სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უფასურდება ლარი - რა პასუხი აქვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს
რატომ უფასურდება ლარი - რა პასუხი აქვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი, კობა გვე­ნე­ტა­ძე ლა­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გა­უ­ფა­სუ­რე­ბას სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე „წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­ძა­ბუ­ლო­ბით“ ხსნის.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ლა­რის კურ­სის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, კობა გვე­ნე­ტა­ძე აცხა­დებს, რომ მსგავ­სი და­ძა­ბუ­ლო­ბა დრო­ე­ბი­თია და ინფლა­ცი­ა­ზე არ აი­სა­ხე­ბა.

„აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლარი და­ახ­ლო­ე­ბით 2%-ით არის გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, მზარ­დი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, რო­გორც წესი სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე არის დრო­ე­ბი­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა. ჩვენ არ ვფიქ­რობთ, რომ ამ და­ძა­ბუ­ლო­ბას ინფლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მან­და­ტი ინფლა­ცი­აა“, - აცხა­დებს კობა გვე­ნე­ტა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ინფლა­ცი­ას, კობა გვე­ნე­ტა­ძის თქმით, სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს ინფლა­ცია შემ­ცი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს და სებ-ის მიზ­ნობ­რივ, 3%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს ჩა­მოს­ცდე­ბა.

„საკ­მა­რი­სი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი გვაქვს, რომ ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ვყოთ“, - აღ­ნიშ­ნა გვე­ნე­ტა­ძემ.

დღეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­ვა­ლუ­ტო აუქ­ცი­ონ­ზე 40 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გა­ყი­დის.

კობა გვე­ნე­ტა­ძემ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის იმ ნა­ბი­ჯებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ბან­კო სექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბის კუ­თხით გა­და­იდ­გა.

„სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა უკვე მი­ა­წო­და 380 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. დღე­საც 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის რე­სურსს გა­მო­ი­ტანს და გა­ყი­დის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი. არ მინ­და წინ გა­ვუს­წრო მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ვფიქ­რობ იმ­ხე­ლა და­ნაკ­ლი­სის პი­რო­ბებ­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნი­ცა­და და ამა­ვე დროს იმ დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რე­ზერ­ვე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, წლის ბო­ლომ­დე ბაზ­რის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი თან­ხა 200 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კობა გვე­ნე­ტა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­მა, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თის უც­ვლე­ლად და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი კვლავ 8 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ლა­რის კურ­სის „რყე­ვე­ბი ზო­მი­ე­რია" და ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბის არა­ნა­ი­რი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ნი­შა­ნი არ არ­სე­ბობს.

მი­ნის­ტრის თქმით, მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ბიზ­ნე­სის მას­შტა­ბუ­რი შე­ზღუდ­ვა არ მოხ­დე­ბა, ბიზ­ნე­სის ნე­გა­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს გა­ა­ნე­იტ­რა­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლია და ახლა მთე­ლი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში შე­ვი­და. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ­თვი­საც დიდი სიმ­ძი­მე და გა­მოწ­ვე­ვაა. თუ ლა­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ დი­ნა­მი­კას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ტუ­რიზ­მის შე­ზღუდ­ვა, სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის შე­ზღუდ­ვა, დი­ნა­მი­კა არაა მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი რყე­ვე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი. რყე­ვე­ბი არის ზო­მი­ე­რი, თუ რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებს შე­ვა­და­რებთ, პრო­ცენ­ტუ­ლა­დაც რყე­ვე­ბი და­ბა­ლია. მე ვფიქ­რობ, რომ არა­ნა­ი­რი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ნი­შა­ნი არ არ­სე­ბო­ბა, რომ ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია უფრო გაღ­რმავ­დეს. ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ლა­რის კურ­სზე და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ მთავ­რო­ბა სა­ყო­ველ­თაო შე­ზღუდ­ვებს მი­მარ­თავს, მაგ­რამ ღიად ვსა­უბ­რობთ, რომ ეს არ მოხ­დე­ბა და ეკო­ნო­მი­კა მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს, რაც ამ მო­ლო­დი­ნებს გა­ა­ნე­იტ­რა­ლებს. ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი პო­ზი­ტი­უ­რია", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

წლის ბო­ლოს­კენ საკ­მა­ოდ და­ბალ და ნორ­მა­ლი­ზე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელს და­ვუბ­რუნ­დე­ბით ინფლა­ცი­ის კუ­თხით და არ ვე­ლო­დე­ბით იმ ზღვარ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­დაც­დე­ნას რა­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თა­ვის მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლად აღი­ა­რებს ხოლ­მე, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მი­ნის­ტრმა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ საქ­მე­ში ეროვ­ნუ­ლი ბაკი ჩა­ერ­თვე­ბა.

"დღეს გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმაც და გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, რომ ამის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია რე­ზერ­ვე­ბი და თუ დას­ჭირ­და ჩა­რე­ვა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ჩა­ე­რე­ვა. დღემ­დე ეროვ­ნულ ბანკს 300 მი­ლი­ონ­ზე ლარი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ ეს პე­რი­ო­დუ­ლი მერ­ყე­ო­ბე­ბი და შო­კე­ბი, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ას­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­და, ემარ­თა, ამი­ტომ ამ მხრივ ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ინფლა­ცია მცირ­დე­ბო­და, ჩვენ წლის ბო­ლოს­კენ საკ­მა­ოდ და­ბალ და ნორ­მა­ლი­ზე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელს და­ვუბ­რუნ­დე­ბით ინფლა­ცი­ის კუ­თხით და არ ვე­ლო­დე­ბით იმ ზღვარ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­დაც­დე­ნას, რა­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თა­ვის მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლად აღი­ა­რებს ხოლ­მე,“ - აღ­ნიშ­ნა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!! !!! !!!
1

რა თქმა უნდა - სისხლიანი 9 წელი !!! !!! !!!

ალექს
1

ძალიანაც გარკვეულია ყველაფერი, მიშას წესით კურსი დგინდება ბლუმბერგზე საბანკო კარტელის მიერ დადგმული სცენარით, წლიურად ჰა, ჰა, 1 მილიარდი "ს ჩემტო" დოლარის ფიქტიური გარიგებებით, ქვეყანაში კი ბრუნავს 70 მილიარდი დოლარი და მის კურსს 1 მილიარდის "მოთხოვნა მიწოდებით" ადგენენ ,რათა და ლარი, ჯერ ერთი არ არის ერთადერთი საგადასახადო საშუალება,ის ასეთის -დოლარის გადამყვანი კოეფციენტია ედჯასმენთ ფაქტორ ! აქ მწვანილის ფასდებაც დოლარშია ,არათუ სახლის, მანქანის, ეს კოეფიციენტი უბრალოდ ფასიანია ,ფასს ბანკი ადებს : აი უბრალოდ , აბა დაფიქრდით , ქართული კომპანია აკეთებს საქონლის, ან მომსახურეობის ექსპორტს , ცხადია იღებს სავალუტო შემოსავალს, რომელსაც ძალად "აყიდინებენ" , რომ აქ იყიდოს ნედლეული, მაგალითად პამიდორი, რომ მისგან წვენი გააკეთოს, ან ვაშლი , რომ კონცენტრატი გააკეთოს, ყურძენი ღვინისთვის, ან შეიძინოს დენი, გაზი, ბენზინი და დიზელი, ჩაასხას ტრაილერში და გერმანიაში გაზიდოს ეგ წვენი და ღვინო , ბიუჯეტში გადაიხადოს ,აბა დაფიქრდით ბანკს რა წვლილი მიუძღვის ამ აქტიურობებში ? რატომ უნდა გაყიდოს სისხლითა და დაგვით მოპოვებული დოლარი ექსპორტიორმა ბანკის იძულებითი ფასით, გადაუხადოს მყარი ვალუტა მიმწოდებელსაც და ბიუჯეტსაც , რა მოხდება ? არაფერი არ მოხდება: ბანკი ვერ იშოვნის სხვა არამ შემოსავლებთან ერთად უშრომლად , კანონის ყიდვა გაყიდვით ფულს !

აბა, დაფიქრდით, რად უნდა ადამიანს დოლარი, ჯიხურში რომ ყიდულობს? იხდის ხომ სადღაც აქ რაღაცაში ,გარდა საბანკო კრედიტისა ,ხომ არის სამევახშეო კრედიტი ? მანქანას ლარში ყიდულობს ? ბინას ,მეორადს ? მიწას ? ეს გადახდები ხელიდან ხელშიცაა დაგადარიცხვითაც -პირადი სახსრები ქვია ,მაშ უბრუნია თავისუფლად და პარალელურად დოლარს და ნავაჭრი ლარში ნავაჭრზე მეტი რომაა ,არ იცით ?! იცით ! ლარში ყიდულობ საპურყველოს და ისიც დოლარისში ფასდებით ! არა თქათ გვიკრძალავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიო ? სად წერია , გვაჩვენეთ, რომ გიკრძალავენ !?დიახ ადრე ბანკი ყიდულობდა კანონს მოქკავშირისაგან, მერე ნაძმომ დახარკა თავად ბანკი, ლარი აქცია საკრედიტო პოლიტიკურ დასამონებელ ინსტრუმენტად ,ახლა ბანკირები დაჯდებიან უმრავლესობაში (ვითომ ცოტანი არიან 20 პრემიერიდან 8 თუ 9 ბანკირი იყო,ოთხი თუ ხუთი ვიცეპრემიერი და აკეთა საბანკო საქმე ,დაემთხვა დამონებაში მიშას დილეტანტსსსისხმოწყურებული და ბანკირის მერკანტილურპოლიტიკური ინტერესები ! მაგდენივე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს დღესაც , ნაცბანკის მმართველი კი უნდა იყოს ბანკირი ,მაგრამ ასეთი უნაიათოდ პოლიტიკური, არა !) და აქეთ გაყიდიან კანონს , იყიდით ?რითა ?კრედიტით ?ლარში იყიდით კანონს ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ უფასურდება ლარი - რა პასუხი აქვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს

რატომ უფასურდება ლარი - რა პასუხი აქვთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეკონომიკის მინისტრს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამ განაპირობა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.

„აშშ დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება ინფლაციას, კობა გვენეტაძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.

„საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

დღეს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიიდან გამომდინარე საბანკო სექტორის დახმარების კუთხით გადაიდგა.

„სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მილიონი დოლარი. დღესაც 40 მილიონი დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის ეროვნული ბანკი. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და ამავე დროს იმ დახმარების საშუალებით, რეზერვების დაგროვების საშუალებით, წლის ბოლომდე ბაზრისთვის მიწოდებული თანხა 200 მილიონ დოლარზე მეტი იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის „რყევები ზომიერია" და ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს.

მინისტრის თქმით, მთავრობის განცხადებები, რომ ბიზნესის მასშტაბური შეზღუდვა არ მოხდება, ბიზნესის ნეგატიურ მოლოდინებს გაანეიტრალებს.

„საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არაა მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, პროცენტულადაც რყევები დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად შეიძლება გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია, ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია", - განაცხადა თურნავამ ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას.

წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში ეროვნული ბაკი ჩაერთვება.

,,დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია მცირდებოდა, ჩვენ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას, რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა - როგორია ეროვნული ვალუტის კურსი

Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს - სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა