მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე
"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე

ნო­ემ­ბრამ­დე არ ვე­ლით რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და კო­რო­ნა­ვირუ­სის ზედ­დე­ბას, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან და­ი­ცავს.

„ჩვენ­თან რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გრი­პის სე­ზო­ნი იწყე­ბა ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან. სხვა გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ცოტა უფრო ადრე, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან იწყე­ბა. ნო­ემ­ბრამ­დე არ ვე­ლით რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და კო­რო­ნა­ვირუ­სის ზედ­დე­ბას, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ცუდ­ზე, პე­სი­მის­ტურ პროგ­ნოზ­ზე ნუ ვი­სა­უბ­რებთ.

ოპ­ტი­მის­ტურ პროგ­ნოზ­ზეც ვთქვათ ის, რომ ნი­ღაბს თუ ვა­ტა­რებთ, დის­ტან­ცი­ას და­ვი­ცავთ, და ხე­ლის ჰი­გი­ე­ნას, ეს მარ­ტო კო­რო­ნა­ვირუ­სი­გან კი არა, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გა­ნაც დაგ­ვი­ცავს.

ვემ­ზა­დე­ბით, სე­ზო­ნი, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა ად­ვი­ლი. თუმ­ცა, ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტურ პროგ­ნოზ­საც ნუ გა­ვა­კე­თებთ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მისი თქმით, ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად და და­ვიც­ვათ მარ­ტი­ვი წე­სე­ბი.

„კო­რო­ნა­ვირუსს ვერ გა­აქ­რობს ვე­რა­ვინ, სა­ქარ­თვე­ლო დე­და­მი­წა­ზეა და ვიდ­რე დე­და­მი­წა­ზე იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვერ გა­აქ­რობ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ რო­გორ უნდა ვმარ­თოთ სი­ტუ­ა­ცია, მე მეს­მის, რომ ყვე­ლა ექ­სპერ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შია - ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტი იყო ყვე­ლა და ახლა ყვე­ლა ყვე­ლაფ­რის ექ­სპერ­ტია, მათ შო­რის, კო­რო­ნა­სი“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კრი­ტი­კუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, თუ ჩა­ტა­რე­ბულ ტეს­ტი­რე­ბებ­ში 5%-ზე მეტ ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და­უ­დას­ტურ­და. იმ­ნა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ახლა მი­უ­ახ­ლოვ­და 2%-ს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტი­რე­ბას, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ბე­ღუ­რე­ბის გუნ­დი რომ მოფ­რი­ნავს, იმას ეს­რო­ლო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, სა­ფან­ტი­ა­ნი თოფი უნდა გქონ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბია, უმ­რავ­ლეს ქვეყ­ნებ­ში ით­ვლე­ბა კრი­ტი­კუ­ლად, რო­დე­საც 5%-ზე მე­ტია ტეს­ტი­რე­ბუ­ლებ­ში გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი, ე.ი. ტეს­ტე­ბი უნდა მო­უ­მა­ტო. ჩვენ მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ტეს­ტი­რე­ბებ­ში და­დე­ბი­თე­ბის პრო­ცენ­ტი სა­დღაც 1%-ზე ნაკ­ლე­ბი გვქონ­და, ახლა სა­დღაც 2%-ს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით. ასე რომ, ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ზარ­და მა­შინ, როცა სა­ჭი­რო იყო“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
4

არაკაცო გამყიდველო ციხეშია შენი ადგილი კობოები გელანდება ისევ ?

ნატაშკა
0

ra tqma unda noembramde.. archevnebi xom unda chatardes..virusma zustad icis rodis unda gaaqtiurdees... ha ha haaaaa.....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე

"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე

ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ხელის ჰიგიენის დაცვა, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება მოსახლეობას რესპირატორული ინფექციებისგან დაიცავს.

„ჩვენთან რესპირატორული დაავადებების, გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან. სხვა გრიპისმაგვარი დაავადებების ცოტა უფრო ადრე, ოქტომბრის ბოლოდან იწყება. ნოემბრამდე არ ველით რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას, თუმცა, ყოველთვის ცუდზე, პესიმისტურ პროგნოზზე ნუ ვისაუბრებთ.

ოპტიმისტურ პროგნოზზეც ვთქვათ ის, რომ ნიღაბს თუ ვატარებთ, დისტანციას დავიცავთ, და ხელის ჰიგიენას, ეს მარტო კორონავირუსიგან კი არა, რესპირატორული ინფექციებისგანაც დაგვიცავს.

ვემზადებით, სეზონი, ალბათ, არ იქნება ადვილი. თუმცა, ძალიან პესიმისტურ პროგნოზსაც ნუ გავაკეთებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად და დავიცვათ მარტივი წესები.

„კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ. რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია, მე მესმის, რომ ყველა ექსპერტი საქართველოშია - ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის ექსპერტი იყო ყველა და ახლა ყველა ყველაფრის ექსპერტია, მათ შორის, კორონასი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, მსოფლიოში კრიტიკულად მიიჩნევა, თუ ჩატარებულ ტესტირებებში 5%-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა. იმნაძის თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებელი ახლა მიუახლოვდა 2%-ს.

„რაც შეეხება ტესტირებას, ხომ არ შეიძლება ბეღურების გუნდი რომ მოფრინავს, იმას ესროლო ბალისტიკური რაკეტები, საფანტიანი თოფი უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ელემენტარული რაღაცებია, უმრავლეს ქვეყნებში ითვლება კრიტიკულად, როდესაც 5%-ზე მეტია ტესტირებულებში გამოვლენის შემთხვევები, ე.ი. ტესტები უნდა მოუმატო. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ტესტირებებში დადებითების პროცენტი სადღაც 1%-ზე ნაკლები გვქონდა, ახლა სადღაც 2%-ს მივუახლოვდით. ასე რომ, ტესტირება გაიზარდა მაშინ, როცა საჭირო იყო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"საფრანგეთში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ქართულად. დამიჭირეს... მერე გაირკვა, რომ ბანდიტები არ ვართ" - რას ყვება საფრანგეთიდან დაბრუნებული კაბუ

"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე