გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან ორი არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე პატარა 2 თვის ბავშვია და ერთი კი 13 წლის მოზარდი.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის კლინიკაში.
"ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურიდანაა, ორი ლანჩხუთიდან, ერთი კი ოზურგეთიდან. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.