარმაზარი ქორწილის სურათი... არ დავასახელებ რეგიონს" - ამირან გამყრელიძე