სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი -"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს
დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი -"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

შეძ­ლებს თუ არა ბავ­შვე­ბის მიერ და­ხა­ტუ­ლი „ტო­ი­ო­ტას ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი“ სამ­ყა­როს შეც­ვლას უკე­თე­სო­ბის­კენ? ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუხს „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ ეძებს. სწო­რედ ამი­ტომ, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ია­პო­ნუ­რი ავ­ტო­გი­გან­ტი ბავ­შვე­ბის­თვის წელ­საც გა­მარ­თავს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უდი­დეს ყო­ველ­წლი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხატ­ვის კონ­კურსს - Toyota Dream Car Art.

ეს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ათა­სო­ბით ბავ­შვის­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან, უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, თა­ვი­სი ოც­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს გა­უ­ზი­ა­როს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ავ­რცე­ლებს. რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ აცხა­დე­ბენ, იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი ტო­ი­ო­ტას გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში მოხ­ვდნენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღონ. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ფი­ნა­ლის­ტე­ბი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კი „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ გა­მო­ავ­ლენს და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, Toyota Dream Car Art-ის მე-14 სარ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი უკვე და­ი­წყო. „და­ხა­ტე შენი ოც­ნე­ბა, მარ­თე მო­მა­ვა­ლი“ - ამ სლო­გა­ნის გა­ზი­ა­რე­ბა და Toyota Dream Car Art-ის წლე­ვან­დელ კონ­კურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, 15 წლის ასა­კის ჩათ­ვლით, ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვს შე­უძ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ თხოვ­ნით მი­მარ­თავს მშობ­ლებს, უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვონ ეს ფაქ­ტი და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ თა­ვი­ანთ შვი­ლებს.

კონ­კურ­სში - „ტო­ი­ო­ტას ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი“ (Toyota Dream Car Art) - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ ოფის­ში გა­ნა­ცხა­დი და ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა მი­ი­ტა­ნონ 2020 წლის 30 დე­კემ­ბრის 18:00 სა­ა­თამ­დე, მი­სა­მარ­თზე: ქ. თბი­ლი­სი, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი #116 (ყო­ფი­ლი მე-20 კმ), ან ამა­ვე მი­სა­მარ­თზე ფოს­ტით გაგ­ზავ­ნონ.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის დახ­მა­რე­ბით, შე­მო­სუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან შე­არ­ჩევს 9 სა­უ­კე­თე­სოს სამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში. შერ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი კი ია­პო­ნი­ა­ში, Toyota Dream Car Art-ის გლო­ბა­ლურ კონ­კურ­სზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა. „ტო­ი­ო­ტას ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის“ სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რად გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე:

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ იმედს გა­მოთ­ქვამს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და Toyota Dream Car Art-ის წლე­ვან­დელ კონ­კურ­სშიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლე­ნენ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მსოფ­ლი­ოს თა­ვი­ანთ ოც­ნე­ბებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა 2021 წლის იან­ვრის ბო­ლოს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი - 2021 წლის ივ­ნის­ში, რის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ვებგ­ვერ­დზე

R

))
0

თქვენ გირჩევნიათ თქვენი ხალხი დაატრეინინგოთ ცოტა მაინც მანქანის აზრზე რომ არ ხართ

ავტორი:

დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი -"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი -"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

შეძლებს თუ არა ბავშვების მიერ დახატული „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ? ამ შეკითხვაზე პასუხს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ეძებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, იაპონური ავტოგიგანტი ბავშვებისთვის წელსაც გამართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ყოველწლიურ საერთაშორისო ხატვის კონკურსს - Toyota Dream Car Art.

ეს მრავალი ქვეყნის ათასობით ბავშვისთვის, მათ შორის საქართველოდან, უნიკალური შესაძლებლობაა, თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

მათივე ცნობით, Toyota Dream Car Art-ის მე-14 სართაშორისო კონკურსი უკვე დაიწყო. „დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ამ სლოგანის გაზიარება და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობის მიღება, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თხოვნით მიმართავს მშობლებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ეს ფაქტი და ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ შვილებს.

კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) - მონაწილეობის მსურველებმა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში განაცხადი და ნამუშევარი უნდა მიიტანონ 2020 წლის 30 დეკემბრის 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ), ან ამავე მისამართზე ფოსტით გაგზავნონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, შემოსული ნამუშევრებიდან შეარჩევს 9 საუკეთესოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. შერჩეული ნამუშევრები კი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ კონკურსზე გაიგზავნება. „ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე:

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედს გამოთქვამს, საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც ჩაერთვებიან, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებსა და მსოფლიოს თავიანთ ოცნებებს გაუზიარებენ.ადგილობრივი კონკურსის შედეგები მონაწილეთათვის ცნობილი გახდება 2021 წლის იანვრის ბოლოს, ხოლო საერთაშორისო კონკურსის შედეგები - 2021 წლის ივნისში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე

R

ჯაბა ბოჯგუა, რომელიც წლები კომაში იყო, გარდაიცვალა

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს