ავტორი:

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება - 124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 - თბილისი, 13 - იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი - ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია - ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავში, სამი კი გარდაბანში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რუსთავში დადასტურებული შემთხვევა კლინიკათა ქსელ „ავერსის“ რუსთავის ფილიალის კლასტერს მიეკუთვნება, გარდაბანში, ერთი - დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ორზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.

„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში რუსთავიდან გადაგზავნილი 150 ნიმუშიდან ყველა უარყოფითი იყო კორონავირუსზე, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი „ავერსის“ კლასტერს მიეკუთვნება და ინფიცირებული პირის კონტაქტია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ამიტომ კონტაქტები გამორიცხულია. რაც შეეხება გარდაბანს, ერთი უკვე დადასტურებულ პირთან კონტაქტია, 2-ზე ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?