პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს
კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს

ის­რა­ე­ლი სამ­კვი­რი­ან სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტინს აწე­სებს, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ებ­რა­ულ ახალ წელს, პა­რას­კე­ვი­დან შე­დის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს: და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში 10-ზე, ღი­ა­ში კი-20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის აკ­რძალ­ვას, სკო­ლე­ბი­სა და დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის და­ხურ­ვას. შე­ზღუდ­ვე­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 500 მეტ­რის რა­დი­უ­სით შე­ეძ­ლე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და­იშ­ვე­ბა.

გარ­და ამი­სა, არა­სამ­თავ­რო­ბო ოფი­სებ­სა და ბიზ­ნე­სებს შე­უძ­ლი­ათ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ღია დარ­ჩნენ, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ზღუდ­ვის ახა­ლი ზო­მე­ბის გამო "ყვე­ლას დიდი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევს", მაგ­რამ, მისი გან­მარ­ტე­ბით, წინა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის კი­დევ უფრო მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 153 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან 1 108 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს

ისრაელი სამკვირიან საყოველთაო კარანტინს აწესებს, რომელიც ძალაში ებრაულ ახალ წელს, პარასკევიდან შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და დიდი სავაჭრო ცენტრების დახურვას. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ შეზღუდვის ახალი ზომების გამო "ყველას დიდი ფასის გადახდა მოუწევს", მაგრამ, მისი განმარტებით, წინა კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების 3 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 153 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 108 ადამიანი დაღუპულია.

მინსკში, საპროტესტო აქციებზე 250 მონაწილე დააკავეს

"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა