სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა
"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

რუ­სულ მა­ს­მე­დი­ა­ში ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ამე­რი­კულ ჟურ­ნალ "ფორბსში" 14 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის მო­დერ­ნი­ზე­ბას შე­ე­ხე­ბა. რუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­ღი­ზი­ა­ნა 2008 წლის ომი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ჩა­მოყ­რი­ლი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ხსე­ნე­ბამ. "2008 წელს ქარ­თულ­მა მე­რა­კე­ტე­ებ­მა რუ­სულ ავი­ა­ცი­ას სის­ხლი ადი­ნეს და ახ­ლაც იგი­ვეს გა­უ­კე­თე­ბენ", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში

გთა­ვა­ზობთ რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებს:

გა­ზეთ "ვე­ჩერ­ნა­ია მოსკვას­თან" («Вечерняя Москва») სა­უ­ბარ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დლის მო­ად­გი­ლემ, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა აი­ტეჩ ბი­ჟევ­მა გან­მარ­ტა, თუ რა­ტო­მაა ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­მაკ­ვდი­ნებ­ლო­ბა ძალ­ზე გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი.

გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის თქმით, ის­რა­ელს აქვს საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, ფო­ლა­დის გუმ­ბა­თი, მაგ­რამ ეს სის­ტე­მა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ედ­რე­ბა თა­ვის რუ­სულ ან­ლო­გებს («С-300», «С-400», «Бук» და სხვე­ბი), რად­გან მას მოქ­მე­დე­ბის მცი­რე არე­ა­ლი აქვს.

"გარ­და ამი­სა, სა­ეჭ­ვოა, რომ ის­რელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს "ფო­ლა­დის გუმ­ბა­თი" მის­ცეს. სწო­რედ ამი­ტომ თელ-ავივ­მა თბი­ლისს ძვე­ლი საბ­ჭო­უ­რი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბის - «С-125»-ების, «С-75»-ების, «С-200»-ების და ზო­გი­ერ­თი «Бук»-ისა და «Тор»-ის მო­დერ­ნი­ზე­ბა შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა ჩა­მოთ­ვლი­ლი მო­დე­ლე­ბი უკვე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ სა­ეჭ­ვოა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით რამე ეშ­ვე­ლოთ. ყვე­ლა სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლებ­მა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის წი­თელდრო­შო­ვა­ნი სამ­ხედ­რო ოლ­ქი­სა და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის მე-19 არ­მი­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღეს, დიდი ხა­ნია უმოქ­მე­დოდ არი­ან, მათი "გა­ცო­ცხლე­ბა" და რე­ა­ნი­მი­რე­ბა რთუ­ლია. ისი­ნი ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში "სა­ტი­რელ" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ.

ერ­თა­დერ­თი, რისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს, ეს რა­კე­ტის ფრე­ნის სი­შო­რის გაზ­რდაა - დღე­ვან­დე­ლი 25 კი­ლო­მეტ­რი­დან სა­ვა­რუ­დო 35 კი­ლო­მეტ­რამ­დე, ანდა მეტი მო­ბი­ლუ­რო­ბი­სათ­ვის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი მო­ბი­ლუ­რე­ბი გა­ხა­დონ, ანუ ბორ­ბლე­ბი­ან სა­წე­ვარ­ზე გა­და­ი­ტა­ნონ.

ასეა თუ ისე, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი მცი­რე მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბენ და მათი მო­დერ­ნი­ზე­ბა არა­ნა­ირ ამინდს არ შექ­მნის. სხვა საქ­მეა, თუ ამე­რი­კე­ლე­ბი ქარ­თვე­ლებს Patriot-ის სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სებს მის­ცე­მენ, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი კი ნა­გა­ვია. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვა კრა­ხის წი­ნა­შეა, იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არ არ­სე­ბობს სა­ჰა­ე­რო დაც­ვის აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა. ლო­კა­ლუ­რი ბა­ზე­ბი და აე­როდ­რო­მე­ბი საქ­მეს ვერ შვე­ლი­ან, ხოლო სრულ რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ გა­და­ფარ­ვამ­დე, მარ­თვი­სა და რე­ა­გი­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი პუნ­ქტის შექ­მნამ­დე ქარ­თვე­ლებს ჯერ კი­დევ "შორი გზა" აქვთ გა­სავ­ლე­ლი.

რუ­სეთს თა­ნამდრო­ვე ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ძა­ლე­ბი ჰყავს, რაც მას მა­ღა­ლი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. აქვე ვა­ღი­ა­რებთ, რომ 2008 წელს რუ­სეთ­მა შვი­დი თვითმფრი­ნა­ვი იმი­ტომ და­კარ­გა, რომ ქარ­თვე­ლებს «Бук»-ებით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ეხ­მარ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ჟევ­მა.

რო­გორც გა­ზეთ "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას" («Комсомольтская правда»)სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ველ­მა, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკ­მა ვიქ­ტორ ბა­რა­ნეც­მა "ფორბსის" სტა­ტი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, თბი­ლისს ქარ­თუ­ლი არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა აფხა­ზეთ­ზე და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ზე გან­მე­ო­რე­ბი­თი თავ­დას­ხმი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა. მისი თქმით, ცნო­ბა ის­რა­ე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვის თა­ო­ბა­ზე სკეპ­ტი­კურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს.

"ფორბსის" სტა­ტი­ის ავ­ტო­რის ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბა­ში იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თბი­ლი­სის ის­რა­ელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რუ­სე­თის გა­მოწ­ვე­ვას ნიშ­ნავს, უფრო მეტი პრო­პა­გან­დაა, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბა და საღი აზრი. სა­კი­თხი სულ სხვა რა­მე­შია: თბი­ლისს სულ უფრო მე­ტად უბიძ­გე­ბენ და­სავ­ლე­თი­სა­კენ - საფ­რან­გე­თის­კენ, ნა­ტო­სა­კენ, ის­რა­ე­ლის­კენ, ანუ ქარ­თუ­ლი არ­მი­ის რე­ფორ­მი­რე­ბა უცხო­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს არ­მია უკვე დიდი ხა­ნია უცხო­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით არ­სე­ბობს. თვით 2008 წლის წარ­მა­ტე­ბე­ბი, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა ქარ­თვე­ლებს ესო­დენ უყ­ვართ, უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ის, რომ ის­რა­ე­ლი ქარ­თუ­ლი არ­მი­ის აღ­ჭურ­ვა­ში 2008 წლამ­დეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია. იგი­ვე­ნა­ი­რად იქ­ცე­ვა დღეს უკ­რა­ი­ნის არ­მი­აც. ახა­ლი არა­ფე­რი არ ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად აძ­ლი­ე­რებს თა­ვის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვას ის­რა­ე­ლის დახ­მა­რე­ბით - რა­და­რე­ბით და მო­ბი­ლუ­რი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბით. უფრო მე­ტიც - სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი ქარ­თვე­ლებს უკვე აქვთ - თა­ვის დრო­ზე თბი­ლის­მა კი­ე­ვი­სა­გან "С-200"-ები შე­ი­ძი­ნა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ზებ­გე­რი­თი რე­აქ­ტი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნი Ту-22М3 ჩა­მო­აგ­დო.

თუმ­ცა, პრინ­ციპ­ში, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი არ­მია ამ­ჟა­მად ძლი­ე­რია. სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ნელ-ნელა აია­რა­ღებს თა­ვის სამ­ხედ­რო ძა­ლებს ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით. თბი­ლი­სი ხომ ძა­ლი­ან ოც­ნე­ბობს ალი­ან­სში გა­წევ­რე­ბა­ზე.

ქარ­თვე­ლე­ბი რომ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ებს ყი­დუ­ლო­ბენ, ამა­ში სა­ში­ში არა­ფე­რია.

გარ­კვე­უ­ლი ან­გა­რი­შით, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა, ალ­ბათ, კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნი­სათ­ვის ჭირ­დე­ბა - აფხა­ზეთ/სამ­ხრეთ ოსე­თის დაბ­რუ­ნე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად. მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის ოც­ნე­ბას ახ­დე­ნა არ უწე­რია - რუ­სე­თი თბი­ლისს ამის ნე­ბას არ მის­ცემს.

მოკ­ლედ, ჩვენ­თვის ქარ­თუ­ლი არ­მი­ის მო­დერ­ნი­ზე­ბა საფრ­თხის მომ­ტა­ნი არ არის. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომს არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ თუ ქარ­თვე­ლე­ბი ისევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გზით წავ­ლენ და აფხა­ზეთ/სამ­ხრეთ ოსეთ­ზე ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ჩვენ მათ ცხვირს და­ვუ­ნა­ყავთ, თუნ­დაც ის­რა­ე­ლის რა­კე­ტე­ბი ჰქონ­დეთ. ასე რომ, ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი - თით­ქოს­და თბი­ლი­სის რუ­სე­თის გა­მო­საწ­ვე­ვად მოქ­მე­დებ­სო, ეს წვრილ­მა­ნი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ლო­ზუნ­გია, რო­მელ­შიც უფრო მეტი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი იქედ­ნო­ბაა, ვიდ­რე პრაქ­ტი­კუ­ლი აზრი. ამი­ტო­მაც სა­ქარ­თვე­ლო ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის სა­ში­ში".

"ამე­რი­კულ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ავ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის რა­კე­ტე­ბი მზად არი­ან რუ­სულ ავი­ა­ცი­ას სის­ხლი ადი­ნო­ნო, ეს მხო­ლოდ ებ­რა­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რა­ღის რეკ­ლა­მაა, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბი­სა­გან ძა­ლი­ან შორს არის", - გა­ნუ­ცხა­და რუ­სულ გა­მო­ცე­მა «Экономика сегодня»-ს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკ­მა ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კინ­მა.

"ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა უპირ­ვე­ლე­სად ის­რა­ე­ლის კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლო­დაა მი­მარ­თუ­ლი და მის გან­დი­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა - თით­ქოს­და "რა­ფა­ე­ლის" დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს ისე გაზ­რდის, რომ რუ­სეთს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს, კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ეს ასე არ არის. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ იმ პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვა შე­უძ­ლია, რო­მე­ლი­საც ვა­შინგტო­ნი შე­ურ­ჩევს. ასე­თი ქვეყ­ნე­ბის სია კი ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. ქარ­თვე­ლებს, პრინ­ციპ­ში, ასარ­ჩე­ვი არა­ფე­რი აქვთ, რად­გან რუ­სუ­ლი შე­და­რე­ბით იაფი, მაგ­რამ ზუს­ტი სა­რა­გე­ტო სის­ტე­მე­ბის ყიდ­ვა მათ­თვის აკ­რძა­ლუ­ლია, ამე­რი­კუ­ლი კი ძვი­რია. თვით ის­რა­ე­ლის "რა­ფა­ე­ლი", ერთი შე­ხედ­ვით, ცუდი ხა­რის­ხის არ არის, მაგ­რამ თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ იმას, რომ არა­ბუ­ლი ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლი­სა­კენ პე­რი­ო­დუ­ლად რა­კე­ტე­ბი ფრე­ნენ და ქა­ლა­ქე­ბის თავ­ზე ფეთ­ქდე­ბი­ან, მა­შინ უკვე ეჭ­ვე­ბი იბა­დე­ბა. ის­რა­ელს არ აქვს ღრმად ეშე­ლო­ნუ­რი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის სის­ტე­მა. ესე იგი, მსგავ­სის და­ნერგვა სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რუ­სე­თი მათ იო­ლად გა­ა­ნად­გუ­რებს.

არა­ვის ეგო­ნოს, რომ რუ­სე­თი საქ­მის კურ­სში არ არის. სა­ქარ­თვე­ლომ თუნ­დაც მო­დერ­ნი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, მის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა სერ­გეი შო­ი­გუს სამ­ხედ­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბი­სათ­ვის ერთი წა­მის საქ­მეა. ამა­ში არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო არ არის. თუ თბი­ლი­სის გან­მე­ო­რე­ბით შე­ეც­დე­ბა სო­ხუმ­ზე და ცხინ­ვალ­ზე თავ­დას­ხმას, რუ­სე­თი ავი­ა­ცი­ას აღარ გა­მო­ი­ყე­ნებს, პირ­და­პირ "ის­კან­დერებს" და "ტორ­ნა­დო­ებს" გა­უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს­კენ. სა­ქარ­თვე­ლოს ასე­ვე უნდა ახ­სოვ­დეს, რომ რუ­სეთს აქვს ზებ­გე­რი­თი სა­ა­ვი­ა­ციო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი "ხან­ჯა­ლი", რომ­ლის ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს...", - აცხა­დებს ვიქ­ტორ ლი­ტოვ­კი­ნი.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
10

შენგელიასეული კეთილი ხალხი.........

გელა
106

რა უაზროთ ხარჯავთ ფულს, ეგ გიშველით რუსეთთან ომში? აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტითის გაუარესებაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ. ნუ დადიხართ ყველაფერში დასავლეთის ჭკუაზე, ცოტა თქვენც გაანძრიეთ თავი.

ავტორი:

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა

რუსულ მასმედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ ჟურნალ "ფორბსში" 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც, ისრაელის სამხედრო კომპანიასთან თანამშრომლობის მეშვეობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოდერნიზებას შეეხება. რუსები განსაკუთრებით გააღიზიანა 2008 წლის ომისას საქართველოს მიერ ჩამოყრილი რუსული თვითმფრინავების ხსენებამ. "2008 წელს ქართულმა მერაკეტეებმა რუსულ ავიაციას სისხლი ადინეს და ახლაც იგივეს გაუკეთებენ", - ვკითხულობთ სტატიაში

გთავაზობთ რუსი სამხედრო ექსპერტების კომენტარებს:

გაზეთ "ვეჩერნაია მოსკვასთან" («Вечерняя Москва») საუბარში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა აიტეჩ ბიჟევმა განმარტა, თუ რატომაა ქართული არმიის ახალი შეიარაღების მომაკვდინებლობა ძალზე გაზვიადებული.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, ისრაელს აქვს საკმაოდ ეფექტური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მაგალითად, ფოლადის გუმბათი, მაგრამ ეს სისტემა ვერანაირად ვერ შეედრება თავის რუსულ ანლოგებს («С-300», «С-400», «Бук» და სხვები), რადგან მას მოქმედების მცირე არეალი აქვს.

"გარდა ამისა, საეჭვოა, რომ ისრელმა საქართველოს "ფოლადის გუმბათი" მისცეს. სწორედ ამიტომ თელ-ავივმა თბილისს ძველი საბჭოური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - «С-125»-ების, «С-75»-ების, «С-200»-ების და ზოგიერთი «Бук»-ისა და «Тор»-ის მოდერნიზება შესთავაზა. თუმცა ჩამოთვლილი მოდელები უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ საეჭვოა მოდერნიზაციით რამე ეშველოთ. ყველა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომლებიც ქართველებმა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მე-19 არმიის ლიკვიდაციის შემდეგ მიიღეს, დიდი ხანია უმოქმედოდ არიან, მათი "გაცოცხლება" და რეანიმირება რთულია. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში "სატირელ" მდგომარეობაში იყვნენ.

ერთადერთი, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება მოხერხდეს, ეს რაკეტის ფრენის სიშორის გაზრდაა - დღევანდელი 25 კილომეტრიდან სავარუდო 35 კილომეტრამდე, ანდა მეტი მობილურობისათვის სტაციონარული კომპლექსები მობილურები გახადონ, ანუ ბორბლებიან საწევარზე გადაიტანონ.

ასეა თუ ისე, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მცირე მანძილზე მოქმედებენ და მათი მოდერნიზება არანაირ ამინდს არ შექმნის. სხვა საქმეა, თუ ამერიკელები ქართველებს Patriot-ის სარაკეტო კომპლექსებს მისცემენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. დანარჩენი კი ნაგავია. მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა კრახის წინაშეა, იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს საჰაერო დაცვის აწყობილი სისტემა. ლოკალური ბაზები და აეროდრომები საქმეს ვერ შველიან, ხოლო სრულ რადიოლოკაციურ გადაფარვამდე, მართვისა და რეაგირების ერთიანი ცენტრალური პუნქტის შექმნამდე ქართველებს ჯერ კიდევ "შორი გზა" აქვთ გასავლელი.

რუსეთს თანამდროვე ჰაერსაწინააღმდეგო ძალები ჰყავს, რაც მას მაღალი ბრძოლისუნარიანობის შესაძლებლობას აძლევს. აქვე ვაღიარებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა შვიდი თვითმფრინავი იმიტომ დაკარგა, რომ ქართველებს «Бук»-ებით უკრაინელები დაეხმარნენ", - განაცხადა ბიჟევმა.

როგორც გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" («Комсомольтская правда») სამხედრო მიმომხილველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ვიქტორ ბარანეცმა "ფორბსის" სტატიის კომენტირებისას განაცხადა, თბილისს ქართული არმიის შეიარაღების მოდერნიზება აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე განმეორებითი თავდასხმისათვის სჭირდება. მისი თქმით, ცნობა ისრაელისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივის თაობაზე სკეპტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

"ფორბსის" სტატიის ავტორის ხმამაღალ განცხადებაში იმის თაობაზე, რომ თბილისის ისრაელთან თანამშრომლობა რუსეთის გამოწვევას ნიშნავს, უფრო მეტი პროპაგანდაა, ვიდრე რეალობა და საღი აზრი. საკითხი სულ სხვა რამეშია: თბილისს სულ უფრო მეტად უბიძგებენ დასავლეთისაკენ - საფრანგეთისკენ, ნატოსაკენ, ისრაელისკენ, ანუ ქართული არმიის რეფორმირება უცხოური ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება. საერთოდ, საქართველოს არმია უკვე დიდი ხანია უცხოური სახელმწიფოების დახმარების წყალობით არსებობს. თვით 2008 წლის წარმატებები, რომლის გახსენება ქართველებს ესოდენ უყვართ, უცხოური დახმარებითაა განპირობებული.

ის, რომ ისრაელი ქართული არმიის აღჭურვაში 2008 წლამდეც მონაწილეობდა, დიდი ხანია ცნობილია. იგივენაირად იქცევა დღეს უკრაინის არმიაც. ახალი არაფერი არ ხდება. საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას ისრაელის დახმარებით - რადარებით და მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემებით. უფრო მეტიც - სარაკეტო სისტემები ქართველებს უკვე აქვთ - თავის დროზე თბილისმა კიევისაგან "С-200"-ები შეიძინა, რომლის დახმარებით ჩვენი სტრატეგიული ზებგერითი რეაქტიული ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოაგდო.

თუმცა, პრინციპში, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული არმია ამჟამად ძლიერია. საქართველო მხოლოდ ნელ-ნელა აიარაღებს თავის სამხედრო ძალებს ნატოს სტანდარტებით. თბილისი ხომ ძალიან ოცნებობს ალიანსში გაწევრებაზე.

ქართველები რომ რაღაც-რაღაცეებს ყიდულობენ, ამაში საშიში არაფერია.

გარკვეული ანგარიშით, საქართველოს ახალი იარაღის შეძენა, ალბათ, კონკრეტული მიზნისათვის ჭირდება - აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრობლემის გადასაწყვეტად. მაგრამ ქართველების ოცნებას ახდენა არ უწერია - რუსეთი თბილისს ამის ნებას არ მისცემს.

მოკლედ, ჩვენთვის ქართული არმიის მოდერნიზება საფრთხის მომტანი არ არის. ჩვენ საქართველოსთან ომს არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ქართველები ისევ მიხეილ სააკაშვილის გზით წავლენ და აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთზე ძალას გამოიყენებენ, ჩვენ მათ ცხვირს დავუნაყავთ, თუნდაც ისრაელის რაკეტები ჰქონდეთ. ასე რომ, ხმამაღალი განცხადებები - თითქოსდა თბილისის რუსეთის გამოსაწვევად მოქმედებსო, ეს წვრილმანი იდეოლოგიური ლოზუნგია, რომელშიც უფრო მეტი სამხედრო-პოლიტიკური იქედნობაა, ვიდრე პრაქტიკული აზრი. ამიტომაც საქართველო ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის საშიში".

"ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის განცხადება, რომ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები მზად არიან რუსულ ავიაციას სისხლი ადინონო, ეს მხოლოდ ებრაული წარმოების იარაღის რეკლამაა, რომელიც რეალობისაგან ძალიან შორს არის", - განუცხადა რუსულ გამოცემა «Экономика сегодня»-ს სამხედრო ექსპერტმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ვიქტორ ლიტოვკინმა.

"ამერიკელი ავტორის განცხადება უპირველესად ისრაელის კომპანიის სასარგებლოდაა მიმართული და მის განდიდებას ემსახურება - თითქოსდა "რაფაელის" დახმარებით საქართველოს თავის სამხედრო პოტენციალს ისე გაზრდის, რომ რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, კონფლიქტის შემთხვევაში, მაგრამ ეს ასე არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მხოლოდ იმ პარტნიორის არჩევა შეუძლია, რომელისაც ვაშინგტონი შეურჩევს. ასეთი ქვეყნების სია კი ძალიან შეზღუდულია. ქართველებს, პრინციპში, ასარჩევი არაფერი აქვთ, რადგან რუსული შედარებით იაფი, მაგრამ ზუსტი სარაგეტო სისტემების ყიდვა მათთვის აკრძალულია, ამერიკული კი ძვირია. თვით ისრაელის "რაფაელი", ერთი შეხედვით, ცუდი ხარისხის არ არის, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ არაბული ღაზის სექტორიდან ისრაელისაკენ პერიოდულად რაკეტები ფრენენ და ქალაქების თავზე ფეთქდებიან, მაშინ უკვე ეჭვები იბადება. ისრაელს არ აქვს ღრმად ეშელონური ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა. ესე იგი, მსგავსის დანერგვა საქართველოში წამგებიანი იქნება, რუსეთი მათ იოლად გაანადგურებს.

არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის. საქართველომ თუნდაც მოდერნიზება განახორციელოს, მის სარაკეტო სისტემების განადგურება სერგეი შოიგუს სამხედრო-კოსმოსური ძალებისათვის ერთი წამის საქმეა. ამაში არანაირი საიდუმლო არ არის. თუ თბილისის განმეორებით შეეცდება სოხუმზე და ცხინვალზე თავდასხმას, რუსეთი ავიაციას აღარ გამოიყენებს, პირდაპირ "ისკანდერებს" და "ტორნადოებს" გაუშვებს საქართველოსკენ. საქართველოს ასევე უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს ზებგერითი საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "ხანჯალი", რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს...", - აცხადებს ვიქტორ ლიტოვკინი.

ავტორი: სიმონ კილაძე

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით