მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა
პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

აშშ-ში, პიტსბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბი­ო­მო­ლე­კუ­ლა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ანე­იტ­რა­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს.

პიტსბურ­გის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის მკვლე­ვარ­თა მიგ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რია ჟურ­ნალ Cell-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ საქ­მე შე­ე­ხე­ბა შე­ნა­ერ­თს, რო­მე­ლიც სრუ­ლი ზო­მის ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე 10-ჯერ უფრო მცი­რე ზო­მი­საა და მას COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ Ab8-ის შე­საქ­ნე­ლად იყე­ნე­ბენ.

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ რო­გორც თე­რა­პი­უ­ლი, ასე­ვე პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით თაგ­ვებ­სა და ზა­ზუ­ნებ­ში. ცდა ჯერ მხო­ლოდ ცხო­ვე­ლებ­ზე ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მეც­ნი­ერ­თა თქმით, პრე­პა­რატს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­იც­ვას კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან და ასე­ვე გან­კურ­ნოს უკვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბიც.

“Ab8-ს არა მხო­ლოდ COVID-19-ის თე­რა­პი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, არა­მედ შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ა­ვად­ნენ კო­რო­ნა­ვირუ­სით“, - ამ­ბობს კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი ჯონ მე­ლორ­სი.

უფრო მეტი დე­ტა­ლი პრე­პა­რა­ტი­სა და ბი­ო­მო­ლე­კუ­ლის შე­სა­ხებ ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი იმე­დი­ა­ნად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დით ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნილ ვაქ­ცი­ნას უყუ­რე­ბენ. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი შე­ჩერ­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე კვლე­ვა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

თუ ვინმე გვიშველი, ძეგლი ეკუთვნის, ნობელის პრემიაც და მთელი მსოფლიო მადლობელი იქნება . 

!!!
0

ღმერთმა ქნას მალე დასრულდეს ეს ჟამიანობა. დასრულდება რათქმაუნდა, მაგრამ ბევრჯერ დაგვწყდება გული დაკარგულ ადამიანებზე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

აშშ-ში, პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც მთლიანად ანეიტრალებს კორონავირუსის ახალ შტამს.

პიტსბურგის მედიცინის სკოლის მკვლევართა მიგნებაზე საუბარია ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე შეეხება შენაერთს, რომელიც სრული ზომის ანტისხეულებზე 10-ჯერ უფრო მცირე ზომისაა და მას COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქნელად იყენებენ.

მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა COVID-19-ის წინააღმდეგ როგორც თერაპიული, ასევე პროფილაქტიკური დანიშნულებით თაგვებსა და ზაზუნებში. ცდა ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა, თუმცა მეცნიერთა თქმით, პრეპარატს აქვს პოტენციალი, რომ ადამიანები დაიცვას კორონავირუსით ინფიცირებისგან და ასევე განკურნოს უკვე დაინფიცირებულებიც.

“Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი აქვს, არამედ შესაძლებელია მისი გამოყენება იმ მიზნით, რომ ადამიანები არ დაავადნენ კორონავირუსით“, - ამბობს კვლევის თანაავტორი ჯონ მელორსი.

უფრო მეტი დეტალი პრეპარატისა და ბიომოლეკულის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილნი.

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა არ არსებობს. ყველაზე დიდი იმედით ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილ ვაქცინას უყურებენ. მართალია, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევები შეჩერდა, თუმცა ამ ეტაპზე კვლევა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

"საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"დეილი მეილის" ცნობით, პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს - რას ამბობენ კრემლში პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე არსებულ ინფორმაციაზე