მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია
"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია

"და­ა­ვა­ლე მი­შას" - "ნა­ცი­ონ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ახალ კამ­პა­ნი­ას იწყებს, რის თა­ო­ბა­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და .

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით პარ­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი უკვე აქ­ტი­უ­რად მარ­თა­ვენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და ხვდე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. ისი­ნი შე­მო­ივ­ლი­ან სოფ­ლებს, ქა­ლა­ქებს, რა­ი­ო­ნებს, მი­ი­ღე­ბენ და­ვა­ლე­ბებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, თუ რა სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა მი­აჩ­ნი­ათ აუ­ცი­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ და ეს მო­თხოვ­ნე­ბი გა­და­ე­ცე­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

"დღეს ჩვენ ვი­წყებთ ახალ კამ­პა­ნი­ას "და­ა­ვა­ლე მი­შას", რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ­თვის ახლა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, თქვენ რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ. ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ჩვე­ნი კან­დი­და­ტის­გან... ჩვენ ვდებთ პი­რო­ბას, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ თქვე­ნი რჩე­ვე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა გზამ­კვლე­ვი იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას, რაც აქვს მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს და­ვა­ლე­ბე­ბი გა­და­ე­ცე­მა ჩვენს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს და შემ­დეგ უკვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვად მო­გახ­სე­ნებთ თა­ვის მო­საზ­რე­ბას და თა­ვის გეგ­მას, თუ რო­გორ უნდა გა­და­იჭ­რას ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დაგ­რო­ვი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ჩვენ ერ­თად უნდა ავა­შე­ნოთ მდი­და­რი სა­ქარ­თვე­ლო, ამა­ში თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამი­ტომ ვე­ლით თქვენ­გან და­ვა­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ "ძალა ერ­თო­ბა­შია" 7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
82

მართალია ზალიკო, უნდა დაავალო იმას, ვინც იცი რომ გამკეთებელია!!!!! ფაქტები უამრავია !!!!! არ მაინტერესებს გოგა ხაინდრავას და ბედუკაძის , კრემლის და ირმა ინაშვილის დაკვეთით გადაღებული " ციხის კადრები." ხოლო მათ, ვისთვისაც ოღინდაც არა მიშა და იყოს თუნდაც გრიშა და კიდევ უფრო უარესად ვიცხოვრებთ, ციხის და ფსიქიატრიულის კარები ღია იქნება. 

თამუნა
99

რა იცის ამ კაცმა ეს გულის აჩუყება, დიდი მსუქანი ბავშვივითაა, პირდაპირ გული დამეწვა))D 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია

"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია

"დაავალე მიშას" - "ნაციონლური მოძრაობა" ამ სახელწოდებით ახალ კამპანიას იწყებს, რის თაობაზეც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და ხვდებიან მოსახლეობას. ისინი შემოივლიან სოფლებს, ქალაქებს, რაიონებს, მიიღებენ დავალებებს მოქალაქეებისგან, თუ რა საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ აუცილებლად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ეს მოთხოვნები გადაეცემა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს.

"დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას "დაავალე მიშას", რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ "ნაციონალური მოძრაობისგან" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ პრემიერ-მინისტრობის ჩვენი კანდიდატისგან... ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენი რჩევები და დავალებები იქნება გზამკვლევი იმ პრობლემების გადაჭრისას, რაც აქვს მოსახლეობას. ეს დავალებები გადაეცემა ჩვენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო, ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ველით თქვენგან დავალებებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"