მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა
"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მია-მა­რი­ა­მი წელს სტუ­დენ­ტი გახ­და და სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. პო­ლი­ტი­კოს­მა შვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­უ­რი პოს­ტი მი­უ­ძღვნა:

"აე­რო­პორ­ტამ­დე მი­ვა­ცი­ლე მხო­ლოდ, თან ვერ გავ­ყე­ვი. ხვალ პა­რიზ­ში სწავ­ლა ეწყე­ბა და მარ­ტოს მო­უ­წევს გზის გაკ­ვა­ლა სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში.წა­ვი­და, გა­მიფ­რინ­და. არა­და სულ მინ­დო­და პა­ტა­რა ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან და პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ დავ­ტკბი მისი პა­ტა­რა­ო­ბით, ისე გა­ი­ზარ­და თვალ­სა და ხელს შუა. ხან სამ­სა­ხურ­ში მა­კი­თხავ­და, ხან პა­რი­ზის ცი­ხე­ში სულ პა­ტა­რა, ხან თბი­ლი­სის. ეგეც გა­მოწ­ვე­ვაა მისი გო­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს.

ჩემ­ზე გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ალ­ბათ არ ეყო­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა გა­ვა­ტა­ნე:

- იმე­გობ­რე მხო­ლოდ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბის­გა­ნაც რა­ღა­ცას ის­წავ­ლი და რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მის შექ­მნის მი­ზა­ნი გა­აჩ­ნი­ათ;

- არ იმე­გობ­რო მათ­თან, ვინც წარ­სუ­ლით ცხოვ­რობს და აწ­მყო­ზე მოს­თქვამს;

- არ დატ­კბე შექ­მნი­ლით, მხო­ლოდ ისი­ა­მოვ­ნე, რად­გან ახ­ლის შექ­მნა­ში ხელი შე­გეშ­ლე­ბა;

- გა­ე­ცი მი­ნი­მუმ იმ­დე­ნი, რის ფა­სა­დაც მად­ლი­ე­რე­ბას მი­ი­ღებ;

- ცხოვ­რე­ბამ არას­დროს გა­გა­ბო­რო­ტოს;

- ოჯახ­ზე ძვირ­ფასს ვე­რა­ფერს შექ­მნი;

- პრობ­ლე­მას რო­მელ­საც ვერ გა­დაჭ­რი, მისი მოგ­ვა­რე­ბა დროს მი­ან­დე;

- პი­რად მტერს მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბით აჯო­ბებ, ქვეყ­ნის მტერს კი ბრძო­ლით და მო­კავ­ში­რე­ე­ბით;

- შიში და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ცოდ­ვაა და ამ მხრივ არას­დროს შეს­ცო­დო;

- იაზ­როვ­ნე ან­გლო-საქ­სი­ვით, იშ­რო­მე გერ­მა­ნე­ლი­ვით, ქვე­ყა­ნა გიყ­ვარ­დეს ფრან­გი­ვით და და­ი­ცა­ვი ებ­რა­ე­ლი­ვით" - წერს პო­ლი­ტი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი პა­რი­ზის ორმა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა Diderot და ESSEC-მა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­რი­ცხეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
204

ბოლო დარიგებაზე აღმაშენებელი საფლავში გადატრიალდებოდა!

ქართული რა დაარიგე, ქართული?

Status quo
204

შენ აქედან რომელი გააკეთე ირაკლი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა

"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ქალიშვილი მია-მარიამი წელს სტუდენტი გახდა და სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა. პოლიტიკოსმა შვილის "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური პოსტი მიუძღვნა:

"აეროპორტამდე მივაცილე მხოლოდ, თან ვერ გავყევი. ხვალ პარიზში სწავლა ეწყება და მარტოს მოუწევს გზის გაკვალა სრულიად უცხო გარემოში.წავიდა, გამიფრინდა. არადა სულ მინდოდა პატარა ყოფილიყო. ჩემი ცხოვრების წესიდან და პრობლემებიდან გამომდინარე ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა. ხან სამსახურში მაკითხავდა, ხან პარიზის ციხეში სულ პატარა, ხან თბილისის. ეგეც გამოწვევაა მისი გონებისთვის, რომელიც უფრო გააძლიერებს.

ჩემზე გამოცდილი მასწავლებელი ალბათ არ ეყოლება და რამდენიმე რჩევა გავატანე:

- იმეგობრე მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც რაღაცას ისწავლი და რომლებსაც ცხოვრებაში რაიმის შექმნის მიზანი გააჩნიათ;

- არ იმეგობრო მათთან, ვინც წარსულით ცხოვრობს და აწმყოზე მოსთქვამს;

- არ დატკბე შექმნილით, მხოლოდ ისიამოვნე, რადგან ახლის შექმნაში ხელი შეგეშლება;

- გაეცი მინიმუმ იმდენი, რის ფასადაც მადლიერებას მიიღებ;

- ცხოვრებამ არასდროს გაგაბოროტოს;

- ოჯახზე ძვირფასს ვერაფერს შექმნი;

- პრობლემას რომელსაც ვერ გადაჭრი, მისი მოგვარება დროს მიანდე;

- პირად მტერს მხოლოდ მოთმინებით აჯობებ, ქვეყნის მტერს კი ბრძოლით და მოკავშირეებით;

- შიში და სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი ცოდვაა და ამ მხრივ არასდროს შესცოდო;

- იაზროვნე ანგლო-საქსივით, იშრომე გერმანელივით, ქვეყანა გიყვარდეს ფრანგივით და დაიცავი ებრაელივით" - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის უფროსი ქალიშვილი პარიზის ორმა უნივერსიტეტმა Diderot და ESSEC-მა სრული დაფინანსებით ჩარიცხეს.

"რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდებოდა" - მას შემდეგ, რაც ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ, ანი სუბელიანი მის მიმართ გამოხატულ აგრესიას იხსენებს

"ხელჩაქნეული ცხვარში წავედი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქში"?

თემურ აბაზოვი "სთორიში" ბიძინა ივანიშვილის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს