კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები
ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

ჰაბ­ლის ტე­ლეს­კო­პი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, NASA-მ 1990 წელს გა­უშ­ვა ორ­ბი­ტა­ზე. მას შემ­დეგ, დე­და­მი­წა­ზე კოს­მო­სი­დან ის ბევრ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გზავ­ნის. ასე­ვე გზავ­ნის შთამ­ბეჭ­დავ ფო­ტო­ე­ბაც, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კოს­მო­სურ სამ­ყა­რო­ზე წარ­მოდ­გე­ნა გვექ­მნე­ბა.

ჰაბ­ლის ტე­ლეს­კო­პის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ახა­ლი ფოტო ულა­მა­ზე­სია და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. სუ­რათ­ზე ათა­სო­ბით ფე­რა­დი ვარ­სკვლა­ვის გრო­ვაა აღ­ბეჭ­დი­ლი და თან ისე, რომ იქ­მნე­ბა ილუ­ზია, თით­ქოს მათ შო­რის მან­ძი­ლი უმ­ცი­რე­სია.

"თით­ქოს ფუტკრე­ბი სკა­ში ირე­ვი­ან“, - ასე აღ­წე­რენ მეც­ნი­ე­რე­ბი სუ­რათს.

რო­გორც BBC წერს, ვარ­სკვლა­ვე­ბის ფე­რებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ამ ფო­ტო­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გა­დაა ასა­ხუ­ლი. აქ შე­ნიშ­ნავთ ცის­ფერ ვარ­სკვლა­ვებ­სა და ულტრა­ი­ის­ფერ შუქ­ში გარ­და­მა­ვალ კაშ­კა­შა ფე­რის ვარ­სკვლა­ვებს, ასე­ვე ხე­დავთ წი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვებ­საც.

ევ­რო­პის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ ვარ­სკვლა­ვე­ბის მსგავ­სი გან­ლა­გე­ბის დროს საქ­მე გვაქვს ერთ პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­ნილ ვარ­სკვლა­ვებ­თან, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას "უჩ­ვე­უ­ლოს“ უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე ეხე­ბო­დეს ვარ­კვლა­ვე­ბის ორ სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­ცი­ას, რო­მელ­თა წარ­მოქ­მნას შო­რის სა­ვა­რა­უ­დოდ მი­ლი­ო­ნო­ბით წლე­ბია.

ჰაბ­ლის ტე­ლეს­კო­პი NASA-მ ორ­ბი­ტა­ზე 30 წლის წინ გა­უშ­ვა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის დე­და­მი­წა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და შთამ­ბეჭ­დავ ფო­ტო­ებს გზავ­ნის. ტე­ლეს­კოპს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღოს ინფრა­წი­თე­ლი გა­ნა­თე­ბით, სწო­რედ ამის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ნის­ლი­სა და მტვრის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და­ნახ­ვა.

ტე­ლეს­კო­პი 13.3 მეტ­რის სიგ­რძი­საა და და­ახ­ლო­ე­ბით 11 ტო­ნას იწო­ნის.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ტე­ლეს­კო­პის მიერ კოს­მო­სი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სხვა ფო­ტო­ე­ბიც:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

ჰაბლის ტელესკოპი, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, NASA-მ 1990 წელს გაუშვა ორბიტაზე. მას შემდეგ, დედამიწაზე კოსმოსიდან ის ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გზავნის. ასევე გზავნის შთამბეჭდავ ფოტოებაც, რომელთა საშუალებითაც კოსმოსურ სამყაროზე წარმოდგენა გვექმნება.

ჰაბლის ტელესკოპის მიერ გამოგზავნილი ახალი ფოტო ულამაზესია და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. სურათზე ათასობით ფერადი ვარსკვლავის გროვაა აღბეჭდილი და თან ისე, რომ იქმნება ილუზია, თითქოს მათ შორის მანძილი უმცირესია.

"თითქოს ფუტკრები სკაში ირევიან“, - ასე აღწერენ მეცნიერები სურათს.

როგორც BBC წერს, ვარსკვლავების ფერებს შორის განსხვავება ამ ფოტოზე ყველაზე კარგადაა ასახული. აქ შენიშნავთ ცისფერ ვარსკვლავებსა და ულტრაიისფერ შუქში გარდამავალ კაშკაშა ფერის ვარსკვლავებს, ასევე ხედავთ წითელი შეფერილობის ვარსკვლავებსაც.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ვარსკვლავების მსგავსი განლაგების დროს საქმე გვაქვს ერთ პერიოდში გაჩენილ ვარსკვლავებთან, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევას "უჩვეულოს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ვარკვლავების ორ სხვადასხვა პოპულაციას, რომელთა წარმოქმნას შორის სავარაუდოდ მილიონობით წლებია.

ჰაბლის ტელესკოპი NASA-მ ორბიტაზე 30 წლის წინ გაუშვა და ამ დროის განმავლობაში ის დედამიწაზე ინფორმაციასა და შთამბეჭდავ ფოტოებს გზავნის. ტელესკოპს აქვს შესაძლებლობა, რომ ფოტოები გადაიღოს ინფრაწითელი განათებით, სწორედ ამის გამო შესაძლებელი ხდება ნისლისა და მტვრის მიღმა არსებული ობიექტების დანახვა.

ტელესკოპი 13.3 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 11 ტონას იწონის.

დაათვალიერეთ ტელესკოპის მიერ კოსმოსიდან გამოგზავნილი სხვა ფოტოებიც:

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს" - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები