მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?
ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა­ზე, ღრუბ­ლებ­ში, ას­ტრო­ნო­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს აირი, სა­ხე­ლად ფოს­ფი­ნი, რომ­ლის მო­ლე­კუ­ლაც ფოს­ფო­რის ერთი და წყალ­ბა­დის სამი ატო­მის­გან შედ­გე­ბა. აღ­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, პლა­ნე­ტა­ზე ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დე­და­მი­წა­ზე ფოს­ფი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ცო­ცხლეს­თან და იმ მიკ­რო­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ისე­თი ცხო­ვე­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მში, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, პინგვი­ნი. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი და­ზუს­ტე­ბით ამ­ბო­ბენ, რომ ვე­ნე­რა­ზე პინგვი­ნე­ბი არ ბი­ნად­რო­ბენ. ამას­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფოს­ფი­ნი სი­ცო­ცხლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ის ადა­მი­ა­ნის­თვის მომ­წამ­ვლე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ე­რებს ვე­ნე­რა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის არა­ნა­ი­რი ფორ­მის­თვის არ მი­უკვლე­ვი­ათ.

რო­გორც BBC წერს, ას­ტრო­ნო­მებ­მა ვე­ნე­რა­ზე ფოს­ფი­ნი პირ­ვე­ლად ჰა­ვა­ი­ში მდე­ბა­რე ჯე­იმს კლერკ მაქსვე­ლის ტე­ლეს­კო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით, 2017 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ხოლო შემ­დეგ, 2019 წელს ჩი­ლე­ში, ატა­კა­მას რა­დიო ტე­ლეს­კო­პით გა­და­ა­მოწ­მეს და მისი არ­სე­ბო­ბა და­დას­ტურ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვე­ნე­რას მჟა­ვა ღრუ­ბე­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი აირი სწრა­ფად უნდა იშ­ლე­ბო­დეს, თუმ­ცა რად­გა­ნაც სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში, უფრო ზუს­ტად კი დრო­ის ორ­წლი­ან ინ­ტერ­ვალ­ში, ის კვლავ და­ა­ფიქ­სი­რეს, უნდა მი­უ­თი­თებ­დეს, რომ მისი წარ­მოქ­მნა გა­ნუ­წყვეტ­ლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­საძ­ლოა, იქ ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი აღ­მო­ჩე­ნით. ვფიქ­რობ, ამ აი­რის ვე­ნე­რა­ზე უხ­ვად არ­სე­ბო­ბა მი­უ­თი­თებს, რომ იქ უნდა იყოს მისი წარ­მოქ­მნის წყა­რო. მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სხვა პლა­ნე­ტებ­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბით და ძა­ლი­ან მა­ფო­რი­ა­ქებს იმის აღ­ქმა, რომ ეს მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ას­ტრო­ბი­ო­ლო­გი და კვლე­ვის ავ­ტო­რი, კარ­დი­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯეინ გრივ­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მზის სის­ტე­მის სხვა პლა­ნე­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ვე­ნე­რას ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­სგავ­სე­ბენ დე­და­მი­წას და ამი­ტომ, "დე­და­მი­წის დო­ბილ­საც" უწო­დე­ბენ. მისი ატ­მოს­ფე­რო ძი­რი­თა­დად გო­გირდმჟა­ვის ორ­თქლი­სა­გან შედ­გე­ბა, ხოლო ზე­და­პირ­ზე გა­ნუ­წყვეტ­ლივ ქრის ქარი, რომ­ლის სიჩ­ქა­რე მერ­ყე­ობს 270-დან 350 კი­ლო­მეტ­რამ­დე სა­ათ­ში.

იოსები
8

წარმოუდგენელია ისეთ პირობებში და ისეტი ტემპერატურის დროს რაიმე ცოცხალის არსებობა, ვენერა არის ჯოჯოხეთის პროტოტიპი მარსზეც კი რომელსაც გაცილებით უკეთესი მონაცემები აქვს ტემპერატორულ რეჟიმში.არავითარი სიცოცხლე არ არსებობს, სიცოცხლე უფრო მისტიკური მცნებაა ვიდრე მატერიალური.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

პლანეტა ვენერაზე, ღრუბლებში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომლის მოლეკულაც ფოსფორის ერთი და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. აღმოჩენა, შესაძლოა, პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, დედამიწაზე ფოსფინი დაკავშირებულია სიცოცხლესთან და იმ მიკრობებთან, რომლებიც ცხოვრობენ ისეთი ცხოველების ორგანიზმში, როგორიცაა მაგალითად, პინგვინი. თუმცა მეცნიერები დაზუსტებით ამბობენ, რომ ვენერაზე პინგვინები არ ბინადრობენ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფოსფინი სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, ის ადამიანისთვის მომწამვლელია.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ვენერაზე ჯერჯერობით ცოცხალი ორგანიზმის არანაირი ფორმისთვის არ მიუკვლევიათ.

როგორც BBC წერს, ასტრონომებმა ვენერაზე ფოსფინი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპის საშუალებით, 2017 წელს აღმოაჩინეს, ხოლო შემდეგ, 2019 წელს ჩილეში, ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმეს და მისი არსებობა დადასტურდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ვენერას მჟავა ღრუბელებში აღნიშნული აირი სწრაფად უნდა იშლებოდეს, თუმცა რადგანაც სხვადასხვა პერიოდში, უფრო ზუსტად კი დროის ორწლიან ინტერვალში, ის კვლავ დააფიქსირეს, უნდა მიუთითებდეს, რომ მისი წარმოქმნა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც შესაძლოა, იქ ცოცხალი ორგანიზმების არსებობას უკავშირდებოდეს.

"გულწრფელად რომ ვთქვა, გაოგნებული ვიყავი აღმოჩენით. ვფიქრობ, ამ აირის ვენერაზე უხვად არსებობა მიუთითებს, რომ იქ უნდა იყოს მისი წარმოქმნის წყარო. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში დაინტერესებული ვიყავი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობით და ძალიან მაფორიაქებს იმის აღქმა, რომ ეს მართლაც შესაძლებელია“, - ამბობს ასტრობიოლოგი და კვლევის ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეინ გრივსი.

აღსანიშნავია, რომ მზის სისტემის სხვა პლანეტებთან შედარებით, ვენერას ყველაზე მეტად ამსგავსებენ დედამიწას და ამიტომ, "დედამიწის დობილსაც" უწოდებენ. მისი ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება, ხოლო ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა