ავტორი:

"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერაზე აღმოაჩინეს აირი, რომელიც შესაძლოა, მასზე სიცოცხლის არსებობის შესახებ მიანიშნებდეს, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში განაცხადეს, რომ პლანეტის დამოუკიდებლად შესწავლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ "ევრონიუსი" სააგენტო "ტასზე" დაყრდნობით წერს.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სააგენტო ეროვნული პროექტის განხორციელების ინიციატივით გამოდის.

"ჩვენ გვჯერა, რომ ვენერა რუსული პლანეტაა. ჩვენი ქვეყანა იყო პირველი და ერთადერთი, რომელმაც ვენერაზე წარმატებული დაშვება განახორციელა", - ციტირებს "ევრონიუსი" როგოზინის სიტყვებს.

მისივე თქმით, ვენერას შესწავლის მისია პირველად საბჭოთა კავშირმა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ვენერას შესასწავლად 2026 წლისთვის დაგეგილ კოსმოსურ მისიაში ამერიკელ და რუს მეცნიერებს ერთობლივად უნდა მიეღოთ მონაწილეობა და მისია საერთაშორისო უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, რუსები მისიას დამოუკიდებლად შეასრულებენ.

ცნობისთვის, პლანეტა ვენერაზე, ღრუბლებში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომლის მოლეკულაც ფოსფორის ერთი და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. აღმოჩენა, შესაძლოა, პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიუთითებდეს (წაიკითხეთ ვრცლად: ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?)

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე