პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე
"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

ქვე­ყა­ნა­ში არის ფორს-მა­ჟო­რი და და­კე­ტი­ლი მცი­რე ბიზ­ნე­სი პრო­ცენ­ტებს ვერ გა­და­იხ­დის! თუ ზა­რა­ლობს ხალ­ხი, უნდა იზა­რა­ლოს ბან­კმაც! - აცხა­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „ტრი­ბუ­ნას" ლი­დე­რი, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხალ­ხის ერთი კა­ტე­გო­რია ყვე­ლა­ფერს კარ­გავს და „ბან­კი­რე­ბი მი­ლი­არდს შო­უ­ლობ­დნენ.“

„თუ ვირუ­სი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია, სას­ტუმ­რო უშ­ვე­ლის?! ავად­მყო­ფი არის ავად­მყო­ფი და მას მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და არა, და­ლო­დე­ბა. მაგ­რამ ვი­ღა­ცებს მო­ე­წო­ნათ, რო­გორც ჩანს, ფუ­ლის კე­თე­ბა და უსიმპტო­მო­ე­ბის თა­ვის­სა­ვე სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნა და­ი­წყეს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხალ­ხის ერთი კა­ტე­გო­რია ყვე­ლა­ფერს კარ­გავ­დეს და ბან­კი­რე­ბი მი­ლი­არდს შო­უ­ლობ­დნენ?! ახლა კი, რო­დე­საც პრო­ცენ­ტე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ სა­ბან­კო სფე­როს­თვი­საა მო­წყო­ბი­ლი და არა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის

ის, რომ ვირუ­სი არ­სე­ბობს, მა­გა­ზე არა­ვინ და­ობს, მაგ­რამ, თუ ვირუ­სია მას სიმპტო­მიც აქვს, რო­გორც სხვა ვირუ­სებს. ამათ კი, ექი­მე­ბი კო­მერ­სან­ტე­ბად აქ­ცი­ეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი მარ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როდ და არა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ნა­წი­ლად; გა­ნათ­ლე­ბის სფე­როც ბო­ლომ­დე და­ან­გრი­ეს და ფსი­ქო­ზამ­დე მი­იყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბი. მცი­რე სას­ტუმ­რო­ე­ბის, კაფე-ბა­რე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს კი აუ­ბე­დუ­რე­ბენ, არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ვინ აუ­ნა­ზღა­უ­რებს ამ ადა­მი­ა­ნებს ამ­ხე­ლა და­ნა­კარგს.

21 მარტს მხო­ლოდ მე ვი­თხოვ­დი, ეკო­ნო­მი­კა არ ჩა­ე­კე­ტათ და ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ჩა­კე­ტი­ლია, რო­დე­საც ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ჩა­ვარ­დნი­ლი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ბან­კო პრო­ცენ­ტე­ბის­გან სა­ერ­თოდ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ! არც ეკუთ­ვნით იუ­რი­დი­უ­ლად, იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ფორს-მა­ჟო­რი და და­კე­ტი­ლი მცი­რე ბიზ­ნე­სი პრო­ცენ­ტებს ვერ გა­და­იხ­დის! თუ ზა­რა­ლობს ხალ­ხი, უნდა იზა­რა­ლოს ბან­კმაც!“ - აღ­ნიშ­ნა და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლავრენტი
0

ეს ნამდვილად სწორია!

Teimurazi
4

ეს კაცი სულ დაიბნა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც! - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავს და „ბანკირები მილიარდს შოულობდნენ.“

„თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?! ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება. მაგრამ ვიღაცებს მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს.

როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ?! ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ადამიანებისთვის

ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ, თუ ვირუსია მას სიმპტომიც აქვს, როგორც სხვა ვირუსებს. ამათ კი, ექიმები კომერსანტებად აქციეს, საავადმყოფოები მარტო მომსახურების სფეროდ და არა ინფრასტრუქტურის ნაწილად; განათლების სფეროც ბოლომდე დაანგრიეს და ფსიქოზამდე მიიყვანეს ბავშვები. მცირე სასტუმროების, კაფე-ბარების, რესტორნების მეპატრონეებს კი აუბედურებენ, არავის აინტერესებს ვინ აუნაზღაურებს ამ ადამიანებს ამხელა დანაკარგს.

21 მარტს მხოლოდ მე ვითხოვდი, ეკონომიკა არ ჩაეკეტათ და ახლაც ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილია, როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილი, ეს ადამიანები საბანკო პროცენტებისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ! არც ეკუთვნით იურიდიულად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც!“ - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

როგორ ეხმაურება კახა კალაძე თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამო თბილისის" გამარჯვებას

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა