ავტორი:

"შემთხვევით შერჩეული 1 222 პირიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი", - ამირან გამყრელიძე

"შემთხვევით შერჩეული 1 222 პირიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი", - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

"გუშინ ღამე დავამთავრეთ სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 1 222 სისხლის ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი მარტვილის რაიონში.

ნიმუშების აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე ქვეყანას აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე

ბათუმში, მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსი 5 ბენეფიციარს და 1 თანამშრომელს დაუდასტურდა - დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული