პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

15 სექ­ტემ­ბრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში 2020-2021 ახა­ლი სას­წავ­ლო წელი და­ი­წყო.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი 15 სექ­ტემ­ბრი­დან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, ხოლო და­ნარ­ჩენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­ი­წყო. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან სწავ­ლა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი სას­წავ­ლო წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბით იწყე­ბა. 2020-21 სას­წავ­ლო წლის­თვის თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია 50 ახა­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, ხოლო სრუ­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და 800-მდე სკო­ლას.

„ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნა­წი­ლი ფი­ნანსდე­ბა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მზად არის რო­გორც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, ასე­ვე, დის­ტან­ცი­უ­რად სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­სა­წყე­ბად. მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტრო ამი­სათ­ვის ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­და. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნახ­ლე­ბის­თვის, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით შექ­მნი­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წესი. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­შიც, რის თა­ო­ბა­ზეც ყვე­ლა სკო­ლა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. გან­ვლი­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ნის­ტროს აქვს წინა სას­წავ­ლო წლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თოს.

სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან სკო­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­თა და პირ­ველკ­ლა­სელ­თა კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, რო­მელ­თა გა­და­ცე­მაც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან და­ი­ნერ­გე­ბა ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, რაც სას­წავ­ლო პრო­ცესს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე მას­წავ­ლებ­ლებს ხელს შე­უ­წყობს ელექტრო­ნუ­ლად აღ­რი­ცხონ მოს­წავ­ლე­ე­ბის რო­გორც დას­წრე­ბა, ასე­ვე შე­ფა­სე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პირ­ბა­დე­ე­ბით, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით, ზე­და­პი­რე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სი­თხე­ე­ბი­თა და დის­ტან­ცი­უ­რი თერ­მო­მეტ­რე­ბით.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მიზ­ნით, ყვე­ლა კლა­სი­სა და საგ­ნი­სათ­ვის 15 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის „პირ­ვე­ლი არხი - გა­ნათ­ლე­ბა“ ეთე­რით მოს­წავ­ლე­ე­ბით­ვის კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა პრო­ექ­ტი „ტე­ლეს­კო­ლა“. „ტე­ლეს­კო­ლის“ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რა­ზე სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. არსებული მდგომარეობით, 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას.

„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესი დასაწყებად. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის, მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რის თაობაზეც ყველა სკოლა ინფორმირებულია. განვლილი პროცესებიდან გამომდინარე, სამინისტროს აქვს წინა სასწავლო წლის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართოს.

სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სამინისტროს ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. აღნიშნული სიახლე მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, ყველა კლასისა და საგნისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის კვლავ განახლდება პროექტი „ტელესკოლა“. „ტელესკოლის“ გაკვეთილების ჩაწერაზე სამინისტრო მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე

ბათუმში, მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსი 5 ბენეფიციარს და 1 თანამშრომელს დაუდასტურდა - დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"