საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე
"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

პარ­ტია "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, თაკო ჩარ­კვი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი 2 დღის წინ და­უ­დას­ტურ­და. პო­ლი­ტი­კო­სი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ვირუ­სი დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან გა­და­ე­დო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ერთ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა დღეს უკვე ფიქ­რობს, რომ მისი და მისი მე­უღ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა უფრო ადრე მოხ­და.

ცოტა ხნის წინ, პო­ლი­ტი­კოს­მა პა­ლა­ტი­დან კად­რე­ბიგა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

თაკო ჩარ­კვი­ანს ინ­ფექ­ცი­ურ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც უკვე ორი დღეა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წევს. პო­ლი­ტი­კოსს საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი აქვს - მუდ­მი­ვი ხვე­ლა და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა. თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობს დე­და­ზე, რო­მე­ლიც 85 წლის ასაკ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს.

- დიახ, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ვირუ­სია, ცუ­დად ვარ. მე ინ­ფექ­ცი­ურ­ში ვწე­ვარ და ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მა­ნად­გუ­რებს დე­და­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს. 85 წლის არის, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დამ­ძი­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ რად­გან ასა­კი აქვს, რის­კია.

- მე­უღ­ლე რო­გორ გრძნობს თავს?

- არა უშავს, ერ­თად ვართ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- თაკო, თქვენ ძმა­ზე გკი­თხავთ, მა­მუ­კას თუ ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­თან არ მქო­ნია კონ­ტაქ­ტი, ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რომ ავ­ცდით ერ­თმა­ნეთს. ზა­ფხულ­ში წა­სუ­ლი იყო და მე არ­ჩევ­ნე­ბის გამო ვერ ვკონ­ტაქ­ტობ­დი. ტეს­ტი მა­ინც გა­უ­კე­თეს მა­მუ­კას და სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი.

- თაკო, რას ეტყო­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჯერ კი­დევ არ სჯე­რა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის?

- სი­სუ­ლე­ლეა, თა­ვი­დან ამო­იგ­დონ, რომ ვირუ­სი არ არ­სე­ბობს. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე ვირუ­სი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რის გა­და­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ვირუ­სი არ­სე­ბობს და არის უმ­ძი­მე­სი.

- რა გა­ირ­კვა, თქვენ ნამ­დვი­ლად ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მიკრო­ფო­ნით გად­მო­გე­დოთ?

- ვერ ვარ­კვევთ, უფრო შორს მივ­დი­ვარ. უფრო ადრე მოხ­და, ჯონი უკვე პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ცუ­დად გრძნობ­და თავს, მაგ­რამ ორი­ვეს შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, რომ მო­წამ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, თით­ქოს ენ­ტე­რო­ვირუ­სი გვქონ­და. ხვე­ლა ოთხი დღეა, რაც და­მე­წყო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეთილოს მსურველი
90

ეს ნიშანიქ იმისა, რომ მოისვენოთ სახლში და მოასვენოთ სრულიად საქრთველო.

ჩვენთვისაც ეგეთი მძიმეა თქვრნი ყურება და ხმის გაგონება. დიადი აზრების გადმოფრქვევაზე აღარაფერ ვამბობ.

გიო
105

ვინც ბიძინას სიკეთეს ვერ დაინახავს, მძიმედ გადაიტანს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. პოლიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რომელთან ერთადაც ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. თუმცა დღეს უკვე ფიქრობს, რომ მისი და მისი მეუღლის დაინფიცირება უფრო ადრე მოხდა.

ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსმა პალატიდან კადრები გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

თაკო ჩარკვიანს ინფექციურში დავუკავშირდით, სადაც უკვე ორი დღეა მეუღლესთან ერთად წევს. პოლიტიკოსს საკმაოდ მძიმედ გამოხატული სიმპტომები აქვს - მუდმივი ხველა და დაღლილობის შეგრძნება. თუმცა საკუთარ თავზე მეტად ნერვიულობს დედაზე, რომელიც 85 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში წევს.

- დიახ, ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. მე ინფექციურში ვწევარ და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც მანადგურებს დედაჩემის მდგომარეობაა, რომელიც რესპუბლიკურში, რეანიმაციაში წევს. 85 წლის არის, ჯერჯერობით არ არის დამძიმებული, მაგრამ რადგან ასაკი აქვს, რისკია.

- მეუღლე როგორ გრძნობს თავს?

- არა უშავს, ერთად ვართ საავადმყოფოში.

- თაკო, თქვენ ძმაზე გკითხავთ, მამუკას თუ ჩაუტარდა ტესტირება?

- საბედნიეროდ, მასთან არ მქონია კონტაქტი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომ ავცდით ერთმანეთს. ზაფხულში წასული იყო და მე არჩევნების გამო ვერ ვკონტაქტობდი. ტესტი მაინც გაუკეთეს მამუკას და საღამოს იქნება პასუხი.

- თაკო, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა ვირუსის არსებობის?

- სისულელეა, თავიდან ამოიგდონ, რომ ვირუსი არ არსებობს. ეს არის ძალიან მძიმე ვირუსი. რა თქმა უნდა, ყველაფერის გადატანა შესაძლებელია, მაგრამ ვირუსი არსებობს და არის უმძიმესი.

- რა გაირკვა, თქვენ ნამდვილად ლევან გოგიჩაიშვილის მიკროფონით გადმოგედოთ?

- ვერ ვარკვევთ, უფრო შორს მივდივარ. უფრო ადრე მოხდა, ჯონი უკვე პირველ სექტემბერს ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ორივეს შეგრძნება გვქონდა, რომ მოწამლულები ვიყავით, თითქოს ენტეროვირუსი გვქონდა. ხველა ოთხი დღეა, რაც დამეწყო.

„თეგეტა მოტორსი“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს

"ცოტნე არის ადამიანი, რომელსაც დედა უყვარს და დედას უყვარს" - რას ამბობს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსხიობი სოფო ჯაბაური

"კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა" - მარინა ენდელაძე