კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. ჯამში, გუშინ, იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 1082 ნიმუშის ტესტირება განხორციელდა.
სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, 16-დან 15 შემთხვევა ქუთაისის არსებული ე.წ. სკოლის კლასტერის კონტაქტებია, მხოლოდ ერთი არის საკვლევი.
კარავში, კი სადაც კორონავირუსზე ტესტირება ხდება, შემოწმებულ არცერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურებულა.