კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად
"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად

ახა­ლი სას­წავ­ლო წელი იწყე­ბა. მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში სკო­ლე­ბის ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცესს, ნა­წი­ლი კი, საკ­ლა­სო ოთა­ხებს უბ­რუნ­დე­ბა. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ იმ საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად გრი­პის სე­ზო­ნურ­მა ვირუ­სებ­მაც მო­უ­ტა­ნოს.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე აშშ-ის მთა­ვარ­მა ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე“, მსა­ხი­ობ ჯე­ნი­ფერ გარ­ნე­რის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში და სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ორ­გა­ნიზ­მის ვი­ტა­მი­ნე­ბით შევ­სე­ბა.

მისი თქმით, ამ კუ­თხით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა D და C ვი­ტა­მი­ნე­ბი და მათ თა­ვა­დაც იღებს.

"თუ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაქვთ, ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ თქვენს მგრძნო­ბე­ლო­ბა­ზე. D ვი­ტა­მინს მე თვი­თო­ნაც ვი­ღებ. რაც შე­ე­ხე­ბა C ვი­ტა­მინს, ის კარ­გი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია და ამი­ტო­მაც, მისი მი­ღე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ფა­უ­ჩი.

ფა­უ­ჩის რე­კო­მენ­და­ცია შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვი­თაც არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, D და C ვი­ტა­მი­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის, სა­უ­ბა­რია სე­ზო­ნუ­რი გრი­პი­სად­მი ორ­გა­ნიზ­მში იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე..

ამას­თან, ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ჭარ­ბი დო­ზით. რო­გორც AMBEBI.GE-სთან მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ირი­ნა მი­მი­ნოშ­ვი­ლი ამ­ბობს, ვი­ტა­მი­ნე­ბის ჭარბმა მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

- ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, ვი­ტა­მი­ნე­ბის ჭარ­ბი ოდე­ნო­ბით მი­ღე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი და რო­გორც ადრე იყო, რომ C ვი­ტა­მინს უნიშ­ნავ­დნენ ბავ­შვებს გა­ზა­ფხულ­ზე, იყო თუ არა სა­ჭი­რო, ახლა ასე არ არ ხდე­ბა.

- რა შემ­თხვე­ვა­ში ურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბას?

- რო­დე­საც კვე­ბა არის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი, ან კლი­მა­ტუ­რი გა­რე­მოა პრობ­ლე­მუ­რი, ანუ რო­დე­საც ჩნდე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ეს კი ხში­რად ხდე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, რად­გან ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სუს­ტდე­ბა და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სი.

შე­ნიშ­ვნა: თუკი ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბას გა­და­წყვეტთ, დოზა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად უნდა გან­სა­ზღვროთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად

"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად

ახალი სასწავლო წელი იწყება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ასევე საქართველოში სკოლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს, ნაწილი კი, საკლასო ოთახებს უბრუნდება. ეპიდემიოლოგები უკვე საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად გრიპის სეზონურმა ვირუსებმაც მოუტანოს.

აღნიშნულ თემაზე აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ "ინსტაგრამზე“, მსახიობ ჯენიფერ გარნერისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო წლის დასაწყისში და სეზონური ვირუსების გააქტიურების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის ვიტამინებით შევსება.

მისი თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით სასარგებლოა D და C ვიტამინები და მათ თავადაც იღებს.

"თუ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, ეს გავლენას მოახდენს ინფექციის მიმართ თქვენს მგრძნობელობაზე. D ვიტამინს მე თვითონაც ვიღებ. რაც შეეხება C ვიტამინს, ის კარგი ანტიოქსიდანტია და ამიტომაც, მისი მიღება კარგი იქნება“, - ამბობს ფაუჩი.

ფაუჩის რეკომენდაცია შესაბამისი კვლევითაც არის გამყარებული. კვლევის მიხედვით, D და C ვიტამინები საუკეთესო არჩევანია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, თუმცა გაითვალისწინეთ, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვიტამინები კორონავირუსს ებრძვის, საუბარია სეზონური გრიპისადმი ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებაზე..

ამასთან, ვიტამინების მიღება არ შეიძლება ჭარბი დოზით. როგორც AMBEBI.GE-სთან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მიმინოშვილი ამბობს, ვიტამინების ჭარბმა მიღებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს.

- ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვიტამინების ჭარბი ოდენობით მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. თანამედროვე მედიცინაში შეიცვალა მიდგომები და როგორც ადრე იყო, რომ C ვიტამინს უნიშნავდნენ ბავშვებს გაზაფხულზე, იყო თუ არა საჭირო, ახლა ასე არ არ ხდება.

- რა შემთხვევაში ურჩევთ პაციენტებს ვიტამინების მიღებას?

- როდესაც კვება არის არასრულფასოვანი, ან კლიმატური გარემოა პრობლემური, ანუ როდესაც ჩნდება ვიტამინების დეფიციტი. ეს კი ხშირად ხდება ქრონიკული დაავადების გადატანის შემდეგ, ანტიბიოტიკების მოხმარების შემდეგ, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება და ამ დროს შეიძლება დაინიშნოს ვიტამინების კომპლექსი.

შენიშვნა: თუკი ვიტამინების მიღებას გადაწყვეტთ, დოზა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა განსაზღვროთ

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს