ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია ერთი ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და 1 წლის ბავშვი. ისინი ამ წუთებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
,,რაც შეეხება ოჯახის მეოთხე წევრს, 3 წლის პატარას, ამ წუთებში ტემპერატურა მასაც უფიქსირდება და სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად მასაც გადაიყვანენ ქუთაისში", -აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახის დაინფიცირება, ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება
ოზურგეთში ამ დროისთვის, ,კოვიდ 19"-ის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. გურიაში ჯამში 28 პირია ინფიცირებული.