მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები
გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, მათ შო­რის, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს.

რო­გორც BBC წერს, გრენ­ლან­დი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი და მა­სი­უ­რი ყი­ნუ­ლის ფე­ნაა დარ­ჩე­ნი­ლი, ყი­ნუ­ლი რე­კორ­დუ­ლი სის­წრა­ფით დნე­ბა

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია აის­ბერ­გზე, სა­ხე­ლად 79N-ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 110 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს. თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი კი აჩ­ვე­ნებს, რომ ის პა­ტარ-პა­ტა­რა ყი­ნუ­ლე­ბად იშ­ლე­ბა.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია კლი­მა­ტის სწრა­ფი წცვლი­ლე­ბის. პრო­ფე­სო­რი ჯენი ტარ­ტო­ნი ამ­ბობს, რომ 1980 წლი­დან ამ დრომ­დე ატ­მოს­ფე­რო აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3C-ით უფრო თბი­ლია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 2019 და 2020 წლებ­ში ზა­ფხულ­ში რე­კორ­დუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და.

სით­ბოს­გან დაბ­ზა­რუ­ლი გი­გან­ტუ­რი ყი­ნუ­ლი

პრო­ფე­სორ ენდი შე­ფერ­დის თქმით, თუ ყი­ნუ­ლის დნო­ბის პრო­ცე­სი ასე­თი სის­წრა­ფით გაგ­რძელ­დე­ბა, სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის­თვის მხო­ლოდ გრენ­ლან­დი­ის დნო­ბის გავ­ლე­ნით, ზღვის დონე და­ახ­ლო­ე­ბით, 7 სმ-ით აი­წევს, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნის დაბ­ლობ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს. მკვლე­ვარ­თა პროგ­ნო­ზით, ყო­ვე­ლი­ვე არა­ერ­თი და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის დატ­ბორ­ვი­სა და ჩა­ძირ­ვის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნით ყი­ნუ­ლი დნე­ბა ან­ტარ­ქტი­და­ზეც. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ან­ტარ­ქტი­დას გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მოს­წყდა.

აის­ბერ­გის, სა­ხე­ლად B49-ის ფარ­თო­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 200 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა და შე­დე­გად შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის აის­ბერ­გე­ბი წარ­მო­იქ­მნა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გის ფარ­თო­ბი ამ ეტაპ­ზე 100 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
37

რა დროს გრენლანდია და ანტარქტიდაა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

თანამედროვე მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

როგორც BBC წერს, გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდი და მასიური ყინულის ფენაა დარჩენილი, ყინული რეკორდული სისწრაფით დნება

გამოცემის ცნობით, საუბარია აისბერგზე, სახელად 79N-ზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 110 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები კი აჩვენებს, რომ ის პატარ-პატარა ყინულებად იშლება.

მეცნიერთა თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია კლიმატის სწრაფი წცვლილების. პროფესორი ჯენი ტარტონი ამბობს, რომ 1980 წლიდან ამ დრომდე ატმოსფერო აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 3C-ით უფრო თბილია. მისივე განმარტებით, 2019 და 2020 წლებში ზაფხულში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა.

სითბოსგან დაბზარული გიგანტური ყინული

პროფესორ ენდი შეფერდის თქმით, თუ ყინულის დნობის პროცესი ასეთი სისწრაფით გაგრძელდება, საუკუნის მიწურულისთვის მხოლოდ გრენლანდიის დნობის გავლენით, ზღვის დონე დაახლოებით, 7 სმ-ით აიწევს, რაც საფრთხეს შეუქმნის დაბლობში მცხოვრებ ადამიანებს. მკვლევართა პროგნოზით, ყოველივე არაერთი დასახლებული ადგილის დატბორვისა და ჩაძირვის მიზეზი გახდება.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გავლენით ყინული დნება ანტარქტიდაზეც. 2020 წლის თებერვალში ანტარქტიდას გიგანტური აისბერგი მოსწყდა.

აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად დაიშალა და შედეგად შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი