ავტორი:

"სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ", - ნათია მეზვრიშვილი

"სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ", - ნათია მეზვრიშვილი

"სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია.

"სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტორლს ექვემდებარება, უნდა დავიცვათ დისტანცია, პირბადე გვეკეთოს და არასაჭირო თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ქორწილი წყვილის ცხოვრებაში ბედნიერი დღე უნდა იყოს და არა - რომელიმე კლასტერის შექმნის ღონისძიება" - ნათია თურნავა

გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?