ავტორი:

IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა 36% მხარს "ქართულ ოცნებას", 15 % კი - "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს

IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა 36% მხარს "ქართულ ოცნებას", 15 % კი - "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს "ქართულ ოცნებას", 15 % კი - "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 15 %-მა - "ნაციონალურ მოძრაობა".

დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - "ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები" – 4%, "ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი" – 4%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "ლეიბორისტული პარტია" - 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - "სამოქალაქო მოძრაობას" აქვს 2%, "ლელო საქართველოსთვის"- 2%, "გირჩი" - 2%, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

"სახელმწიფო რკინიგზას "აკიდეთ" 500 მილიონი დოლარის ვალი" - ვის მიმართა ნათია თურნავამ და რა მოხდა პარლამენტში

Newsroom-ის სტუმრები არიან თამარ ჩუგოშვილი და სოზარ სუბარი

"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში