პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში
განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

გა­ნა­თე­ბა ოთა­ხის ინ­ტე­რი­ე­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია. ის გან­სა­ზღვრავს რო­გორც ოთა­ხის ატ­მოს­ფე­როს, ასე­ვე გა­რე­მოს აღ­ქმას, სივ­რცის მო­ცუ­ლო­ბას, გან­წყო­ბა­სა და ა.შ. რო­დე­საც ოთახ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბუ­ნებ­რი­ვი სი­ნათ­ლე ვერ ხვდე­ბა, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­ნა­თე­ბი­სა თუ ჭა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უწე­ვენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად აარ­ჩი­ოთ თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი გა­ნა­თე­ბის ხუთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის მი­ხედ­ვით.

ძი­რი­თა­დი გა­ნა­თე­ბა

ძი­რი­თა­დი გა­ნა­თე­ბა მთლი­ან ოთახ­ში სი­ნათ­ლის გავ­რცე­ლე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მას ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უფრო გა­აჩ­ნია, ვიდ­რე ეს­თე­ტი­უ­რი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ამ ელე­მენტს დიდი გულ­მოდ­გი­ნე­ბით არ­ჩე­ვენ.

ძი­რი­თა­დი გა­ნა­თე­ბის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი ჭა­ღია, რომ­ლის გა­რე­შეც, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა სი­ნათ­ლის მთელს ოთახ­ში გავ­რცე­ლე­ბა.

გა­რე­მომ­ცვე­ლი გა­ნა­თე­ბა

ძი­რი­თა­დი და გა­რე­მომ­ცვე­ლი გა­ნა­თე­ბე­ბის ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სურ­ველ შე­დეგს ნე­ბის­მი­ერ ოთახ­ში იძ­ლე­ვა. ამის მა­გა­ლი­თია კე­დელ­ზე პა­ნე­ლე­ბით შექ­მნი­ლი რბი­ლი სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც უფან­ჯრო ოთახს სი­ხა­ლი­სე­სა და სი­ცო­ცხლეს სძენს.

ფუნ­ქცი­უ­რი გა­ნა­თე­ბა

ხში­რად, ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ფუნ­ქცი­უ­რი გა­ნა­თე­ბაა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლურ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით არ­ჩე­ვენ. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ვხვდე­ბით სა­მუ­შაო და სა­კი­თხავ არე­ა­ლებ­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სა­ა­ბა­ზა­ნო­ებ­ში.

გა­ნა­თე­ბა გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად

ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში ძი­რი­თა­დად ისე­თი გა­ნა­თე­ბე­ბი ერ­თი­ან­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ფუნ­ქცი­ურ როლ­ზე მე­ტად ვი­ზუ­ა­ლურ დატ­ვირ­თვას ატა­რე­ბენ. მათ შო­რი­საა სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სა თუ ზო­მის მა­გი­დის სა­ნა­თე­ბი, რო­მელ­თა კონ­ტრო­ლიც სივ­რცის გაზ­რდი­სა და და­პა­ტა­რა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ.

აქ­ცენ­ტუ­რი გა­ნა­თე­ბა

ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ოთახ­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­საც სი­ნათ­ლე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ხვდე­ბა. ასეთ დროს ატ­მოს­ფე­რო­სა და ფერ­თა გა­მის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად აქ­ცენ­ტურ გა­ნა­თე­ბას იყე­ნე­ბენ. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მსგავს შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­და­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბით მძლავ­რი სა­ნა­თებ­სა და მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ჭა­ღე­ბის შე­ძე­ნას უწე­ვენ.

გა­ნათ­ლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­ვის გარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ხა­რის­ხი­სა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც. სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში უდი­დე­სი ჰი­პერ­მარ­კე­ტი „მი­ჰა­უ­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს ნე­ბის­მი­ერ ჭაღ­ზე 15 პრო­ცენ­ტი­ან ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. სა­აქ­ციო პე­რი­ო­დი 11 სექ­ტემ­ბრი­დან 24 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

განათება ოთახის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ის განსაზღვრავს როგორც ოთახის ატმოსფეროს, ასევე გარემოს აღქმას, სივრცის მოცულობას, განწყობასა და ა.შ. როდესაც ოთახში დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე ვერ ხვდება, ინტერიერის დიზაინერები რეკომენდაციას სანათებისა თუ ჭაღების გამოყენებას უწევენ. მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ თითოეული ნივთი განათების ხუთი განსხვავებული ტიპის მიხედვით.

ძირითადი განათება

ძირითადი განათება მთლიან ოთახში სინათლის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. მას ფუნქციური დანიშნულება უფრო გააჩნია, ვიდრე ესთეტიური, მაგრამ პროფესიონალები ამ ელემენტს დიდი გულმოდგინებით არჩევენ.

ძირითადი განათების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჭაღია, რომლის გარეშეც, ძალიან რთული იქნება სინათლის მთელს ოთახში გავრცელება.

გარემომცველი განათება

ძირითადი და გარემომცველი განათებების ერთდროულად გამოყენება სასურველ შედეგს ნებისმიერ ოთახში იძლევა. ამის მაგალითია კედელზე პანელებით შექმნილი რბილი სინათლე, რომელიც უფანჯრო ოთახს სიხალისესა და სიცოცხლეს სძენს.

ფუნქციური განათება

ხშირად, ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ფუნქციური განათებაა, რომელსაც სპეციალურ დანიშნულებით არჩევენ. ყველაზე ხშირად, ვხვდებით სამუშაო და საკითხავ არეალებში, სამზარეულოსა და სააბაზანოებში.

განათება განწყობის შესაქმნელად

ამ კატეგორიაში ძირითადად ისეთი განათებები ერთიანდება, რომლებიც ფუნქციურ როლზე მეტად ვიზუალურ დატვირთვას ატარებენ. მათ შორისაა სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის მაგიდის სანათები, რომელთა კონტროლიც სივრცის გაზრდისა და დაპატარავების შესაძლებლობას მოგცემთ.

აქცენტური განათება

ნებისმიერი ტიპის ოთახში მოიძებნება ისეთი მონაკვეთი, რომელსაც სინათლე ყველაზე ნაკლებად ხვდება. ასეთ დროს ატმოსფეროსა და ფერთა გამის დასაბალანსებლად აქცენტურ განათებას იყენებენ. ინტერიერის დიზაინერები მსგავს შემთხვევაში რეკომენდაციას განსაკუთრებით მძლავრი სანათებსა და მინიატურული ჭაღების შეძენას უწევენ.

განათლების დანიშნულების მიხედვით შერჩევის გარდა, აუცილებელია მისი ხარისხისა და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებაც. სამშენებლო-სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მომხმარებელს ნებისმიერ ჭაღზე 15 პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს. სააქციო პერიოდი 11 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

NS

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია

ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ