საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა
"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

დღეს გორ­ში 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი დაკ­რძა­ლეს. ბიჭი სამი თვე ებ­რძო­და სიკ­ვდილს. 9 ივ­ნისს, რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერეკ­ლეს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ის გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი, მოკ­რი­ვე თა­რაშ კან­დე­ლა­კი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლის დღეს­ვე და­ა­კა­ვეს. სწო­რედ მის მა­მას, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ეკუთ­ვნის აღ­ნიშ­ნუ­ლი რეს­ტო­რა­ნი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, რეს­ტო­რან­თან გა­მარ­თულ ჩხუბ­ში 20-მდე პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნას­ვამ­მა თა­რაშ კან­დე­ლაკ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 3-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თა­რაშ კან­დე­ლა­კი ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. დღეს ერეკ­ლეს დაკ­რძალ­ვას და­ემ­თხვა თა­რაშ კან­დე­ლა­კის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გორ­ში, დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტარ­და. სხდო­მას პა­ტი­მა­რი ცი­ხი­დან ჩა­ერ­თო.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლეს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის სა­კი­თხზეც უნდა ემ­სჯე­ლა, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლის თხოვ­ნით, გი­რა­ოს სა­კი­თხი დღეს არ გან­ხი­ლუ­ლა და კან­დე­ლა­კი პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩა. მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 28 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა.

ბრალ­დე­ბულ თა­რაშ კან­დე­ლა­კის ად­ვო­კა­ტი ლანა ცერ­ცვა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბი­ჭის სიკ­ვდი­ლი მის­თვის მი­ყე­ნე­ბულ პირ­ვე­ლად და­ზი­ა­ნე­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის.

- პირ­ვე­ლად ტრავ­მას­თან პა­ცი­ენ­ტის დამ­ძი­მე­ბა და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა კავ­შირ­ში არ არის. კლი­ნი­კი­დან პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­ე­წე­რა და მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მი­დი­ო­და სხვა კლი­ნი­კა­ში. იქ გარ­თულ­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი სიკ­ვდი­ლი ას­ფიქ­სი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია, ასე­ვე მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ანუ სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი რაც დაც­ვის მხა­რეს უკვე აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი და წარ­ვად­გენთ სა­სა­მარ­თლო­ში. გარ­და ამი­სა, პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო უკვე დას­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ზე ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მი­ზე­ზობ­რი­ვი კავ­ში­რი ტრავ­მა­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან არ გვაქვს.

- ერეკ­ლე ხომ გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა...

- პა­ცი­ენ­ტი გო­რი­დან როცა გად­მო­ვი­და კლი­ნი­კა "ჯერ­არსში", იქაც გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია, მერე წა­მო­ვი­და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა. გი­დას­ტუ­რებთ, რომ ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა პა­ცი­ენტს ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი ჰქონ­და და სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბი ნორ­მას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ამა­ზე გვაქვს ექი­მის ჩვე­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი. ის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ წა­იყ­ვა­ნეს სხვა კლი­ნი­კა­ში, იქ პა­ცი­ენ­ტი და­უმ­ძიმ­და თა­ვად მედ­პუნ­ქტს. გა­მო­ძი­ე­ბა უნდა წა­რი­მარ­თოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე.

- დღეს თა­რაშ კან­დე­ლა­კი ცი­ხი­დან ჩა­ერ­თო, მან და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია პრო­ცეს­ზე? ის და­ნა­შა­ულს ისევ არ აღი­ა­რებს?

- ფაქ­ტის ირ­გვლივ ვი­ტყვი, რომ მიმ­დი­ნა­რე ჩხუბ­ში კან­დე­ლა­კი ჩა­ერ­თო მხო­ლოდ გაშ­ვე­ლე­ბის მიზ­ნით. მი­ნი­მუმ 15 კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩხუბ­ში, მაგ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს არ მო­უხ­დე­ნია ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ არის. არა­ერ­თი მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ თა­რაშ კან­დე­ლა­კი მხო­ლოდ აშ­ვე­ლებ­და. მას ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია იყო, რომ არ შეც­ვლი­ლი­ყო მისი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა და დარ­ჩა პა­ტიმ­რო­ბა­ში, ეს მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ი­თხო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლად ტრავ­მას­თან ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

- დუ­მი­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ნიშ­ნავს რომ და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს?

- სა­და­ვოა გან­ზრახ­ვის ნა­წილ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცია. მას ედა­ვე­ბი­ან ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, არა­და არ ჰქო­ნია არა­ვი­თა­რი გან­ზრახ­ვა, რომ და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და მათ. უბ­რა­ლოდ გაშ­ვე­ლე­ბის მიზ­ნით ჩა­ერ­თო.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის, ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილს, ად­ვო­კატ თა­მარ თედ­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი:

- დღეს დავ­კრძა­ლეთ ერეკ­ლე. ძა­ლი­ან მძი­მე იყო მთე­ლი სამი თვე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი ის იყო, მხო­ლოდ თვა­ლე­ბი ჰქონ­და გა­ხე­ლი­ლი, ისე გარ­და­იც­ვა­ლა გონ­ზე არ მო­სუ­ლა. სა­ოც­რად ჭკვი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი ბიჭი იყო, ყვე­ლა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბით შემ­კო­ბი­ლი. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი რომ არის, იმი­ტომ არ ვამ­ბობ ამას. მარ­თლა უკარ­გე­სი იყო. პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი. ამ დღე­ებ­ში 19 წლის გახ­დე­ბო­და.

- თქვენ ხომ არ ეს­წრე­ბო­დით საქ­მის გან­ხილ­ვას?

- დღეს დაკ­რძალ­ვა იყო და არ ვეს­წრე­ბო­დი. რო­გორც ვიცი, წი­ნა­სა­სა­მარ­თლოს ხდო­მა ჩა­ტარ­და, ბრალ­დე­ბულს უარი უთ­ქვამს აღ­მკვე­თის შეც­ვლა­ზე. დღეს დაკ­რძალ­ვა იყო და სა­ერ­თოდ არ ვა­ყე­ნებ ამ სა­კითხს, რომ გი­რა­ო­თი გა­მიშ­ვა­თო.

სას­ჯე­ლაღ­რუ­ლე­ბი­დან ჩა­ერ­თო დის­ტან­ცი­უ­რად პრო­ცეს­ზე. რო­გორც ვიცი, მისი პო­ზი­ცი­აა რომ არ ახ­სოვს იმ დღეს რა მოხ­და. პირ­ველ ეტაპ­ზე ასე ამ­ბობ­და და პრო­კუ­რო­რის პრე­ტენ­ზია მის მი­მართ სწო­რედ ის იყო, რომ არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან. დაც­ვის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს.

- ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად ტრავ­მას­თან... მა­შინ გა­მო­დის ექი­მე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა?

- ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და მოხმდე­ბა შე­ფა­სე­ბა და დად­გინ­დე­ბა, რა გახ­და ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი. პირ­ვე­ლი­ვე დღეს, როცა ფაქ­ტი მოხ­და, ექი­მის შე­ფა­სე­ბა იყო, რომ ერეკ­ლეს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იყო სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, ეს და­დას­ტურ­და, ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა.

არა­და ამ შე­ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად "ჯერ­არ­სის" კლი­ნი­კა­ში ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, სტა­ბი­ლუ­რია მდგო­მა­რე­ო­ბა და არ და­ი­ღუ­პე­ბაო. ბო­ლოს ოჯახს უთხრეს, ერეკ­ლეს მკურ­ნა­ლო­ბა ჩვენ­თან დას­რულ­და, უკვე ყვე­ლა­ფე­რი ამო­წუ­რეს და მათი აღარ იყო ეს პა­ცი­ენ­ტი. შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნოთ, ან სახ­ლში წა­იყ­ვა­ნო­თო. ბავ­შვს რო­მე­ლიც გა­თი­შუ­ლი იყო და გო­ნე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ მო­სუ­ლა, სახ­ლში რო­გორ წა­ვიყ­ვან­დით და ამი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნეს "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში".

ფაქ­ტობ­რი­ვად, ცო­ცხალ-მკვდა­რი ბავ­შვი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ პირ­და­პირ რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან ისე, რომ პა­ლა­ტა­ში სა­ერ­თოდ არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. ცო­ცხალ-მკვდარს რომ და­უ­ნიშ­ნა­ვენ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო. მხო­ლოდ თვა­ლე­ბი ჰქონ­და გა­ხე­ლი­ლი, არ ჰქონ­და ცნო­ბი­ე­რე­ბა, ვერ ჭამ­და, ვერ დგე­ბო­და, მი­ლე­ბი ჰქონ­და ჩად­გმუ­ლი. იმ ტრავ­მის შემ­დეგ, სა­ნამ გა­უძ­ლო მის­მა ორ­გა­ნიზ­მმა, იცო­ცხლა. კომ­პლექ­სუ­რი ექპერ­ტი­ზა იყო და­ნიშ­ნუ­ლი და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის შემ­დეგ ალ­ბათ კლი­ნი­კე­ბიც ეც­დე­ბი­ან, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვან და ვნა­ხოთ რას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა. ოჯახს შე­კი­თხვე­ბი აქვს კლი­ნი­კას­თა­ნაც. თუკი არ იყო ის შემ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ამის­თვის, რა­ტომ გა­მო­წე­რეს, 3 დღე­ში ნი­უ­ჰოს­პი­ტალ­ში დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და ისევ ჯერ­არსში გარ­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

- თა­რაშ კან­დე­ლა­კის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბას ითხოვთ?

-ის მუხ­ლი რაც ჰქონ­და აქამ­დე წარ­დგე­ნი­ლი, სწო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცია იყო, მაგ­რამ ახლა დად­გა ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ამა­ზე მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა და ეს უკვე სხვა კვა­ლი­ფი­კა­ცი­აა. პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ­სჯე­ლებს ამა­ზე. ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იმ­დე­ნად ტრა­გი­კუ­ლია, ალ­ბათ და­ის­ჯე­ბა. კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი, იმა­ზე, რაც არის მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის შემ­დეგ ბავ­შვი ფაქ­ტობ­რი­ვად გარ­დაც­ვლი­ლი იყო, უბ­რა­ლოდ ებ­რძო­და ორ­გა­ნიზ­მი და რამ­დე­ნი ხა­ნიც გა­უძ­ლო იმ­დენ­ხანს იცო­ცხლა. თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ისე­თი სიმ­ძი­მის იყო, ექი­მი თა­ვი­დან­ვე ამ­ბობ­და, რომ ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. და­ზი­ა­ნე­ბა ბრალ­დე­ბულ­მა კან­დე­ლაკ­მა მი­ა­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით იკ­ვე­თე­ბა ეს და არი­ან საქ­მე­ში მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ თა­რაშ­მა მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა ჩვენ­თვის ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
4

 ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული? ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა? წიწილასავით მოკლავენ და პასუხისმგებლობა არავის უნდა? იქეთ შქარაშვილის მკვლელებ იძახიან არ ვართ მკვლელებიო. აქეთ ეს კანდელაკი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? აქ კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან ფაქტია, მიზნობრივად გაწერა რეაბილიტაციაზე ცოცხალ-მკვდარი ბავშვი, სწორედ იმიტომ რომ დაცვის მხარისთვის ეს ცნობა მიეცა. სამარცხვინო კლინიკა, სამარცხვონო იქნება მართლმსაჯულებაც თუ ამ საქმეს არ გამოიძიებს და მკვლელს არ დასჯის. 

მწარე
30

მოუკვდი დედას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

დღეს გორში 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დაკრძალეს. ბიჭი სამი თვე ებრძოდა სიკვდილს. 9 ივნისს, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერეკლეს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი ძალოვნებმა დანაშაულის დღესვე დააკავეს. სწორედ მის მამას, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის აღნიშნული რესტორანი.

როგორც ამბობენ, რესტორანთან გამართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამმა თარაშ კანდელაკმა შელაპარაკებისას, ერეკლე თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. წაყენებული ბრალი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თარაშ კანდელაკი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დღეს ერეკლეს დაკრძალვას დაემთხვა თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი, რომელიც გორში, დისტანციურად ჩატარდა. სხდომას პატიმარი ციხიდან ჩაერთო.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზეც უნდა ემსჯელა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულის თხოვნით, გირაოს საკითხი დღეს არ განხილულა და კანდელაკი პატიმრობაში დარჩა. მორიგი სასამართლო სხდომა 28 სექტემბერს ჩაინიშნა.

ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ადვოკატი ლანა ცერცვაძე ირწმუნება, რომ ბიჭის სიკვდილი მისთვის მიყენებულ პირველად დაზიანებასთან კავშირში არ არის.

- პირველად ტრავმასთან პაციენტის დამძიმება და მისი გარდაცვალება კავშირში არ არის. კლინიკიდან პაციენტი რეაბილიტაციისთვის გაეწერა და მისი რეაბილიტაცია მიდიოდა სხვა კლინიკაში. იქ გართულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სიკვდილი ასფიქსიასთან არის დაკავშირებული. ამის დამადასტურებელია, როგორც სამედიცინო ისტორია, ასევე მოწმეთა ჩვენებები, ანუ სამედიცინო პუნქტიდან მიღებული ჩვენებები რაც დაცვის მხარეს უკვე აქვს მოპოვებული და წარვადგენთ სასამართლოში. გარდა ამისა, პროცესუალურად შეუძლებელი იყო უკვე დასრულებულ საქმეზე ბრალის დამძიმება მომხდარიყო. მიზეზობრივი კავშირი ტრავმასა და გარდაცვალებასთან არ გვაქვს.

- ერეკლე ხომ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...

- პაციენტი გორიდან როცა გადმოვიდა კლინიკა "ჯერარსში", იქაც გაუკეთდა ოპერაცია, მერე წამოვიდა დადებითი დინამიკა. გიდასტურებთ, რომ ვერბალური კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პაციენტს ჟესტიკულაციური ფუნქციები ჰქონდა და სასიცოცხლო ფუნქციები ნორმას შეესაბამებოდა. ამაზე გვაქვს ექიმის ჩვენება მოპოვებული. ის სარეაბილიტაციოდ წაიყვანეს სხვა კლინიკაში, იქ პაციენტი დაუმძიმდა თავად მედპუნქტს. გამოძიება უნდა წარიმართოს გარდაცვალების მიზეზებზე.

- დღეს თარაშ კანდელაკი ციხიდან ჩაერთო, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია პროცესზე? ის დანაშაულს ისევ არ აღიარებს?

- ფაქტის ირგვლივ ვიტყვი, რომ მიმდინარე ჩხუბში კანდელაკი ჩაერთო მხოლოდ გაშველების მიზნით. მინიმუმ 15 კაცი მონაწილეობდა ჩხუბში, მაგრამ საგამოძიებო ორგანოს არ მოუხდენია ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული არ არის. არაერთი მოწმე ადასტურებს, რომ თარაშ კანდელაკი მხოლოდ აშველებდა. მას ამ დრომდე დუმილის უფლება აქვს გამოყენებული. დღეს ბრალდებულის პოზიცია იყო, რომ არ შეცვლილიყო მისი აღმკვეთი ღონისძიება და დარჩა პატიმრობაში, ეს მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ტრავმასთან ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ აქვს.

- დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს რომ დანაშაულს არ აღიარებს?

- სადავოა განზრახვის ნაწილში კვალიფიკაცია. მას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, არადა არ ჰქონია არავითარი განზრახვა, რომ დაზიანება მიეყენებინა. საერთოდ არ იცნობდა მათ. უბრალოდ გაშველების მიზნით ჩაერთო.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს, რომელიც გამოძიების პროცესშია ჩართული:

- დღეს დავკრძალეთ ერეკლე. ძალიან მძიმე იყო მთელი სამი თვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნიშნები ის იყო, მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი, ისე გარდაიცვალა გონზე არ მოსულა. საოცრად ჭკვიანი, განათლებული, კეთილშობილი ბიჭი იყო, ყველანაირი დადებითი თვისებით შემკობილი. ჩემი ბიძაშვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ ამას. მართლა უკარგესი იყო. პირველი კურსის სტუდენტი. ამ დღეებში 19 წლის გახდებოდა.

- თქვენ ხომ არ ესწრებოდით საქმის განხილვას?

- დღეს დაკრძალვა იყო და არ ვესწრებოდი. როგორც ვიცი, წინასასამართლოს ხდომა ჩატარდა, ბრალდებულს უარი უთქვამს აღმკვეთის შეცვლაზე. დღეს დაკრძალვა იყო და საერთოდ არ ვაყენებ ამ საკითხს, რომ გირაოთი გამიშვათო.

სასჯელაღრულებიდან ჩაერთო დისტანციურად პროცესზე. როგორც ვიცი, მისი პოზიციაა რომ არ ახსოვს იმ დღეს რა მოხდა. პირველ ეტაპზე ასე ამბობდა და პროკურორის პრეტენზია მის მიმართ სწორედ ის იყო, რომ არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ აღიარებდა დანაშაულს.

- ადვოკატი ამბობს, რომ გარდაცვალება არ არის დაკავშირებული პირველად ტრავმასთან... მაშინ გამოდის ექიმების ბრალეულობა?

- ერეკლეს გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები და მოხმდება შეფასება და დადგინდება, რა გახდა ბავშვის სიკვდილის მიზეზი. პირველივე დღეს, როცა ფაქტი მოხდა, ექიმის შეფასება იყო, რომ ერეკლესთვის მიყენებული დაზიანებები იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და სამწუხაროდ, ეს დადასტურდა, ბავშვი გარდაიცვალა.

არადა ამ შეფასების მიუხედავად "ჯერარსის" კლინიკაში ექიმები ამბობდნენ, სტაბილურია მდგომარეობა და არ დაიღუპებაო. ბოლოს ოჯახს უთხრეს, ერეკლეს მკურნალობა ჩვენთან დასრულდა, უკვე ყველაფერი ამოწურეს და მათი აღარ იყო ეს პაციენტი. შემდგომი რეაბილიტაციისთვის შეგიძლიათ სხვაგან გადაიყვანოთ, ან სახლში წაიყვანოთო. ბავშვს რომელიც გათიშული იყო და გონებაზე საერთოდ არ მოსულა, სახლში როგორ წავიყვანდით და ამიტომ გადაიყვანეს "ნიუ ჰოსპიტალში".

ფაქტობრივად, ცოცხალ-მკვდარი ბავშვი გამოვიყვანეთ პირდაპირ რეანიმაციიდან ისე, რომ პალატაში საერთოდ არ გადაუყვანიათ. ცოცხალ-მკვდარს რომ დაუნიშნავენ რეაბილიტაციას, დაახლოებით ასეთი ვითარება იყო. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი, არ ჰქონდა ცნობიერება, ვერ ჭამდა, ვერ დგებოდა, მილები ჰქონდა ჩადგმული. იმ ტრავმის შემდეგ, სანამ გაუძლო მისმა ორგანიზმმა, იცოცხლა. კომპლექსური ექპერტიზა იყო დანიშნული და გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ალბათ კლინიკებიც ეცდებიან, საკუთარი ინტერესები დაიცვან და ვნახოთ რას დაადგენს გამოძიება. ოჯახს შეკითხვები აქვს კლინიკასთანაც. თუკი არ იყო ის შემზადებული ბავშვის ორგანიზმი ამისთვის, რატომ გამოწერეს, 3 დღეში ნიუჰოსპიტალში დამძიმდა მდგომარეობა და ისევ ჯერარსში გარდაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

- თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვთ?

-ის მუხლი რაც ჰქონდა აქამდე წარდგენილი, სწორი კვალიფიკაცია იყო, მაგრამ ახლა დადგა ბავშვის გარდაცვალება, ამაზე მიდის გამოძიება და ეს უკვე სხვა კვალიფიკაციაა. პროკურატურა იმსჯელებს ამაზე. ბავშვის გარდაცვალება იმდენად ტრაგიკულია, ალბათ დაისჯება. კანონის შესაბამისად ყველამ უნდა აგოს პასუხი, იმაზე, რაც არის მისი ბრალეულობა.

მიყენებული ტრავმის შემდეგ ბავშვი ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო, უბრალოდ ებრძოდა ორგანიზმი და რამდენი ხანიც გაუძლო იმდენხანს იცოცხლა. თავის არეში მიყენებული დაზიანება ისეთი სიმძიმის იყო, ექიმი თავიდანვე ამბობდა, რომ ვერ გადარჩებოდა. დაზიანება ბრალდებულმა კანდელაკმა მიაყენა. გამოძიებით იკვეთება ეს და არიან საქმეში მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ თარაშმა მიაყენა დაზიანება. უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის ერეკლეს გარდაცვალება.

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

"მოლოდინი გვაქვს, რომ იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეზე 6-ვე ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას მისცემს" - პროკურორი

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი