მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი გახდა ინფორმაცია რუსეთ-ფინეთის ომის ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ (იხილეთ სია)
ცნობილი გახდა ინფორმაცია რუსეთ-ფინეთის ომის ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ (იხილეთ სია)

"ზამ­თრის ომი” - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში რუ­სეთ-ფი­ნე­თის ომი, რო­მე­ლიც 1939 წლის 30 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი ფი­ნეთ­ში გა­უფრ­თხი­ლებ­ლად შე­იჭ­რა. თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ კრემლს ფი­ნე­თის გავ­ლით ნა­ცის­ტე­ბი თავ­დას­ხმის ეში­ნო­და. საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და, ფი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათ­თვის მიწა გა­ეც­ვა­ლა, რის შე­დე­გა­დაც სა­ზღვა­რი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ლე­ნინ­გრა­დი­დან მო­შო­რე­ბით გა­ივ­ლი­და, რა­ზეც ფი­ნე­თის მთავ­რო­ბამ უარი გა­ნა­ცხა­და.

საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ფი­ნეთ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში იზე­ი­მებ­დნენ და "ამ დღე­სას­წა­ულს" ბე­ლა­დის იუ­ბი­ლეს, 21 დე­კემ­ბერს და­ამ­თხვევ­დნენ, თუმ­ცა, ფი­ნეთ­მა მტერს მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ღირ­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, უთა­ნას­წო­რო ომი რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­და და ყვე­ლა ლო­კა­ლუ­რი თუ მას­შტა­ბუ­რი ბრძო­ლა, ფი­ნე­ლე­ბის მიერ ბევ­რად სწო­რად იყო და­გეგ­მი­ლი, ვიდ­რე საბ­ჭო­თა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯა­რის მე­თა­უ­რო­ბა ელო­და. ფი­ნე­ლე­ბი ხში­რად - 40 გრდუ­სამ­დე ყინ­ვა­შიც კი გა­აფ­თრე­ბულ წი­ნა­ა­ღ­გმდე­გო­ბას უწევ­დნენ საბ­ჭო­თა არ­მი­ას... ამ ომში ფი­ნე­თი და­მარ­ცხდა, თუმ­ცა, საბ­ჭო­თა არ­მი­ას დიდი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნე­ლებს ჩა­უ­ვარ­დათ ხელ­ში, ჰყვე­ბოდ­ნენ რომ ფი­ნეთ­ში, თა­ვი­ან­თი მოძ­მე მუ­შე­ბის ფი­ნე­ლი კა­პი­ტა­ლის­ტე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად იბ­რძოდ­ნენ. წლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მათ შო­რის, არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი იყო.

AMBEBI.GE-ს, ქერ­ჩის სამ­ძებ­რო ჯგუ­ფი და­უ­კავ­შირ­და და იმ ქარ­თველ­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი მოგ­ვა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზ-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. 1940 წლის 11 მარტს, ბალ­ტი­ის ზღვის ფი­ნე­თის ყუ­რე­ში, კუნ­ძულ სურ-სარ­ზე, ფი­ნე­ლე­ბის მიერ გა­ნად­გუ­რე­ბულ 43-ე მსრო­ლელ­თა დი­ვი­ზი­ა­ში 310 ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბო­და. მათ შო­რის, ბე­ლა­რუ­სი, უკ­რა­ი­ნე­ლი, ყა­ზა­ხი და რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი იყო. სამ­ხედ­რო­ე­ბის და­ღუპ­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ლუ­ქუ­ლი იყო, ახლა კი, მათ გვარ-სა­ხე­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და.

ილია მი­ხე­ი­ლის ძე კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წლის 25 თე­ბერ­ვალს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძვე­ლი ანა­გა­ში, მე-7 არ­მი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი. იბ­რძო­და კა­რე­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ფრონტზე. სწავ­ლობ­და მოს­კო­ვის ქვე­ით­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში, 1937 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად მი­იჩ­ნე­ო­და, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუმ­ცა, და­ი­ღუ­პა კუნ­ძულ კლეს­ტში და და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ნი­კო­ლოზ ალექ­სან­დრეს (სან­დროს) ძე თო­და­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს, სო­ფელ არ­გვეთ­ში. დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუმ­ცა, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია კუნ­ძულ კლეს­ტში.

როდი ვარ­ლა­მის ძე და­რა­სე­ლია, და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნისს სო­ფელ ნა­ფი­ჩხო­უ­ში. და­ი­ღუ­პა ბრძო­ლის დროს მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ნინ­გრად­ში (ახ­ლან­დე­ლი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი), ლის­კა­რევ­სკოს სა­საფ­ლა­ო­ზე.

შალ­ვა ნი­კო­ლო­ზის ძე ტენ­გაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლა­ში. და­ი­ღუ­პა ბრძო­ლა­ში, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, ვი­ბორგსკის რა­ი­ონ­ში, ჟიტ­კოვ­სკი, კუზ­მინ­სკო­ეს და­სახ­ლე­ბა­ში, #55 სა­საფ­ლა­ო­ზე.

ვახ­ტანგ წი­ქა­რი­ძე (ან ცის­კა­რი­ძე) და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­გო­მარ­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია, ლე­ნინ­გრად­ში, #55 სა­საფ­ლა­ო­ზე.

მი­რი­ან კარ­პე­ზოს ძე ჩანტლა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ერ­კეთ­ში. წო­დე­ბა - სერ­ჟან­ტი. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ჭი­ა­თუ­რა­ში, სა­ი­და­ნაც 1937 წელს ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან გა­იწ­ვი­ეს. მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში წე­რია, რომ და­ი­ღუ­პა "თეთრ ფი­ნე­ლებ­თან ბრძო­ლა­ში..."

ია­კობ ალის­ტა­როს (ან ალის­ტრა­ხოს) ძე კო­ბა­ხი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სი­ნათ­ლე­ში (ნი­კორ­წმინ­და). ით­ვლე­ბო­და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, 1939 წლის 11 დე­კემ­ბერს ტყვედ ჩა­ვარ­და და გა­და­იყ­ვა­ნეს კე­ი­უ­ლის ბა­ნაკ­ში. ფი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­მო­ნა­ხუ­ლი ინფრო­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­ი­ღუ­პა 1940 წლის 14 იან­ვარს.

გი­ორ­გი ამ­ბრო­სის ძე ტა­ბა­ტა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­კი­სა­ში (?!) 95- ქვე­ი­თი დი­ვი­ზი­ის 90-ე ქვე­ი­თი პოლ­კის მე­თა­უ­რი. არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და 1937 წლი­დან... ეძებ­და დედა სა­ლო­მე ხა­რი­ტო­ნის ასუ­ლი ტა­ბა­ტა­ძე, თუმ­ცა, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, და­ი­ღუ­პა ბრძო­ლა­ში 1940 წლის თე­ბერ­ვალ­ში. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ნინ­გრა­დის ოლქი, გატ­ჩინ­სკის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ კი­ა­მი­ა­რას სა­საფ­ლა­ო­ზე.

სერ­გეი ან­ტო­ნი (მაქ­სი­მეს ძე) ძე ტა­ბა­ტა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს, მცხოვ­რე­ბი ხა­შურ­ში, ლე­ნი­ნის ქუჩა #43. ოცე­უ­ლის უმ­ცრო­სი მე­თა­უ­რი. და­ი­ღუ­პა ბრძო­ლის დროს, 1940 წლის 19 იან­ვარს. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია, ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, გატ­ჩინ­სკის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ კი­ა­მი­ა­რას სა­საფ­ლა­ო­ზე.

პ.ს. ქერ­ჩის კო­მი­სი­ის ცნო­ბით, აქამ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
3

ბებიაჩემის ძმა ალექსანდრე კობაიძე დაიკარგა მაგ ომში, სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა მის გამოგზავნილ წერილებს

Sop
1

როგორი გულდასაწყვეტია, რამდენ ტკივილს აყენებს ომი ადამიანებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ცნობილი გახდა ინფორმაცია რუსეთ-ფინეთის ომის ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ (იხილეთ სია)

ცნობილი გახდა ინფორმაცია რუსეთ-ფინეთის ომის ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ (იხილეთ სია)

"ზამთრის ომი” - ამ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში რუსეთ-ფინეთის ომი, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო, როდესაც დაახლოებით ნახევარი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი ფინეთში გაუფრთხილებლად შეიჭრა. თავდასხმის მიზეზი კი ის გახდა, რომ კრემლს ფინეთის გავლით ნაცისტები თავდასხმის ეშინოდა. საბჭოთა მთავრობა კატეგორიულად მოითხოვდა, ფინეთის ხელისუფლებას მათთვის მიწა გაეცვალა, რის შედეგადაც საზღვარი იმჟამინდელი ლენინგრადიდან მოშორებით გაივლიდა, რაზეც ფინეთის მთავრობამ უარი განაცხადა.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ფინეთზე გამარჯვებას რამდენიმე კვირაში იზეიმებდნენ და "ამ დღესასწაულს" ბელადის იუბილეს, 21 დეკემბერს დაამთხვევდნენ, თუმცა, ფინეთმა მტერს მოსალოდნელზე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, უთანასწორო ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ყველა ლოკალური თუ მასშტაბური ბრძოლა, ფინელების მიერ ბევრად სწორად იყო დაგეგმილი, ვიდრე საბჭოთა მრავალრიცხოვანი ჯარის მეთაურობა ელოდა. ფინელები ხშირად - 40 გრდუსამდე ყინვაშიც კი გააფთრებულ წინააღგმდეგობას უწევდნენ საბჭოთა არმიას... ამ ომში ფინეთი დამარცხდა, თუმცა, საბჭოთა არმიას დიდი ზარალი მიაყენა.

დასავლური მედიის ცნობით, საბჭოთა ტყვეები, რომლებიც ფინელებს ჩაუვარდათ ხელში, ჰყვებოდნენ რომ ფინეთში, თავიანთი მოძმე მუშების ფინელი კაპიტალისტებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. წლების შემდეგ გაირკვა, რომ მათ შორის, არაერთი ქართველი იყო.

AMBEBI.GE-ს, ქერჩის სამძებრო ჯგუფი დაუკავშირდა და იმ ქართველთა გვარ-სახელები მოგვაწოდეს, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში უგზ-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. 1940 წლის 11 მარტს, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში, კუნძულ სურ-სარზე, ფინელების მიერ განადგურებულ 43-ე მსროლელთა დივიზიაში 310 ადამიანი ირიცხებოდა. მათ შორის, ბელარუსი, უკრაინელი, ყაზახი და რამდენიმე ქართველი იყო. სამხედროების დაღუპვის ისტორიული მასალები წლების განმავლობაში დალუქული იყო, ახლა კი, მათ გვარ-სახელები ხელმისაწვდომი გახდა.

ილია მიხეილის ძე კანდელაკიშვილი, დაბადებული 1915 წლის 25 თებერვალს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგაში, მე-7 არმიის ლეიტენანტი. იბრძოდა კარელიის ჩრდილოეთ ფრონტზე. სწავლობდა მოსკოვის ქვეითთა სასწავლებელში, 1937 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში. დოკუმენტის თანახმად მიიჩნეოდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, დაიღუპა კუნძულ კლესტში და დასაფლავებულია საერთო სასაფლაოზე.

ნიკოლოზ ალექსანდრეს (სანდროს) ძე თოდაძე, დაბადებული 1917 წელს, სოფელ არგვეთში. დოკუმენტების თანახმად, ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, დასაფლავებულია კუნძულ კლესტში.

როდი ვარლამის ძე დარასელია, დაბადებული 1915 წელს, ჩხოროწყუს რაიონისს სოფელ ნაფიჩხოუში. დაიღუპა ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობებისგან, დასაფლავებულია ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი), ლისკარევსკოს სასაფლაოზე.

შალვა ნიკოლოზის ძე ტენგაშვილი, დაბადებული 1916 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ სართიჭალაში. დაიღუპა ბრძოლაში, დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქში, ვიბორგსკის რაიონში, ჟიტკოვსკი, კუზმინსკოეს დასახლებაში, #55 სასაფლაოზე.

ვახტანგ წიქარიძე (ან ცისკარიძე) დაბადებული 1916 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარში. დასაფლავებულია, ლენინგრადში, #55 სასაფლაოზე.

მირიან კარპეზოს ძე ჩანტლაძე, დაბადებული 1915 წელს, ჩოხატაურის სოფელ ერკეთში. წოდება - სერჟანტი. გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა ჭიათურაში, საიდანაც 1937 წელს ადგილობრივი სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს. მის დოკუმენტაციაში წერია, რომ დაიღუპა "თეთრ ფინელებთან ბრძოლაში..."

იაკობ ალისტაროს (ან ალისტრახოს) ძე კობახიძე, დაბადებული 1917 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სინათლეში (ნიკორწმინდა). ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუმცა, სინამდვილეში, 1939 წლის 11 დეკემბერს ტყვედ ჩავარდა და გადაიყვანეს კეიულის ბანაკში. ფინეთის ეროვნული არქივის სამხედრო ტყვეთა ბანალების შესახებ შემონახული ინფრომაციის თანახმად, დაიღუპა 1940 წლის 14 იანვარს.

გიორგი ამბროსის ძე ტაბატაძე, დაბადებული 1915 წელს, საჩხერის რაიონის სოფელ ვაკისაში (?!) 95- ქვეითი დივიზიის 90-ე ქვეითი პოლკის მეთაური. არმიაში მსახურობდა 1937 წლიდან... ეძებდა დედა სალომე ხარიტონის ასული ტაბატაძე, თუმცა, დოკუმენტის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. სინამდვილეში, დაიღუპა ბრძოლაში 1940 წლის თებერვალში. დასაფლავებულია ლენინგრადის ოლქი, გატჩინსკის რაიონი, სოფელ კიამიარას სასაფლაოზე.

სერგეი ანტონი (მაქსიმეს ძე) ძე ტაბატაძე, დაბადებული 1917 წელს, მცხოვრები ხაშურში, ლენინის ქუჩა #43. ოცეულის უმცროსი მეთაური. დაიღუპა ბრძოლის დროს, 1940 წლის 19 იანვარს. დასაფლავებულია, ლენინგრადის ოლქში, გატჩინსკის რაიონის, სოფელ კიამიარას სასაფლაოზე.

პ.ს. ქერჩის კომისიის ცნობით, აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მებრძოლების მონაცემთა დამუშავება გრძელდება.