ავტორი:

გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?

გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?

"ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელეს, მეორე ნომრად და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კი - არჩილ თალაკვაძე. ათეულში ასევე არიან: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი. დანარჩენი სახეები პარლამენტისთვის სიახლეა. მათ შორს ბევრი ახალგაზრდაა. რამდენად სწორად შეარჩიეს ოცეული, რომელმაც ორთქლმავლის ფუნქცია უნდა იტვირთოს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მორაგბე და კალათბურთელი რატომ გამოტოვეთ, რომელთაც დიდი წვლილი უნდა შეიტანონ პარლამენტის მუშაობაში (იცინის)?..მოკლედ, სიის ეს შემადგენლობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არა მგონია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ სიის მთავარი ფიგურა და ეს არის გიორგი გახარია - სწორედ მას აქვს დღეს ორთქლმავლის ფუნქცია... სხვა მხრივ აშკარაა, რომ პირველ ათეულში ერთგული ხალხი შეიყვანეს, დანარჩენები კი უცნობები არიან, მათი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმ ორი სპორტსმენისა, რომელთა გვარებიც გამიგია და თამაშიც მინახავს, მაგრამ რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და რა იციან პოლიტიკური მეცნიერებებისა, წარმოდგენა არ მაქვს...

სულ ვამბობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა უვარგისია, რადგან, როგორც წესი, არსებობს ჯოკერი - ლიდერი და შემდგომ მოდის უსახო ადამიანების სია, მაჟორიტარულ სისტემაში კი პიროვნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენთან ეს პროცესიც დამახინჯებულად მიმდინარეობდა. არაფერი ახალი ამ საარჩევნო კამპანიაში არ არის. ძირითადად, პოლიტიკოსების სატელევიზიო დაპირისპირებას ვუყურებთ და ვიცინით... აი, ასეთ მარტივ პროცესამდეა დაყვანილი ქართული პოლიტიკა - არავინ ლაპარაკობს პროგრამებზე და არც არავინ ისმენს...

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვებისთვის "ქართულ ოცნებას" ერთი ჯოკერი ეყოფა?

- ვფიქრობ, რომ ეყოფა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ჰყავს სხვა მთავარი ჯოკერიც - ივანიშვილი. რაც შეეხება გახარიას, მიმაჩნია, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი პრემიერი არ გვყოლია. ის შეიძლება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმით, არ არის დიდი ორატორი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა კრიზისმენეჯერმა, თუმცა უახლოესი კვირების განმავლობაში მას კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. რაც შეეხება შეცდომებს, ვინც აქტიურობს, ის შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გახარიას გამოარჩევს ის თვისებაც, რომ ის ხედავს საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობს.

- ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ... რას ფიქრობთ, მოუწევს მას უფრო აქტიურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში?

- ვინც უნდა დაესახელებინათ სიაში, ჯოკერი მაინც ივანიშვილია, რომელიც, თუ გაჭირდა, უფრო აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. წაიკითხეთ სრულად

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა"