მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო
"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

მას მერე, რაც მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, მა­ლე­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბო­ბენ ასე­ვე უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი მა­ში­ნაც და ახ­ლაც უამ­რავ კი­თხვას იწ­ვევს. რას ნიშ­ნავს ასიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტი, რა იწ­ვევს ამას, ტო­ვებს თუ არა ვირუ­სი ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბას? - ამ კი­თხვებ­ზე Ambebi.ge-ს ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი პა­სუ­ხო­ბენ.

"COVID-19 შე­საძ­ლოა, მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ასიმპტო­მუ­რად, მსუ­ბუ­ქად, სა­შუ­ა­ლოდ ან მძი­მედ. უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტი ესაა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი აქვს, ანუ კლი­ნი­კუ­რად ჯან­მრთე­ლია. მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ იწ­ვევს ეს ვირუ­სი ზოგ ადა­მი­ან­ში მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, ზოგ­ში კი - მი­ნი­მა­ლურ სიმპტო­მებს ან უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, დღე­ი­სათ­ვის უც­ნო­ბია... თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ასა­კო­ვან და გარ­კვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში მას მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, ხოლო ბავ­შვებ­სა და ჯან­მრთელ ახალ­გაზ­რდებ­ში - უსიმპტო­მო ან მსუ­ბუ­ქი", - გვე­უბ­ნე­ბა ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

თუკი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტმა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ვერც კი გა­ი­გო და ეს ვირუ­სი "ფეხ­ზე გა­და­ი­ტა­ნა", რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს COVID-19-მა მის ორ­გა­ნიზ­მში მო­მა­ვალ­ში? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი კი ასე­თია:

"დღე­ის­თვის მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მო­ი­პო­ვე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, ტო­ვებს თუ არა ვირუ­სი გარ­თუ­ლე­ბებს უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში. გარ­თუ­ლე­ბე­ბი ე.წ. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ აღი­ნიშ­ნე­ბა ძი­რი­თა­დად და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს. თუმ­ცა უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ში, ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­ინც და­ფიქ­სირ­და ფილ­ტვე­ბის სუ­რა­თის ცვლი­ლე­ბა ანუ ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. ალ­ბათ მეტი დროა სა­ჭი­რო, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას, კერ­ძოდ, რა გარ­თუ­ლე­ბებს ტო­ვებს ვო­რუ­სი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ში", - აღ­ნიშ­ნავს ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

- თუკი ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აქვს, არა­ფერს უჩი­ვის და ამ სა­ყო­ველ­თა­ოდ და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მისი სურ­ვი­ლით ტეს­ტი­რე­ბის ორი­ვე ფორ­მა გა­ი­ა­რა და კო­ვიდ-და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ენიშ­ნე­ბა და ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში მა­ინც უნდა მო­თავ­სდეს?

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი:

- უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­ში აქვს, მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა სა­ჭი­როა დაკ­ვირ­ვე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რად­გან წი­ნას­წარ არ ვი­ცით, ეს ადა­მი­ა­ნი უსიმპტო­მოა, თუ პრე­სიმპტო­მუ­რი, რად­გან COVID-19 -ს ახა­სი­ა­თებს მდგო­მა­რე­ო­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი, ნელ-ნელა დამ­ძი­მე­ბა. გარ­და ამი­სა, უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­საც შე­უძ­ლია ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ამ­დე­ნად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა...

არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, ვიდ­რე სიმპტო­მუ­რე­ბი. თუმ­ცა, მა­ინც წარ­მო­ად­გე­ნენ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ურ წყა­როს. ამას ემა­ტე­ბა ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ეს პა­ცი­ენ­ტი ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე სა­კუ­თარ სტა­ტუსს ვერც და­ად­გენს და აგ­რძე­ლებს სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებს, რაც გარ­შე­მომ­ყო­ფებს ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის.

- ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რაზე შე­ჯერ­და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სიმპტო­მე­ბის რა ნუს­ხა შე­იკ­რა - რა აწუ­ხებთ COVID-19 -ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს?

- ჩვენს ეროვ­ნულ გა­იდ­ლა­ინ­ში შე­ტა­ნი­ლი COVID-19 -ის ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბია: ცხე­ლე­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, უმა­დო­ბა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, ყნოს­ვის და­კარ­გვა, გე­მოს ცვლი­ლე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი (გან­სა­კუთ­რე­ბით ბე­ჭის და წე­ლის მი­და­მო­ში), თა­ვის ტკი­ვი­ლი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა (ქო­ში­ნი), სახ­სრე­ბის/კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ზე­წო­ლა/ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, სურ­დო, დი­ა­რეა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, გაბ­რუ­ე­ბა/ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა, აგ­ზნე­ბა­დო­ბა/გა­ფან­ტუ­ლო­ბა, ცი­ა­ნო­ზი, კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, გა­მო­ნა­ყა­რი...

ჩვენს კი­თხვებს ასე­ვე პა­სუ­ხობს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ქა­შა­ძე:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 -ის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ ის ვე­რა­გი ინ­ფექ­ცი­აა და მის და­სა­მარ­ცხებ­ლად იყო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მო­მარ­თუ­ლი. ეს მა­შინ, როცა დღე­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ემა­ტე­ბო­და სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბას. ახლა დღე­ში 150-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს... რა­ტომ? მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და ინ­ფექ­ცი­ამ და აღარ არის ლე­ტა­ლუ­რი?

- მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ვირუ­სის ვირუ­ლენ­ტო­ბა შემ­ცირ­და და ნაკ­ლებ ლე­ტა­ლუ­რი გახ­და, არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბის წილი ახლა სჭარ­ბობს, ვიდ­რე ეს იყო პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში. ერთი ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ ამ ვირუს­ზე და და­ა­ვა­დე­ბა­ზე დღეს მე­ტად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სე­ბი და მისი მარ­თვა ის­წავ­ლეს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ბევ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლია უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, ვიდ­რე გუ­შინ იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, ჩემი აზ­რით, ახლა ეპი­დე­მია გავ­რცე­ლე­ბის ფა­ზა­შია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს... რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია, ალ­ბათ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მარ­თვა ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია...

- რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის - რა საპ­რე­ვენ­ციო ზო­მებს უნდა მი­მარ­თონ?

- ჩემი რეკ­მენ­და­ცია დღეს იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა - ნი­ღა­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­სურ­ვე­ლია მისი სწო­რად ტა­რე­ბა, რაც ცხვი­რის და­ფარ­ვა­საც გუ­ლის­ხმობს - ამ დროს გვახ­სოვ­დეს, რომ სა­კუ­თარ თავს ვი­ცავთ და სხვა­საც. სა­სურ­ვე­ლია ასე­ვე, თავი ავა­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის მო­წყო­ბას და მას­ზე დას­წრე­ბა­საც. გვახ­სოვ­დეს დის­ტან­ცი­რე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებს, ბუ­ნებ­რი­ვია, მათი გა­მოვ­ლე­ნა ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ალ­ბათ ჯო­ბია, გან­ვი­ხი­ლოთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს ამ ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს და და­ვიც­ვათ ის მარ­ტი­ვი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც ჩვე­ნი ექი­მე­ბი გვაწ­ვდი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად და რაც უკვე ჩა­მოვ­თვა­ლე.

(ფო­ტო­ზე: ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ქა­შა­ძე და ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი)

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
1

ოოოო ნუ დაგვღალეთ უსიმპტომო და რა ვქნათ ეხლა სახლში ჩავიკეტოთ ? ნუ ბოდავთ რაა აგერ შვედეთი ცხოვრობშ ჩვეულებრივად არ მიუღიათ არანაირი რეგულაცია და რატომღაც დიდი ტემპით არ იზრდება ინფიცირებულები მაშინ პირველზე უნდა იყვნენ 

არავის სჯერა თქვწბი
2

მორჩით ისტერიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

მას მერე, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, მალევე გახდა ცნობილი, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, არსებობენ ასევე უსიმპტომო პაციენტები, თუმცა ეს საკითხი მაშინაც და ახლაც უამრავ კითხვას იწვევს. რას ნიშნავს ასიმპტომური პაციენტი, რა იწვევს ამას, ტოვებს თუ არა ვირუსი ასეთ პაციენტებში რაიმე გართულებას? - ამ კითხვებზე Ambebi.ge-ს ეპიდემიოლოგები პასუხობენ.

"COVID-19 შესაძლოა, მიმდინარეობდეს ასიმპტომურად, მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ. უსიმპტომო პაციენტი ესაა ახალი კორონავირუსის ინფექციაზე დადებითი ადამიანი, რომელსაც არანაირი სიმპტომი აქვს, ანუ კლინიკურად ჯანმრთელია. მიზეზი, თუ რატომ იწვევს ეს ვირუსი ზოგ ადამიანში მძიმე დაავადებას, ზოგში კი - მინიმალურ სიმპტომებს ან უსიმპტომო მიმდინარეობას, დღეისათვის უცნობია... თუმცა, ფაქტია, რომ ასაკოვან და გარკვეული ქრონიკული დაავადების მქონე პირებში მას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ხოლო ბავშვებსა და ჯანმრთელ ახალგაზრდებში - უსიმპტომო ან მსუბუქი", - გვეუბნება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი.

თუკი უსიმპტომო პაციენტმა დაინფიცირების შესახებ ვერც კი გაიგო და ეს ვირუსი ''ფეხზე გადაიტანა'', რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს COVID-19-მა მის ორგანიზმში მომავალში? - ამ კითხვაზე პასუხი კი ასეთია:

"დღეისთვის მყარი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის თაობაზე, ტოვებს თუ არა ვირუსი გართულებებს უსიმპტომო ინფიცირებულებში. გართულებები ე.წ. გამოჯანმრთელების შემდეგ აღინიშნება ძირითადად დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს. თუმცა უსიმპტომო ინფიცირებულში, ერთეულ შემთხვევებში, მაინც დაფიქსირდა ფილტვების სურათის ცვლილება ანუ ფილტვების დაზიანება. ალბათ მეტი დროა საჭირო, რომ პასუხი გაეცეს აღნიშნულ კითხვას, კერძოდ, რა გართულებებს ტოვებს ვორუსი უსიმპტომო პაციენტებში", - აღნიშნავს ნინო მჭედლიშვილი.

- თუკი ადამიანმა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აქვს, არაფერს უჩივის და ამ საყოველთაოდ დაძაბულ სიტუაციაში მისი სურვილით ტესტირების ორივე ფორმა გაიარა და კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა, მკურნალობის კურსი ენიშნება და ბოქსირებულ პალატაში მაინც უნდა მოთავსდეს?

ნინო მჭედლიშვილი:

- უსიმპტომო ინფიცირებული პირი, რომელსაც ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებში აქვს, მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა საჭიროა დაკვირვება, მდგომარეობის მონიტორინგი, რადგან წინასწარ არ ვიცით, ეს ადამიანი უსიმპტომოა, თუ პრესიმპტომური, რადგან COVID-19 -ს ახასიათებს მდგომარეობის თანდათანობითი, ნელ-ნელა დამძიმება. გარდა ამისა, უსიმპტომო ინფიცირებულსაც შეუძლია ინფექციის გავრცელება და ამდენად, აუცილებელია, აღნიშნული პირის იზოლაციაში ყოფნა...

არსებული კვლევების შედეგები და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უსიმპტომო პაციენტები ნაკლებად არიან ინფექციის გამავრცელებლები, ვიდრე სიმპტომურები. თუმცა, მაინც წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების პოტენციურ წყაროს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ეს პაციენტი ტესტირების გარეშე საკუთარ სტატუსს ვერც დაადგენს და აგრძელებს სოციალურ აქტივობებს, რაც გარშემომყოფებს ინფიცირების საფრთხეს უქმნის.

- ამ თვეების განმავლობაში რაზე შეჯერდა სამედიცინო საზოგადოება - სიმპტომების რა ნუსხა შეიკრა - რა აწუხებთ COVID-19 -ის მქონე პაციენტებს?

- ჩვენს ეროვნულ გაიდლაინში შეტანილი COVID-19 -ის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია: ცხელება, ზოგადი სისუსტე, უმადობა, ყელის ტკივილი, ხველა, ყნოსვის დაკარგვა, გემოს ცვლილება, კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ბეჭის და წელის მიდამოში), თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), სახსრების/კუნთების ტკივილი, ზეწოლა/ტკივილი გულმკერდის არეში, სურდო, დიარეა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, გაბრუება/ცნობიერების დაბინდვა, აგზნებადობა/გაფანტულობა, ციანოზი, კონიუნქტივიტი, გამონაყარი...

ჩვენს კითხვებს ასევე პასუხობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ეკატერინე ქარქაშაძე:

- საქართველოში COVID-19 -ის გავრცელების პირველ ეტაპზე ამბობდნენ, რომ ის ვერაგი ინფექციაა და მის დასამარცხებლად იყო ყველა და ყველაფერი მომართული. ეს მაშინ, როცა დღეში თითზე ჩამოსათვლელი კოვიდინფიცირებული ემატებოდა საერთო რაოდენობას. ახლა დღეში 150-ზე მეტი შემთხვევაა და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს... რატომ? მუტაცია განიცადა ინფექციამ და აღარ არის ლეტალური?

- მტკიცებულება, რომ ვირუსის ვირულენტობა შემცირდა და ნაკლებ ლეტალური გახდა, არ არსებობს. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით, მსუბუქი ფორმების წილი ახლა სჭარბობს, ვიდრე ეს იყო პანდემიის დასაწყისში. ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ამ ვირუსზე და დაავადებაზე დღეს მეტად არიან ინფორმირებული მედიკოსები და მისი მართვა ისწავლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მომზადებულია უკვე საზოგადოება ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე გუშინ იყო. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ჩემი აზრით, ახლა ეპიდემია გავრცელების ფაზაშია და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს... როდესაც ამბობენ, საპანიკო არაფერია, ალბათ იგულისხმება, რომ აღნიშნული რაოდენობის მართვა ამ ეტაპზე შესაძლებელია...

- როგორია თქვენი რეკომენდაცია უსიმპტომო პაციენტებისთვის - რა საპრევენციო ზომებს უნდა მიმართონ?

- ჩემი რეკმენდაცია დღეს იქნება მაქსიმალური სიფრთხილე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა - ნიღაბი და განსაკუთრებით, სასურველია მისი სწორად ტარება, რაც ცხვირის დაფარვასაც გულისხმობს - ამ დროს გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს ვიცავთ და სხვასაც. სასურველია ასევე, თავი ავარიდოთ ხალხმრავალი შეკრებების მოწყობას და მასზე დასწრებასაც. გვახსოვდეს დისტანცირებაც.

რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, ბუნებრივია, მათი გამოვლენა ტესტირების გარეშე შეუძლებელია. ალბათ ჯობია, განვიხილოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს ამ ინფექციის წყაროს და დავიცვათ ის მარტივი რეკომენდაციები, რასაც ჩვენი ექიმები გვაწვდიან ყოველდღიურად და რაც უკვე ჩამოვთვალე.

(ფოტოზე: ეკატერინე ქარქაშაძე და ნინო მჭედლიშვილი)

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა

ვინ შეასრულეს რუსულენოვანი გალობა სვეტიცხოველში - საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს