სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვილა ალგეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა - ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება"
"ვილა ალგეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა - ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება"

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე "ვილა ალ­გე­თის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი დას­რულ­და. სა­კალ­მა­ხის ად­გილ­ზე სა­დაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და, ექ­სპე­რი­მე­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში სა­კალ­მა­ხის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უნდა ისა­უბ­რონ.

რაც შე­ე­ხე­ბა, 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ის ამ­ბობს რომ სა­კალ­მა­ხე „კარ­გი ად­გი­ლია შავ­ბნე­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის“ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, „ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს შავ­ბნე­ლი“.

„ამ საქ­მე­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა. ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს შავ­ბნე­ლი. იქ სა­კალ­მა­ხე არის, ისე­თი ად­გი­ლია... ვნა­ხოთ, გა­მო­ძი­ე­ბა რას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ბევ­რი ნივ­თია წა­მო­ღე­ბუ­ლი, რა­ზეც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს­ვე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რო­გორც ქო­ბე­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში მი­მა­ვა­ლი გზის შეს­წავ­ლას და­ი­წყე­ბენ იმის და­სად­გე­ნად, თუ რო­გორ მოხ­ვდა აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა.

ამას­თან, დღეს პრო­კუ­რორ­მა ლაშა კოტ­რი­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ობიქ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­გეგ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
152

კილაძის წყარო გვარამია იყო თუ პრესა.ჯი

saqartvelos rigiti moqalaqe
162

"ყველაფერი შეიძლება იყოს შავბნელი!" მაგარი არგუმენტია არა? რა არ იბოდიალეს და რა არ მოიგონეს, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ(სხვანაერად ვერც იქნებოდა, რადგანაც გვარამია-კილაძის მიერ შეთხზული ტყუილები იყო), ამ "შავბნელი საკალმახის" ისტორიაც წყალს გაყვება, რადგანაც ისეთივე გამოგონილი ზღაპარია, როგორიც გვარამია-კილაძე რამიშვილისგან აქამდე მოსმენილი ზღაპრები! (ღმერთმა გაანათლოს ამ ბავშვის სული, როგორ ყველა ნაძირალამ მის ტრაგედიაზე გადაწყვიტა ცნობადობის ამაღლება.)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვილა ალგეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა - ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება"

"ვილა ალგეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა - ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება"

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საკალმახის ადგილზე სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ექსპერიმეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საკალმახის მნიშვნელობაზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება, 23 წლის პროგრამისტის, თამუნა ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს რომ საკალმახე „კარგი ადგილია შავბნელი საქმეებისთვის“ მიხეილ რამიშვილი აცხადებს რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ყველაფერი საინტერესოა, „ყველგან ყველაფერი შეიძლება იყოს შავბნელი“.

„ამ საქმეში ყველაფერი საინტერესოა. ყველგან ყველაფერი შეიძლება იყოს შავბნელი. იქ საკალმახე არის, ისეთი ადგილია... ვნახოთ, გამოძიება რას გამოიმუშავებს, ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება. ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღესვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

როგორც ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.

ამასთან, დღეს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ობიქტური გამოძიების ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიგეგმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"სუს-ის თანამშრომელი აღწერს, როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს,  გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მითითებებს" - ადვოკატი

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

"ტაჯიკეთის მოქალაქეებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ", - შსს-მ 4 პირი დააკავა