პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია... გვერდით ერთი წლის ბავშვია... ვერ იგებს რას ერჩიან" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი
"ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია... გვერდით ერთი წლის ბავშვია... ვერ იგებს რას ერჩიან" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი

"რუს­თა­ვი 2" -ის ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა 4 დღის წინ და­უ­დას­ტურ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"კო­ვიდ­და­დე­ბი­თი დღე 4

ღამე არ მე­ძი­ნა ტკი­ვი­ლის­გან, გა­უ­საძ­ლი­სია. მეჩ­ვე­ნე­ბა რომ გრა­ვი­ტა­ცია ჩემს სხე­ულ­ზე 5-ჯერ ძლი­ე­რად მოქ­მე­დებს და ძა­ლი­ან მაგ­რად ექა­ჩე­ბა სა­დღაც. გან­სა­კუთ­რე­ბით ფე­ხე­ბი და წელი ვერ უძ­ლებს. ცოტა მახ­ვე­ლებს. როცა ინ­ჰა­ლა­ტო­რია ჩარ­თუ­ლი, ყურ­სას­მე­ნებს ვი­კე­თებ, ვი­თომ არ მეს­მის. გა­დას­ხმა არ მჭირ­დე­ბა, ვსვამ პლაქ­ვე­ნილს. ყო­ველ დი­ლით სის­ხლის აღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ექი­მებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მი­ნი­მა­ლუ­რი. მედ­და ლალი ისევ ენერ­გი­უ­ლად დაქ­რის, ან არ ეძი­ნე­ბა ან არ იღ­ლე­ბა?! სი­ცხე რომ არ გვაქვს, ისე გვა­ქებს, ვი­თომ ჩვე­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გია.

გვერ­დით ერთი წლის ბავ­შვია და ვერ ვი­ტან სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი რომ უწევს, ვერ იგებს რას ერ­ჩი­ან, ბავ­შვე­ბი არ უნდა ხვდე­ბოდ­ნენ აქ! ტე­ლე­ფო­ნი და­მი­ვარ­და, რირ­შა­ხის ტეს­ტი­ვი­თაა ეკ­რან­ზე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ლაქა, ხან ღა­მუ­რად აღ­ვიქ­ვამ, ხან გაბ­რა­ზე­ბულ ზა­ზუ­ნად (უნდა ვი­კი­თხო ხომ მშვი­დო­ბა მაქვს), ვა­რა­უ­დით ვწერ ტექ­სტებს. ოთა­ხის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რემ­დე 6 ნა­ბი­ჯია, ნა­ხე­ვა­რი ჩე­მია. დი­ლით Levan რე­კავს ყავა მო­გე­ნატ­რე­ბო­დაო და ამო­მიგ­ზავ­ნა ნამ­ცხვრებ­თან ერ­თად, გემო თით­ქოს გა­ვი­გე, მგო­ნი ბრუნ­დე­ბა. ვი­ჯღ­ნავ­ლე - ლე­ვა­ნის ცოლი ექი­მია აქ და თავ­ზე აყ­რია საქ­მე, ამ დი­ლით სამ­სა­ხურ­ში რომ მი­დი­ო­და ორი­ვე და ჩემი ყავა გა­ახ­სენ­დათ, კია სა­ჯღ­ნავ­ლი. აქ ზო­გა­დად ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი ხდე­ბი, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვტი­რი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად. ხან მო­წე­რილ გა­მამ­ხნე­ვე­ბელ მე­სი­ჯებ­ზე, ხან გა­რე­დან შე­მო­სულ, ცო­ცხა­ლი ქა­ლა­ქის ხმა­ზე, ხან კი­რას კი­თხვა­ზე "დე მალე მოხ­ვალ თუ არა-მალე" და მე რომ უნდა ვუ­თხრა "არა-მალე", ხან გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ზე. ვიკა ბუ­კი­ას ირინ­კამ მო­მი­კი­თხა და ღნა­ვი­ლით მოვ­კვდი, რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­დი­ა­ნი კავ­ში­რი რომ გვაქვს, მარ­ტო ჩვე­ნი, კო­რო­ნუ­ლი... ჩემი კო­ვიდ­მე­ზო­ბე­ლი ნინო კარ­გა­დაა, თა­ვი­სი კლას­ტე­რი­დან და­უ­რე­კეს წე­ღან: "-კო­რო­ნა რო­გო­რა ხარო?" იგუ­დე­ბოდ­ნენ სი­ცი­ლით. მერე იმან იქე­დან თა­ვი­სი კო­ვიდ მე­ზო­ბე­ლი გვაჩ­ვე­ნა 62 წლის ქალი, სა­წოლ­ზე ყი­რა­ზე იდგა, ფე­ხე­ბი კე­დელ­ზე შე­მო­ე­ლა­გე­ბი­ნა და იქ­ნევ­და - ვარ­ჯი­შობ­სო, ისევ ვი­ცი­ნეთ.უელ­ბეკს ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ მინ­და "სამ­ხრე­თუ­ლი სპი­ლო" არ მქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი და ახლა, აქ ვკი­თხუ­ლობ­დე. ან გორ­გი­ლა­ძეს ქონ­დეს რამე ახა­ლი გა­მო­ცე­მუ­ლუ­ლი. ქარ­თუ­ლი ამ­ბე­ბი მინ­და, ეს ევ­რო­პე­ბი ძა­ლი­ან შო­რია ამ ნაც­რის­ფე­რი პა­ლა­ტი­დან. კა­ხე­ლე­ბის იუ­მო­რი აქ რომ და­ვა­ფა­სე კი გი­თხა­რით. ნინო დგას გუ­შინ ფან­ჯა­რას­თან, გა­რეთ იყუ­რე­ბა... გა­მომ­ხე­და ცოტა ნა­წყენ­მა "დღე­საც ღამ­დე­ბაო'" - ისევ ვუ­გუ­დე­ბით... ასე ვი­ცი­ნით, ვიდ­რე გაგ­ვახ­სენ­დე­ბა რა საქ­მე­ზე ვართ აქ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
14

ღმერთმა კარგად ამყოფოს და მალე გამოაჯანმრთელოს, მაგრამ ადამიანი თუ ძალიან ცუდადაა, ამდენი წერისა და ვიდეოებისა გადაღების თავი არა აქვს. 

მდააა
0

გამოჯანმრთელება ყველა კოვის ინფიცირებულს.

ვი­ჯღ­ნავ­ლე - რას ნიშნავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია... გვერდით ერთი წლის ბავშვია... ვერ იგებს რას ერჩიან" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი

"ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია... გვერდით ერთი წლის ბავშვია... ვერ იგებს რას ერჩიან" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი

"რუსთავი 2" -ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება 4 დღის წინ დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს:

"კოვიდდადებითი დღე 4

ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს. ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ! ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს. ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია. დილით Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე - ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი. აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე "დე მალე მოხვალ თუ არა-მალე" და მე რომ უნდა ვუთხრა "არა-მალე", ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული... ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: "-კორონა როგორა ხარო?" იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა "სამხრეთული სპილო" არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან. კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა "დღესაც ღამდებაო'" - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ".

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე

"მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას "გიჟს", ჩემს ტვინით გატენილ დედას" - რას წერს თაკო ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებული დედის შესახებ