სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული
"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული

18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი სამ თვეს ებ­რძო­და სიკ­ვდილს. სამ­წუ­ხა­როდ, ის 12 სექ­ტემ­ბერს "ჯერ­არ­სის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა 9 ივ­ნისს გორ­ში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძი­მედ და­ა­შა­ვეს. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ამ საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი, მოკ­რი­ვე თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვეს. სწო­რედ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კია რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მფლო­ბე­ლი. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩხუბ­ში 20-მდე კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც შემ­დგომ ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუს­თან გაგ­რძელ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, რომ ნას­ვამ­მა თა­რაშ კან­დე­ლაკ­მა ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. ამი­ტომ ბრა­ლი 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. სას­ჯე­ლი 3-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გო­რის სა­სა­მარ­თლომ 12 ივ­ნისს კან­დე­ლაკს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და და ის ახლა ცი­ხე­შია. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 15 სექ­ტემ­ბერს არის და­ნიშ­ნუ­ლი. კან­დე­ლა­კი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბი­სას ბრალს არ აღი­ა­რებ­და, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და. რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა მას საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დროს, პრო­ცეს­ზე გა­ცხად­დე­ბა.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილს, ად­ვო­კატ თა­მარ თედ­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელს, მას პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის.

- ერეკ­ლე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ისე გარ­და­იც­ვა­ლა, გონ­ზე არ მო­სუ­ლა. არა­და, იმედს არ ვკარ­გავ­დით, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო. ორ კვი­რა­ში 19 წლის გახ­დე­ბო­და.

- რა მოხ­და იმ დღეს? ცნო­ბი­ლია, რომ კან­დე­ლა­კი არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს.

- ეს დაც­ვის სტრა­ტე­გი­აა, რომ არ აღი­ა­როს და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ბობ­და, რომ არ ახ­სოვს, რა მოხ­და. რო­გორც ვიცი, ბრალ­დე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს წარ­დგე­ნი­ლი და 15 სექ­ტემ­ბერს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა უნდა გა­ი­მარ­თოს. მძი­მე სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მი­ვალ და მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ას მო­ვის­მენ. წინა სხდო­მა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გამო გა­და­ი­დო. პრო­კუ­რა­ტუ­რაც ელო­დე­ბო­და, იქ­ნებ ერეკ­ლე გონ­ზე მო­სუ­ლი­ყო და ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა. წი­ნას­წარ ვერ ვი­ტყვი, გა­მო­ძი­ე­ბას რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გა­ვე­ცა­ნით საქ­მის მა­სა­ლებს. და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს მხო­ლოდ ეს შეგ­ვიძ­ლია.

კონ­ფლიქ­ტი რეს­ტო­რან­ში მოხ­და და გაგ­რძელ­და ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუს­თან, სა­დაც ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი არ არის. მხო­ლოდ მოწ­მე­ე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ჩხუ­ბი იყო.

- კან­დე­ლა­კის ოჯა­ხის­გან ამ პე­რი­ოდ­ში მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­დით?

- ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი, კი, ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­დნენ. გა­აგ­რძე­ლეთ

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
2

აღიარე, მოინანიე და იქნებ უფალმაც წყალობის თვალით გადმოგხედოს და გაიღოს მოწყალება...

დანაშაულს არ აღიარებს... რა მნიშვნელობა აქვს აღიარებს, თუ არ აღიარებს? ნუთუ აღიარებას ფაქტის ძალა აქვს? მაშ თუ ეგრეა, მე ვაღიარებ კენედის მკვლელობას და ამისთვის დამსჯიან? არ აღიარებს და ნუ აღიარებს... უფრო უარესი მაგისთვის...

...
9

ეს საქმეც ისევე ხმაურიანი უნდა გახდეს, როგორც შაქარაშვილის მკვლელობა. ესეც ჯგუფური დანაშაულია და კანდელაკიც და მისი თნამზრახველებიც უნდა დაისაჯნონ მკაცრად. გააშუქოს მედიამ ეს ამბავიც. კანდელაკ-ყანჩველების კლანი ყველანაირად ეცდება გამოაძვრინონ მათი "ვაჟკაცი"!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული

"ერეკლე ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა" - რას ყვება 18 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბიძაშვილი, რომლის საქმეზეც გიორგი კანდელაკის ვაჟია დაკავებული

18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვეს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, ის 12 სექტემბერს "ჯერარსის" კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა 9 ივნისს გორში, სტალინის ქუჩაზე, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დააშავეს. სამი თვის განმავლობაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი დააკავეს. სწორედ გიორგი კანდელაკია რესტორან "ჯოსეფის" მფლობელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბში 20-მდე კაცი მონაწილეობდა, რაც შემდგომ ახლომდებარე კორპუსთან გაგრძელდა. გამოძიების ცნობით, რომ ნასვამმა თარაშ კანდელაკმა ერეკლე თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. ამიტომ ბრალი 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გორის სასამართლომ 12 ივნისს კანდელაკს პატიმრობა შეუფარდა და ის ახლა ციხეშია. სასამართლო პროცესი 15 სექტემბერს არის დანიშნული. კანდელაკი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას ბრალს არ აღიარებდა, ის დუმილის უფლებას იყენებდა. რა პოზიცია ექნება მას საქმის არსებითი განხილვის დროს, პროცესზე გაცხადდება.

ჩვენ დავუკავშირდით ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს, რომელიც საქმის გამოძიებაშია ჩართული. როგორც დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელს, მას პროკურატურა საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას აწვდის.

- ერეკლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა. არადა, იმედს არ ვკარგავდით, რომ გადარჩებოდა. პირველი კურსის სტუდენტი იყო. ორ კვირაში 19 წლის გახდებოდა.

- რა მოხდა იმ დღეს? ცნობილია, რომ კანდელაკი არ აღიარებს დანაშაულს.

- ეს დაცვის სტრატეგიაა, რომ არ აღიაროს დანაშაული. ამბობდა, რომ არ ახსოვს, რა მოხდა. როგორც ვიცი, ბრალდებას სასამართლოში მტკიცებულებები აქვს წარდგენილი და 15 სექტემბერს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. მძიმე სულიერი მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მივალ და მხარეების პოზიციას მოვისმენ. წინა სხდომა ექსპერტიზის დასკვნის გამო გადაიდო. პროკურატურაც ელოდებოდა, იქნებ ერეკლე გონზე მოსულიყო და ჩვენება მიეცა. წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიებას რა მტკიცებულებები ექნება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. დაზარალებულ მხარეს მხოლოდ ეს შეგვიძლია.

კონფლიქტი რესტორანში მოხდა და გაგრძელდა ახლომდებარე კორპუსთან, სადაც ვიდეოკამერები არ არის. მხოლოდ მოწმეები იყვნენ და ისინი ამბობენ, რომ ჩხუბი იყო.

- კანდელაკის ოჯახისგან ამ პერიოდში მხარდაჭერას გრძნობდით?

- ტყუილს ვერ ვიტყვი, კი, ყურადღებას იჩენდნენ. გააგრძელეთ

ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი?

არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო პატიმრობას მიუსჯიან - შს მინისტრი სასჯელის გამკაცრებაზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?